გარე დაკვირვება


გაკვეთილის  გეგმის ფორმა
     N 1
მასწავლებლის სახელი , გვარი  :   ნანა კუჭუხიძე
საგანი :  ქართული ენა და ლიტერატურა.
სწავლებლის საფეხური /კლასი :  დაწყებითი- IIIდ კლასი.
მოსწავლეთა  რაოდენობა[1] : 27 მოსწავლე. მათგან  სსსმ მოსწავლე 1.
გაკვეთილის თემა : ქართული მითები--„ლახტიანი კოპალა“
გაკვეთილის მიზანი :  1. მოსწავლემ  შეძლოს  ტექსტის წაკითხვა და გაგება - გააზრება.
                                            2.მოსწავლემ  შეძლოს  საკუთარი   დამოკიდებულების გამოხატვა  პერსონაჟის საქციელის  მიმართ.
                                            3.მასწავლებლის დახმარებით შეადგინოს  გეგმა.
   მოდიფიცირებული მიზანი:  სსსმ მოსწავლემ  შეძლოს მარტივი წინადადების წაკითხვა.  შეძლოს საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა პერსონაჟის მიმართ,  (მომწონს, არ მომწონს).
გაკვეთილის  თემისა  და  მიზნის  შესაბამისობა  ეროვნული  სასწავლო  გეგმის  მოთხოვნებთან :
                           წარმოდგენილ  გეგმაში გაკვეთილის მიზანი შეესაბამება  ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მისაღწევ შედეგებს. ეროვნული სასწავლო გეგმის III კლასის  ქართული ენისა და ლიტერატურის სტანდარტი ითვალისწინებს სხვადასხვა ტიპის ტექსტების წაკითხვასა და გაგება-გააზრებას,  მოსწავლის  დამოკიდებულებას   პერსონაჟის  მიმართ, ტექსტის ეპიზოდებად დაყოფას და გეგმის შედგენას.  სასწავლო  მიზანი და თემა ზუსტად ემთხვევა სასწავლო წლის მოცემულ პერიოდს და თემატურ გეგმას.          




N
აქტივობის მიზანი და აღწერა
გამოყენებული მეთოდი / მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა / ფორმები
სასწავლო რესურსები
(დაასაბუთეთ შინაარსობრივი რესურსების მიზანშეწონილება სასწავლო მიზანთან მიმართებით)
დრო (წთ)
1
აქტივობა 1.საორგანიზაციო საკითხების მოგვარება;მისალმება , განწყობის შექმნა;მოსწავლეთათვის ქცევი  სწესების შეხსენება;გაკვეთილის თემისა და მიზნის გაცნობა;შეფასების ფორმებისა და კრიტერიუმების  გაცნობა;

ვერბალური ახსნა ვიზუალური თვალსაჩინოების გამოყენებით.
მთელი კლასი
შეფასების რუბრიკები;მონიტორი,სლაიდები. სლაიდშოუს საშუალებით მოსწავლეები მიიღებენ სრულ ინფორმაციას საორგანიზაციო საკითხების შესახებ.
2 წთ.
2
აქტივობა 2 .მიზანი: გამოწვევა , დაინტერესება.აქტივობის აღწერა: ვსვამ კითხვას: ვინ არის გმირი? რა თვისებები უნდა გააჩნდეს გმირს? ივსება ასოციაციური რუკა. ისაუბრებენ ამირანზე.
სსსმ მოსწავლე მონაწილეობს კლასთან ერთად.
კითხვა-პასუხი.
ასოციაციური რუკა
მთელი კლასი
ასოციაციური რუკის შაბლონი
3 წთ.
3
აქტივობა 3.მიზანი:დამატებითი ინფორმაციის მიღება.
აღწერა:მოსწავლეებს გავაცნობ ახალ მითიურ გმირს, კოპალას.მონიტორით  ვუჩვენებ  ფოტო და ვიდეო  მასალას. ვაძლევ დამატებით ინფორმაციას.სსსმ მოსწავლე მონაწილეობს კლასთან ერთად.

მთელი კლასი
მონიტორი
ფოტო და ვიდეო მასალა.(ინტერნეტიდან).
მოსწავლეს დაეხმარება დამატებითი ინფორმაციის  მიღებაში.
5 წთ.
4
აქტივობა 4.მიზანი-გაგება-გააზრება
მოსწავლეებს ვურიგებ  დაბეჭდილ ტექსტს. ერთ მონაკვეთს მე ვუკითხავ, დანარჩენს განაგრძობენ მოსწავლეები. კითხვის დროს მონიშნონ გაუგებარი სიტყვები და ბუნდოვანი ადგილები.
ვსვამ ფაქტებზე ორიენტირებულ კითხვებს. სსსმ მოსწავლე აქტიურად არის ჩართული.
მონაკვეთებით კითხვა
მთელი კლასი
დაბეჭდილი ტექსტი
18 წთ.
5
აქტივობა 5.მიზანი: ენობრივ მასალაზე დაკვირვება.  აღწერა:მოსწავლეებს ვთხოვ ტექსტიდან დაასახელონ არსებითი სახელები და მოქმედების აღმნიშვნელი სიტყვები. არსებით სახელებს დაუსვან კითხვები, დააჯგუფონ და შეავსონ ცხრილი.სსსმ მოსწავლემ დაასახელოს იმ საგნის სახელი, რომლითაც კოპალა იბრძოდა.



მთელი კლასი
ცხრილი,კალამი
2 წთ.
6
აქტივობა 6.მიზანი: ენობრივ მასალაზე დაკვირვება. აღწერა: მოსწავლეებს ვთხოვ შეავსონ  სიტყვაგამოტოვებული წინადადებები.სსსმ მოსწავლემ შეადგინოს ორსიტყვიანი წინადადება.
სიტყვის ჩასმა
მთელი კლასი
ბარათები,კალამი.
2 წთ
7
აქტივობა 7.მიზანი:ტექსტის ანალიზი.
ვსვამ საანალიზო კითხვებს.ვახასიათებთ გმირ კოპალას გარეგნობისა და თვისებების მიხედვით. ვადარებთ ამირანს. ვაგებთ ვენის დიაგრამას.სსსმ მოსწავლე მონაწილეობს კლასთან ერთად.
ვენის დიაგრამა
მთელი კლასი
ფორმატის ქაღალდი, მარკერი
3 წთ.
8
აქტივობა 8.მიზანი:შინაარსის გადმოცემა.
ტექსტს ვყოფთ ნაწილებად და ვადგენთ გეგმას.
დაგეგმვა
მთელი კლასი
ტექსტი
3 წთ.
9
საშინაო დავალება:
სსსმ მოსწავლე;
შინაარსის გადმოცემა გეგმის მიხედვით.
დახატოს ერთი-ერთი პერსონაჟი.


