Sunday, March 29, 2015

მე-5 დღე

ტრენინგის განმავლობაში ჩვენ ვიმუშავეთ პროექტის გეგმის შაბლონზე.გამოვუშვით ბუკლეტი.გეგმა გაკეთებული მაქვს საბაზისო უნარ-ჩვევებამდე. გავაკეთე პრეზენტაცია.მაქვს არჩეული თემა -„ფული და სურვილები“- როგორ ვასწავლოთ ბავშვებს ფულის მართვა. შინაარსობრივი მხარე არ გამჭირვებია.მოსწავლეთა  წინარე ცოდნის დასადგენად გამოვიყენე კავშირი-დაკვირვება-ინტერესი. რას მირჩევთ ამ თემასთან დაკავშირებით?

Saturday, March 28, 2015

მეოთხე დღე

ეს დღე ჩემთვის ძალიან ნაყოფიერი იყო.შევისწავლე გრაფიკული ორგანაიზერი,კონცეპტუალური რუკები,განსაკუთრებით საინტერესო იყო ინსტრუმენტი კავშირი-დაკვირვება ინტერესი. ჩამოვყალიბდი მიმართულების მიმცემ საკითხებზე.

Sunday, March 22, 2015

მესამე დღე

მესამე დღე ძალიან ნაყოფიერი იყო ჩემთვის.პროექტისათვის შევარჩიე სტანდარტები, მიზნები, შევავსე გეგმის შაბლონი და შევიტანე ჩემს საქაღალდეში, კურსის რესურსებში.
ყველაფერი გასაგები და საინტერესო იყო.