1 წთ.
10
შეფასება
განმავითარებელი.


1 წთ

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები :
                                                                            1. მოსწავლე  შეძლებს  ტექსტის წაკითხვას და გაგება - გააზრებას.
                                                                               2.მოსწავლე  შეძლებს  საკუთარი   დამოკიდებულების გამოხატვას  პერსონაჟის საქციელის  მიმართ.
                                                                               3.მასწავლებლის დახმარებით შეადგენს  გეგმას.
    სსსმ მოსწავლე  შეძლებს მარტივი წინადადების წაკითხვას.  შეძლებს საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვას პერსონაჟის მიმართ,  (მომწონს, არ მომწონს).
                                                                                                   შეფასების რუბრიკა
დაბალი
საშუალო
მაღალი

 მოსწავლეს უჭირს ტექსტის წაკითხვა,  გაგება და  გააზრება.
უჭირს საკუთარი  დამოკიდებულების გამოხატვა  პერსონაჟის საქციელის მიმართ. უჭირს გეგმის შედგენა.

მოსწავლეს ნაწილობრივ უჭირს ტექსტის წაკითხვა,  გაგება და  გააზრება.
ნაწილობრივ  უჭირს საკუთარი  დამოკიდებულების გამოხატვა  პერსონაჟის საქციელის მიმართ.  ნაწილობრივ უჭირს გეგმის შედგენა.


მოსწავლეს არ  უჭირს ტექსტის წაკითხვა,  გაგება და  გააზრება.
არ   უჭირს საკუთარი  დამოკიდებულების გამოხატვა  პერსონაჟის საქციელის მიმართ. არ    უჭირს გეგმის შედგენა.
                                                                                სსსმ მოსწავლის შეფასების რუბრიკა
ჩართულია საგაკვეთილო            პროცესში
იცავს დროის
                ლიმიტს
კითხულობს და პასუხობს                                კითხვებს
იცავს ქცევის
     წესებს.




    
შეფასება : განმავითარებელი, სიტყვიერი კომენტარი.

ხელმოწერა :
თარიღი :





გაკვეთილის  გეგმის ფორმა
     N 2
მასწავლებლის სახელი , გვარი  :   ნანა კუჭუხიძე
საგანი :  ქართული ენა და ლიტერატურა.
სწავლებლის საფეხური /კლასი : დაწყებითი- IIIდ კლასი.
მოსწავლეთა  რაოდენობა[1] : 27 მოსწავლე. მათგან  სსსმ მოსწავლე 1.
გაკვეთილის თემა : (მითები) „არიადნეს ძაფი“ I ნაწილი. ავტორი ჯემალ ქარჩხაძე.
გაკვეთილის მიზანი : 1. მოსწავლემ  შეძლოს  ტექსტის წაკითხვა და გაგება - გააზრება.
                                         2. შეძლოს  დააკავშიროს  ერთმანეთთან ტექსტში  მოცემული  ფაქტები,  მოქმედებები და  გამოიტანოს   სათანადო
                                        დასკვნები.3.მოსწავლემ  შეძლოს  საკუთარი   დამოკიდებულების გამოხატვა  პერსონაჟის საქციელის  მიმართ.
                                        4.მასწავლებლის დახმარებით შეადგინოს  გეგმა.
   მოდიფიცირებული მიზანი:  სსსმ მოსწავლემ  შეძლოს მარტივი წინადადების წაკითხვა.  შეძლოს საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა პერსონაჟის მიმართ,  (მომწონს, არ მომწონს).
 გაკვეთილის  თემისა  და  მიზნის  შესაბამისობა  ეროვნული  სასწავლო  გეგმის  მოთხოვნებთან :
                           წარმოდგენილ  გეგმაში გაკვეთილის მიზანი შეესაბამება  ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მისაღწევ შედეგებს. ეროვნული სასწავლო გეგმის III კლასის  ქართული ენისა და ლიტერატურის სტანდარტი ითვალისწინებს სხვადასხვა ტიპის ტექსტების წაკითხვასა და გაგება-გააზრებას, ტექსტში მოცემული ფაქტების ერთმანეთთან დაკავშირებას,  მოსწავლის  დამოკიდებულებას   პერსონაჟის  მიმართ, ტექსტის ეპიზოდებად დაყოფას და გეგმის შედგენას.  სასწავლო  მიზანი და თემა ზუსტად ემთხვევა სასწავლო წლის მოცემულ პერიოდს და თემატურ გეგმას.          




N
აქტივობის მიზანი და აღწერა
გამოყენებული მეთოდი / მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა / ფორმები
სასწავლო რესურსები
(დაასაბუთეთ შინაარსობრივი რესურსების მიზანშეწონილება სასწავლო მიზანთან მიმართებით)
დრო (წთ)
1
აქტივობა 1.საორგანიზაციო საკითხების მოგვარება;მისალმება , განწყობის შექმნა;მოსწავლეთათვის ქცევი  სწესების შეხსენება;გაკვეთილის თემისა და მიზნის გაცნობა;შეფასების ფორმებისა და კრიტერიუმების  გაცნობა;

ვერბალური ახსნა ვიზუალური თვალსაჩინოების გამოყენებით.
მთელი კლასი
შეფასების რუბრიკები;მონიტორი,სლაიდები. სლაიდშოუს საშუალებით მოსწავლეები მიიღებენ სრულ ინფორმაციას საორგანიზაციო საკითხების შესახებ.
2 წთ.
2
აქტივობა 2 .მიზანი: გამოწვევა , დაინტერესება.აქტივობის აღწერა: მოსწავლეებს გავახსენებ  რა არის მითი. ბავშვები  ასახელებენ მითებისა და ზღაპრების პერსონაჟებს. შემდეგ მთელ კლასში შემოვატარებ   ძაფის გორგალს. ბავშვები აბლაბუდაში გაეხვევიან. მოსწავლეები გამოთქვამენ ვარაუდებს, თუ როგორ დაიხსნან თავი.
სსსმ მოსწავლე:მონაწილეობს თამაშში.

მოტივაცია, ვარაუდების გამოთქმა.

მთელი კლასი
ძაფის გორგალი. რესურსი უკავშირდება ტექსტის სიუჟეტს.
3 წთ.
3
აქტივობა 3.
მიზანი: წინარე ცოდნის გააქტიურება.
აქტივობის აღწერა:  მოსწავლეები გაიხსენებენ მითოლოგიურ გმირებს(ამირანი, კოპალა,  ჰერაკლე). გაიცნობენ  ახალ გმირს, თეზევსს.ვსვამ კითხვებს: როგორ გესმით სიტყვა გმირი? რა თვისებები უნდა ჰქონდეს გმირს? პასუხები ჩამოიწერება დაფაზე.შეივსება ასოციაციური რუკა.
სსსმ მოსწავლე:
გაიმეორებს გმირების სახელებს.

კითხვა-პასუხი

ასოციაციური რუკა.
მთელი კლასი
ასოციაციური რუკის შაბლონი.  დაეხმარება წინარე ცოდის გახსენებაში.

4 წთ.
4
აქტივობა -4.მიზანი: წინარე ცოდნის გააქტიურება.აქტივობის აღწერა:ვსვამ  კითხვებს:1. რომელი მითიდან გახსოვთ მეფე მინოსი?2.რა ააშენა დედალოსმა და სად?3.ბერძნული მითოლოგიის მიხედვით ვინ ითვლება პირველ არქიტექტორად?ვუჩვენებ ინტერნეტიდან გადმოწერილ ვიდეო ფილმს დედალოსის შესახებ.
სსსმ მოსწავლე:
უპასუხებს მარტივ კითხვას.

კითხვა-პასუხი
მთელი კლასი
რესურსი ორიენტირებულია განვლილი მასალის გახსენებაზე, მოსწავლეებს გაუადვილებს ახალი ინფორმაციის მიღებას.
3 წთ.
5
აქტივობა -5.მიზანი: ტექსტის გაგება - გააზრება.
აქტივობის აღწერა:მოსწავლეები გადაშლიან წიგნებს. ვსვამ კითხვებს:
1. რა აქვს სათაურად მოთხრობას?
2.რას ნიშნავს სათაურის ქვეშ მინაწერი?3. ვის ეკუთვნის ნაწარმოები? 4. რა აქვს მიზნად ავტორს?   ტექსტს ვყოფ აბზაცებად  და პირველ აბზაცს  ვუკითხავ მე.  მოსწავლეები თვალს აყოლებენ. გზადაგზა აიხსნება გაუგებარი სიტყვები. დანარჩენ აბზაცებს კითხულობენ მოსწავლეები. ვსვამ ყველა აბზაცის შესაბამის კითხვებს. მოსწავლეებს ვუჩვენებ ინტერნეტიდან გადმოწერილ ვიდეოფილმს „მინოსის სასახლე“ და  მინოტავრის სურათს. ვუჩვენებ ანიმაციურ ფილმს:  „თეზევსის გამგზავრება  კუნძულ კნოსოსზე“(კრეტა).მივმართავ ბავშვებს:იპოვეთ ტექსტში :1. თეზევსს თავი ჯერ არ გამოუჩენია, მაგრამ მის შესახებ ნათქვამია, რომ ის გმირია. რა ამტკიცებს მის გმირობას? 2. რომელი რიცხვითი სახელები შეგხვდათ ტექსტში?
კავშირი მათემატიკასთან: რიცხვი 1, რიცხვი 7.
სსსმ მოსწავლე ტექსტიდან წაიკითხავს ორ წინადადებას.  პასუხს გასცემს მარტივ  კითხვებზე.

ტექსტის წინასწარი მიმოხილვა.

აბზაცებით კითხვა.

მთელი კლასი
სახელმძღვანელო (ქართული ენა -III კლასი, I ნაწილი,     ნ.   გორდელაძე, თ კუხიანიძე).

ვიდეოფილმი „მინოსის სასახლე.“  მინოტავრის სურათი. მოსწავლეს გაუადვილებს  ტექსტის აღქმას.



ანიმაციური ფილმი „თეზევსის გამგზავრება კუნძულ კნოსოსზე“(კრეტა).
მოსწავლე ადვილად დაიმახსოვრებს  ტექსტის შინაარსს.
დაფა, ცარცი.

20 წთ.
6
აქტივობა -6.მიზანი: ტექსტში ფაქტების  თანმიმდევრობით დალაგება.აქტივობის აღწერა: მოსწავლეები  თითოეულ აბზაცს შეურჩევენ  სათაურს, ჩამოიწერება დაფაზე,  ბავშვები  რვეულებში იწერენ.
სსსმ მოსწავლე იწერს დაფიდან ორ სათაურს.

ტექსტის ეპიზოდებად დაყოფა

მთელი კლასი
დაფა, ცარცი, რვეული, კალამი.  მიღებული     ცოდნის განმტკიცება.

5 წთ.
7
საშინაო დავალება:



საშინაო დავალება სსსმ მოსწავლისათვის:


მოსწავლის წიგნი-გვ. 71.სავარჯიშო N  12. წერითი  დავალება.შინაარსის გადმოცემა გეგმის მიხედვით.

ამოიწეროს  ტექსტიდან მეფეთა სახელები.


განიმტკიცებენ მიღებულ ცოდნას
1 წთ.
8
შეფასება
განმავითარებელი


2 წთ.

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები :
    1. მოსწავლე შეძლებს ტექსტის წაკითხვას და გაგება - გააზრებას.
    2. შეძლებს დააკავშიროს  ერთმანეთთან ტექსტში  მოცემული  ფაქტები,  მოქმედებები და  გამოიტანოს   სათანადო  დასკვნები.
     3. .მოსწავლე შეძლებს  საკუთარი   დამოკიდებულების გამოხატვას  პერსონაჟის საქციელის  მიმართ.
     4.მასწავლებლის დახმარებით შეადგენს გეგმას.
     სსსმ მოსწავლემ  შეძლებს მარტივი წინადადების წაკითხვას.  შეძლებს საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვას პერსონაჟის მიმართ,  (მომწონს, არ მომწონს).
შეფასება : განმავითარებელი, სიტყვიერი კომენტარი.
                                                                                                     შეფასების რუბრიკა                                           
          კრიტერიუმები
     დაბალი
        საშუალო
        მაღალი
მოსწავლე კითხულობს, იგებს და იაზრებს ტექსტს.
უჭირს წაკითხულის  გაგება-გააზრება.
ნაწილობრივ უჭირს წაკითხულის  გაგება-გააზრება.
არ   უჭირს წაკითხულის  გაგება-გააზრება.
მოსწავლე ერთმანეთთან აკავშირებს ტექსტში მოცემულ  ფაქტებს  და გამოაქვს დასკვნები.                                                    
უჭირს ტექსტში მოცემული  ფაქტების   ერთმანეთთან დაკავშირება და დასკვნების გამოტანა.
ნაწილობრივ  უჭირს ტექსტში მოცემული  ფაქტების   ერთმანეთთან დაკავშირება და დასკვნების გამოტანა.
არ  უჭირს ტექსტში მოცემული  ფაქტების   ერთმანეთთან დაკავშირება და დასკვნების გამოტანა.
მოსწავლე გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას    პერსონაჟის საქციელის  მიმართ.


უჭირს საკუთარი დამოკიდებულების  გამოხატვა პერსონაჟის საქციელის  მიმართ.

ნაწილობრივ  უჭირს საკუთარი დამოკიდებულების  გამოხატვა პერსონაჟის საქციელის  მიმართ.

 არ  უჭირს საკუთარი დამოკიდებულების  გამოხატვა პერსონაჟის საქციელის  მიმართ.

მოსწავლე ადგენს გეგმას.
უჭირს გეგმის შედგენა.
 ნაწილობრივ უჭირს გეგმის შედგენა.
არ   უჭირს გეგმის შედგენა.
                                                                           სსსმ მოსწავლის შეფასების რუბრიკა
ჩართულია საგაკვეთილო პროცესში
კითხულობს და პასუხობს კითხვებს
იცავს  ქცევის  წესებს.






ხელმოწერა :
თარიღი :





გაკვეთილის  გეგმის ფორმა
     N 3
მასწავლებლის სახელი , გვარი  : ნანა კუჭუხიძე  
საგანი : ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლებლის საფეხური /კლასი : დაწყებითი- IIIდ კლასი.
მოსწავლეთა  რაოდენობა[1] : 27 მოსწავლე. მათგან  სსსმ მოსწავლე 1.
გაკვეთილის თემა : (მითები) „არიადნეს ძაფი“ II ნაწილი. ავტორი ჯემალ ქარჩხაძე.
გაკვეთილის მიზანი : 1. მოსწავლემ შეძლოს ტექსტის წაკითხვა  და გაგება - გააზრება.
                                        2.მოსწავლემ  შეძლოს საკუთარი   დამოკიდებულების გამოხატვა  პერსონაჟის საქციელის  მიმართ.
                                        3..მასწავლებლის დახმარებით შეადგინოს გეგმა.
მოდიფიცირებული მიზანი:  სსსმ მოსწავლემ  შეძლოს მარტივი წინადადების წაკითხვა.  შეძლოს საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა პერსონაჟის მიმართ  (მომწონს, არ მომწონს).
გაკვეთილის  თემისა  და  მიზნის  შესაბამისობა  ეროვნული  სასწავლო  გეგმის  მოთხოვნებთან :      წარმოდგენილ  გეგმაში გაკვეთილის მიზანი შეესაბამება  ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მისაღწევ შედეგებს, რადგან ეროვნული სასწავლო გეგმის III კლასის  ქართული ენისა და ლიტერატურის სტანდარტი ითვალისწინებს სხვადასხვა ტიპის ტექსტების წაკითხვასა და გაგება-გააზრებას,  პერსონაჟების დახასიათებას თვალსაჩინო ნიშნების მიხედვით. სასწავლო  მიზანი და თემა ზუსტად ემთხვევა სასწავლო წლის მოცემულ პერიოდს და თემატურ გეგმას.          




N
აქტივობის მიზანი და აღწერა
გამოყენებული მეთოდი / მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა / ფორმები
სასწავლო რესურსები
(დაასაბუთეთ შინაარსობრივი რესურსების მიზანშეწონილება სასწავლო მიზანთან მიმართებით)
დრო (წთ)
1
აქტივობა 1.საორგანიზაციო საკითხების მოგვარება;მისალმება , განწყობის შექმნა;მოსწავლეთათვის ქცევის წესების შეხსენება;გაკვეთილის თემისა და მიზნის გაცნობა;შეფასების ფორმებისა და კრიტერიუმების  გაცნობა;

ვერბალური ახსნა ვიზუალური თვალსაჩინოების გამოყენებით.
მთელი კლასი
შეფასების რუბრიკები;
მონიტორი, სლაიდები.
სლაიდშოუს საშუალებით მოსწავლეები მიიღებენ სრულ ინფორმაციას საორგანიზაციო საკითხების შესახებ. დაიზოგება დრო.
2 წთ.
2
აქტივობა 2. აქტივობის აღწერა:  საშინაო დავალების შემოწმება.მიზანი: სახელმძღვანელოდან მიცემული დავალების განხილვა მოსწავლეებთან ერთად.  ვკითხულობ ხმამაღლა  დავალებას, რომელიც დასაწერად ჰქონდათ მიცემული.ჩხირების მიხედვით გამოძახებული მოსწავლე წაიკითხავს და ახსნის დავალებას. მოსწავლეები ადარებენ თავიანთ პასუხებს და გამოთქვამენ მოსაზრებებს. თუ მოსწავლე სწორად პასუხობს, ასწევენ მწვანე ბარათს, თუ შეცდომით, წითელს.შემთხვევითობის პრინციპით მოსწავლეები გადმოსცემენ  „არიადნეს ძაფის“ პირველი ნაწილის შინაარსს გეგმის მიხედვით.სსსმ მოსწავლე მონაწილეობს კლასთან ერთად.

კითხვა-პასუხი
მთელი კლასი

9 წთ.
3
აქტივობა 3.
დაინტერესების მიზნით  მოსწავლეებს ვუყვები მეფე ეგეოსის დარიგებას თეზევსის მიმართ. ვუჩვენებ ანიმაციური ფილმის ნაწყვეტს  „თეზევსის გამგზავრება  კრეტაზე“.
მინილექცია
მთელი კლასი
მოსწავლეს  გაუადვილებს
ტექსტის აღქმას.
6 წთ.
4
აქტივობა 4.მიზანი: ტექსტის გაგება-გააზრება.    აღწერა:   მოსწავლეებს  ვთხოვ გადაშალონ წიგნები 73-ე გვერდზე.პირველ აბზაცს ვკითხულობ მე, დანარჩენს მოსწავლეები. გზადაგზა აიხსნება ბუნდოვანი ადგილები და  გაუგებარი სიტყვები. ტექსტის ირგვლივ ვსვამ კითხვებს. შემთხვევითობის პრინციპით გამოძახებული მოსწავლეები როლში წაიკითხავენ ტექსტს.სსსმ მოსწავლეს წავაკითხებ ორ წინადადებას.


აბზაცებით კითხვა.
როლური კითხვა.
კითხვა-პასუხი.
მთელი კლასი
სახელმძღვანელო (ქართული ენა -III კლასი, I ნაწილი,     ნ.   გორდელაძე, თ კუხიანიძე).


11 წთ.
5
აქტივობა 5. აღწერა: რა რის შემდეგ მოხდა ? შევადგენთ გეგმას, ჩამოვწერთ დაფაზე.მოსწავლეები ჩაიწერენ რვეულებში. სსსმ მოსწავლე მონაწილეობს კლასთან ერთად.
გაკვეთილის შეჯამების მიზნით ვსვამ კითხვებს.
გეგმის შდგენა
მთელი კლასი
სახელმძღვანელო, დაფა, ცარცი, კალამი, რვეული.
8წ თ.
6
საშინაო დავალება:
დვალება სსსმ მოსწავლისათვის:
ამოიწეროს პერსონაჟთა სახელები.

1.სახელმძღვანელო-72-ე გვერდი,  N7 სავარჯიშო.
მთელი კლასი.
განიმტკიცებენ მიღებულ ცოდნას.
2 წთ.
7
შეფასება



2 წთ.

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები : 1. მოსწავლე შეძლებს ტექსტის წაკითხვას,  გაგებას და  გააზრებას.
                                                                             2.მოსწავლე შეძლებს საკუთარი   დამოკიდებულების გამოხატვას  პერსონაჟის საქციელის  მიმართ.
                                                                             3..მასწავლებლის დახმარებით შეადგენს გეგმას.
                                                                           სსსმ მოსწავლე  შეძლებს მარტივი წინადადების წაკითხვას.  შეძლებს საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვას პერსონაჟის მიმართ  (მომწონს, არ მომწონს).

შეფასება : განმავითარებელი, სიტყვიერი კომენტარი.
                                                                                                   შეფასების რუბრიკა
დაბალი
საშუალო
მაღალი

 მოსწავლეს უჭირს ტექსტის წაკითხვა,  გაგება და  გააზრება.
უჭირს საკუთარი  დამოკიდებულების გამოხატვა  პერსონაჟის საქციელის მიმართ. უჭირს გეგმის შედგენა.

მოსწავლეს ნაწილობრივ უჭირს ტექსტის წაკითხვა,  გაგება და  გააზრება.
ნაწილობრივ  უჭირს საკუთარი  დამოკიდებულების გამოხატვა  პერსონაჟის საქციელის მიმართ.  ნაწილობრივ უჭირს გეგმის შედგენა.


მოსწავლეს არ  უჭირს ტექსტის წაკითხვა,  გაგება და  გააზრება.
არ   უჭირს საკუთარი  დამოკიდებულების გამოხატვა  პერსონაჟის საქციელის მიმართ. არ    უჭირს გეგმის შედგენა.
                                                                                სსსმ მოსწავლის შეფასების რუბრიკა
ჩართულია საგაკვეთილო            პროცესში
იცავს დროის
                ლიმიტს
კითხულობს და პასუხობს                                კითხვებს
იცავს ქცევის
     წესებს.




    
ხელმოწერა :
თარიღი :





გაკვეთილის  გეგმის ფორმა
     N 4
მასწავლებლის სახელი , გვარი  :   ნანა კუჭუხიძე
საგანი :  ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლებლის საფეხური /კლასი : დაწყებითი- IIIდ კლასი.
მოსწავლეთა  რაოდენობა[1] : 27 მოსწავლე, მათ   შორის    1-  სსსმ მოსწავლე.
გაკვეთილის თემა : თქმულებები და მითები.გრამატიკა-არსებითი სახელის ბრუნება.
 სახელმძღვანელო (ქართული ენა -III კლასი, I ნაწილი,  ნ.   გორდელაძე, თ კუხიანიძე).
გაკვეთილის მიზანი : მოსწავლემ შეძლოს ძირითადი ენობრივ- გრამატიკული საშუალებების სათანადოდ გამოყენება.
                                        მოსწავლემ უნდა გაიგოს, რომ არსებითი სახელი დაბოლოებას იცვლის-იბრუნვის.
                                        მოსწავლემ უნდა აღიქვას სიტყვის ფორმაცვალება წინადადების მთლიანი შინაარსის დახმარებით.
მოდიფიციირებული მიზანი:მოსწავლემ უნდა გაიგოს, რომ არსებითი სახელი დაბოლოებას იცვლის
გაკვეთილის  თემისა  და  მიზნის  შესაბამისობა  ეროვნული  სასწავლო  გეგმის  მოთხოვნებთან : წარმოდგენილ  გეგმაში გაკვეთილის მიზანი შეესაბამება  ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მისაღწევ შედეგებს. ეროვნული სასწავლო გეგმის III კლასის  ქართული ენისა და ლიტერატურის სტანდარტი ითვალისწინებს  ძირითადი ენობრივ-გრამატიკული საშუალებების სათანადოდ გამოყენებას ნაცნობ საკომუნიკაციო  სიტუაციაში, ითვალისწინებს ინფორმაციის ადეკვატურად აღქმას. სასწავლო  მიზანი და თემა ზუსტად ემთხვევა სასწავლო წლის მოცემულ პერიოდს და თემატურ გეგმას.          



N
აქტივობის მიზანი და აღწერა
გამოყენებული მეთოდი / მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა / ფორმები
სასწავლო რესურსები
(დაასაბუთეთ შინაარსობრივი რესურსების მიზანშეწონილება სასწავლო მიზანთან მიმართებით)
დრო (წთ)
1
აქტივობა1.საორგანიზაციო საკითხების მოგვარება;
მისალმება , განწყობის შექმნა;
მოსწავლეთათვის ქცევის წესების შეხსენება; გაკვეთილის თემისა და მიზნის გაცნობა;
შეფასების ფორმებისა და კრიტერიუმების  გაცნობა;

ვერბალური ახსნა ვიზუალური თვალსაჩინოების გამოყენებით.
მთელი კლასი
შეფასების რუბრიკები;
მონიტორი, სლაიდები.
სლაიდშოუს საშუალებით მოსწავლეები მიიღებენ სრულ ინფორმაციას საორგანიზაციო საკითხების შესახებ.


   2წთ
2
აქტივობა 2.  გამოწვევის  მიზნით  მოსწავლეებს ვთხოვ შესწავლილი ნაწარმოებებიდან  გაიხსენონ  მითიური არსებები. აგრეთვე  გაიხსენონ  გმირები, რომლებიც დაუპირისპირდნენ  დევს.
დაფაზე ვაკრავ ფორმატის ქაღალდს, რომელზეც ჩამოწერილია 7 წინადადება:მოსწავლეები დააკვირდებიან არსებითი სახელის დაბოლოების ცვლას.  მათთვის გასაგებ ენაზე ვესაუბრები არსებითი სახელის ბრუნებაზე. ვუჩვენებ ელექტრონულ რესურსს „არსებითი სახელის ბრუნება.ვსვამ კითხვებს.
სსსმ მოსწავლე: წავაკითხებ ერთ წინადადებას.


                     კითხვა-პასუხი

მთელი კლასი
ფორმატის ქაღალდი,  მარკერი.ელექტრონული რესურსი „არსებითი სახელის ბრუნება.“
რესურსი დაეხმარება ინფორმაციის უკეთ გაგებაში.
5 წთ.
3
  აქტივობა 3.მიღებული ცოდნის გამოყენება.
აქტივობის აღწერა:  
მოსწავლეებს ვურიგებ
სიტყვაგამოტოვებულ ბარათებს.  მათ სწორად უნდა გაანაწილონ ეს სიტყვები და ჩაწერონ.
დევები. დევებმა. დევებს. დევების. დევებით. დევებად. დევებო.
სსსმ მოსწავლე: გადაწეროს სამი წინადადება.

                     სიტყვების ჩასმა

მთელი კლასი
დავალება განუმტკიცებს ცოდნას.
3 წთ.
4
აქტივობა 4. ბუნებრივი ცოდნის გამოყენება.
აქტივობის აღწერა:  ბუნებრივ ცოდნაზე დაყრდნობით სიტყვაგამოტოვებულ წინადადებებში  მოსწავლეებმა უნდა გამოიცნონ და ჩასვან სიტყვა
„მზე“. რამდენჯერ არის ნახსენები სიტყვა „მზე?“ რა ასოციაცია გიჩნდებათ რიცხვი შვიდის გაგონებისას? მოსწავლეები პასუხობენ. ბრუნვის ნიშნებს შევასწავლი სიმღერით.
სსსმ მოსწავლე  მონაწილეობს  კლასთან ერთად. 


                     სიტყვების ჩასმა

მთელი კლასი
ვიოლინოს თანხლებით მოსწავლეები გაიმღერებენ ბრუნვის ნიშნებს. გახალისდებიან. აუმაღლდებათ მოტივაცია.
4 წთ.
5
აქტივობა 4.  მიზანი: ახალი ლექსიკური მასალის მეტყველებაში გამოყენება.
 აღწერა: მოსწავლეებს ვურიგებ კომიქსებს. სიტყვაგამოტოვებულ ტექსტებში ჩასვან სიტყვები.შეურჩიონ სათაური. შემდეგ კომიქსს წავაკითხებ როლებში 7 მოსწავლეს. ვთხოვ ბავშვებს გადმოსცენ კომიქსის შინაარსი.
სსსმ მოსწავლე:  კომიქსიდან წაიკითხოს ერთი ტექსტი.

როლებში კითხვა
მთელი კლასი
ფერადი კომიქსები  მოტივაციას გაუძლიერებს.
20წთ
6
გაკვეთილის შეჯამების მიზნით მოსწავლეებს ვთხოვ  გამოიცნონ დაუსრულებელი სიტყვის დაბოლოება.
 არსებითი სახელ----იბრუნვის. არსებითმა  სახელ---- დაბოლოება შეიცვალა.
 არსებით სახელ----ვაბრუნებ. არსებითი სახელ----ბრუნება შემიძლია.
სსსმ მოსწავლე: მონაწილეობს  კლასთან ერთად. 

კითხვა-პასუხი.
მთელი კლასი
მიღებული ცოდნის განმტკიცება.
3წთ
7


საშინაო დავალება:
 სსსმ მოსწავლისათვის

წიგნში მოცემული წერითი დავალება -N2.მოცემული სიტყვების გამოყენებით  შეადგინეთ წინადადებები.
სსსმ მოსწავლისათვის:  ორი სიტყვით   შეადგინოს  წინადადებები.

მთელი კლასი
განიმტკიცებენ მიღებულ ცოდნას.
1 წთ.
8
შეფასება
განმავითარებელი


2 წთ.
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები : 1.  მოსწავლე შეძლებს  პრაქტიკულად დაეუფლოს ბრუნების სისტემას.
                                                                             2.შეძლებს კონკრეტული სახელის ყველა ბრუნვაში  ჩასმას.
                                                                             3.შეძლებს სიტყვის ფორმაცვალების აღქმას  წინადადების  მთლიანი შინაარსის დახმარებით.
შეფასება : განმავითარებელი  შეფასება, სიტყვიერი კომენტარი, შეფასების რუბრიკა.
                                                                                  შეფასების რუბრიკა
დაბალი
საშუალო
მაღალი
მოსწავლეს უჭირს  ძირითადი ენობრივ- გრამატიკული საშუალებების სათანადოდ გამოყენება.
უჭირს იმის გაგება, რომ არსებითი სახელი დაბოლოებას იცვლის-იბრუნვის.
უჭირს  სიტყვის ფორმაცვალების აღქმა წინადადების მთლიანი შინაარსის დახმარებით.

მოსწავლეს ნაწილობრივ უჭირს  ძირითადი ენობრივ- გრამატიკული საშუალებების სათანადოდ გამოყენება.
ნაწილობრივ  უჭირს იმის გაგება, რომ არსებითი სახელი დაბოლოებას იცვლის-იბრუნვის.
ნაწილობრივ  უჭირს  სიტყვის ფორმაცვალების აღქმა წინადადების მთლიანი შინაარსის დახმარებით.


მოსწავლეს  არ  უჭირს  ძირითადი ენობრივ- გრამატიკული საშუალებების სათანადოდ გამოყენება.
არ   უჭირს იმის გაგება, რომ არსებითი სახელი დაბოლოებას იცვლის-იბრუნვის.
არ   უჭირს  სიტყვის ფორმაცვალების აღქმა წინადადების მთლიანი შინაარსის დახმარებით.


ხელმოწერა :
თარიღი :                                                   










გაკვეთილის  გეგმის ფორმა
     N 5
მასწავლებლის სახელი , გვარი  :   ნანა კუჭუხიძე
საგანი :  ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლებლის საფეხური /კლასი : დაწყებითი- IIIდ კლასი.
მოსწავლეთა  რაოდენობა[1] : 27 მოსწავლე, მათ   შორის    1-  სსსმ მოსწავლე.
გაკვეთილის თემა : (მითები). „ არიადნეს ძაფი“- III  ნაწილი.(ავტორი ჯემალ ქარჩხაძე .
                                                           სახელმძღვანელო (ქართული ენა -III კლასი, I ნაწილი,     ნ.   გორდელაძე, თ კუხიანიძე).
გაკვეთილის მიზანი :          1. მოსწავლე შეძლებს ტექსტის წაკითხვას და გაგება - გააზრებას.
                                                  2.დააკავშირებს ერთმანეთთან ტექსტში მოცემულ ფაქტებს,
                                                      მოქმედებებს და გამოიტანს სათანადო დასკვნებს.
                                                 3.აღწერს და ახასიათებს პერსონაჟებს თვალსაჩინო ნიშნების მიხედვით და
                                                                                                                 გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას.
მოდიფიცირებული მიზანი: სსსმ მოსწავლე  შეძლებს მარტივი წინადადების წაკითხვას.
                                               შეძლებს საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვას პერსონაჟის მიმართ, (მომწონს, არ მომწონს).


                                    
გაკვეთილის  თემისა  და  მიზნის  შესაბამისობა  ეროვნული  სასწავლო  გეგმის  მოთხოვნებთან :
      წარმოდგენილ  გეგმაში გაკვეთილის მიზანი შეესაბამება  ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მისაღწევ შედეგებს, რადგან ეროვნული სასწავლო გეგმის III კლასის  ქართული ენისა და ლიტერატურის სტანდარტი ითვალისწინებს სხვადასხვა ტიპის ტექსტების წაკითხვასა და გაგება-გააზრებას, ტექსტში მოცემული ფაქტების ერთმანეთთან დაკავშირებას, პერსონაჟების დახასიათებას თვალსაჩინო ნიშნების მიხედვით. სასწავლო  მიზანი და თემა ზუსტად ემთხვევა სასწავლო წლის მოცემულ პერიოდს და თემატურ გეგმას.          

N
აქტივობის მიზანი და აღწერა
გამოყენებული მეთოდი / მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა / ფორმები
სასწავლო რესურსები
(დაასაბუთეთ შინაარსობრივი რესურსების მიზანშეწონილება სასწავლო მიზანთან მიმართებით)
დრო (წთ)
1
აქტივობა 1.საორგანიზაციო საკითხების მოგვარება;მისალმება , განწყობის შექმნა;მოსწავლეთათვის ქცევის წესების შეხსენება;
გაკვეთილის თემისა და მიზნის გაცნობა;
შეფასების ფორმებისა და კრიტერიუმების  გაცნობა;


ვერბალური ახსნა ვიზუალური თვალსაჩინოების გამოყენებით.
მთელ კლასთან
შეფასების რუბრიკები;
მონიტორი, სლაიდები.
სლაიდშოუს საშუალებით მოსწავლეები მიიღებენ სრულ ინფორმაციას საორგანიზაციო საკითხების შესახებ. დაიზოგება დრო.
               
           2 წთ
2
აქტივობა 2. მიზანი:
საშინაო დავალების განხილვა მოსწავლეებთან ერთად.აქტივობის აღწერა. წინასწარ მაქვს გამზადებული ჩხირები, შემთხვევითობის პრინციპით გამოძახებული  მოსწავლეები  კითხულობენ საშინაო დავალებას და პასუხობენ კითხვებზე.
სსსმ მოსწავლე უპასუხებს მარტივ  შეკითხვას.
კითხვა-პასუხი
მთელი კლასი
დავალება ორიენტირებულია შესწავლილი მასალის განმტკიცებაზე



          3 წთ.
3
აქტივობა 3.მიზანი:ტექსტის გაგება-გააზრება.აქტივობის აღწერა. მოსწავლეებს ვთხოვ გადაშალონ წიგნები. ტექსტს  ვყოფ აბზაცებად. პირველ აბზაცს ვუკითხავ მე. დანარჩენს  წაიკითხავენ კითხვაში გაწაფულიმოსწავლეები. ვსვამ თითოეული აბზაცისათვის შესაბამის  კითხვებს.  მოსწავლეები პასუხობენ,   ახასიათებენ პერსონაჟებს, გამოაქვთ დასკვნები. აიხსნება კედელზე წინასწარ გამოკრული  გაუგებარი სიტყვები. სსსმ მოსწავლე  წაიკითხავს მითითებული აბზაციდან  მარტივ წინადადებას.


ლექსიკური ერთეულების წინასწარ გაცნობა.
აბზაცებად  კითხვა.
კითხვა -პასუხი.


მთელი კლასი
სახელმძღვანელო (ქართული ენა -III კლასი, I ნაწილი,     ნ.   გორდელაძე, თ კუხიანიძე).
ფორმატის ქაღალდზე ჩამოწერილი გაუგებარი სიტყვები.
 რესურსი მოსწავლეებს დაეხმარება ტექსტის უკეთ გაგებაში.



           8  წთ.
4
აქტივობა 4.მიზანი:გამოუმუშავდეთ  ურთიერთპატივისცემის, ერთმანეთის აზრის გაზიარების, თანამშრომლობის უნარები.აქტივობის აღწერა.
მოსწავლეებს ვყოფ 5 ჯგუფად. I ჯგუფის  დავალება: დამუშავებული ტექსტიდან („არიადნეს ძაფის“სამივე ნაწილი“) დაასახელონ მთავარი მოქმედი გმირი, დაახასიათონ ორი სიტყვით, აღნიშნონ სამი სიტყვით, თუ სად ხდება მოქმედება. II ჯგუფის დავალება:ოთხი სიტყვით დაასახელონ პრობლემა. III  ჯგუფი: ხუთი სიტყვით აღწერონ პრობლემასთან დაკავშირებული ეპიზოდი.  IV  ჯგუფი: ექვსი  სიტყვით აღწერონ  შემდეგ განვითარებული მოვლენა.     V ჯგუფი: შვიდი სიტყვით აღწერონ პრობლემის გადაჭრა. შვიდ ნაწილად, პირამიდისებურად  დაჭრილი ფორმატის ქაღალდის ნაწილები დაურიგდებათ ჯგუფებს,პასუხებს ჩაწერენ, გააკეთებენ პრეზენტაციას  და  დაფაზე აიწყობა პირამიდა. პირამიდის პასუხების მიხედვით  დაწერენ ამბავს.
სსსმ მოსწავლე  მუშაობს ერთ-ერთ ჯგუფთან.
       ჯგუფური მუშაობა
ჯგუფური
ფორმატის ქაღალდი, რვეული, კალამი, დავალებები ბარათებზე. დავალება და რესურსი მოიცავს ახალი  ცოდნის განმტკიცებას.




           15 წთ.
5
აქტივობა 5.მიზანი:გამოუმუშავდეთ  ურთიერთპატივისცემის, ერთმანეთის აზრის გაზიარების, თანამშრომლობის უნარები.
აქტივობის აღწერა.
თითოეულ ჯგუფს დაურიგდება თაბახის ფურცელზე დაბეჭდილი სახალისო  სავარჯიშო „ლაბირინთი“ და ფერადი ფანქრის საშუალებით  უნდა  გამოვიდნენ ლაბირინთიდან.
 მასწავლებელი მოსწავლეებს უჩვენებს ინტერნეტიდან  გადმოწერილ ანიმაციურ ფილმს „არიადნე და თეზევსი“.

ჯგუფური მუშაობა
ჯგუფური
ფერადი ფანქრები.
ფურცელზე დაბეჭდილი  დავალება „ლაბირინთი“. რესურსი გაახალისებს მოსწავლეებს.



ანიმაციური ფილმი „არიადნე და თეზევსი.“
ფილმი დაეხმარება მოსწავლეთა ინტერესების დაკმაყოფილებას.



      2 წთ.





7 წთ.
6
საშინაო დავალება.
საშინაო დავალება  სსსმ მოსწავლისათვის


1.სახელმძღვანელო-74-ე გვერდი,  N6 სავარჯიშო.
1.წიგნიდან გადაიწეროს მესამე აბზაცი.
მთელი კლასი
განიმტკიცებენ მიღებულ ცოდნას.

 1 წთ.
7
შეფასება
განმავითარებელი, სიტყვიერი კომენტარი, ჯგუფური მუშაობა.



 2 წთ.

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები :
                                                     1. მოსწავლემ შეძლოს ტექსტის წაკითხვა და გაგება - გააზრება.
                                                  2.დააკავშიროს ერთმანეთთან ტექსტში მოცემული ფაქტები,
                                                      მოქმედებები  და გამოიტანოს სათანადო დასკვნები.
                                                 3.აღწეროს  და დაახასიათოს პერსონაჟები თვალსაჩინო ნიშნების მიხედვით,
                                                       გამოხატოს  საკუთარი დამოკიდებულება.
                                                     სსსმ მოსწავლემ  შეძლოს მარტივი წინადადების წაკითხვა.
                                                             შეძლოს საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა პერსონაჟის მიმართ,  (მომწონს, არ მომწონს).
                                                                                      
                                                                                            
                                                                                                          შეფასების რუბრიკა                                           
           კრიტერიუმები
დაბალი
        საშუალო
        მაღალი
მოსწავლე კითხულობს, იგებს და იაზრებს ტექსტს.
უჭირს წაკითხულის  გაგება-გააზრება.
ნაწილობრივ უჭირს წაკითხულის  გაგება-გააზრება.
არ   უჭირს წაკითხულის  გაგება-გააზრება.
მოსწავლე ერთმანეთთან აკავშირებს ტექსტში მოცემულ  ფაქტებს  და გამოაქვს დასკვნები.                                                     
უჭირს ტექსტში მოცემული  ფაქტების   ერთმანეთთან დაკავშირება და დასკვნების გამოტანა.
ნაწილობრივ  უჭირს ტექსტში მოცემული  ფაქტების   ერთმანეთთან დაკავშირება და დასკვნების გამოტანა.
არ  უჭირს ტექსტში მოცემული  ფაქტების   ერთმანეთთან დაკავშირება და დასკვნების გამოტანა.
მოსწავლე  აღწერს და ახასიათებს პერსონაჟებს თვალსაჩინო ნიშნების მიხედვით,  გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას.
                                              

უჭირს  პერსონაჟების თვალსაჩინო ნიშნების მიხედვით აღწერა და დახასიათება, საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
ნაწილობრივ  უჭირს  პერსონაჟების თვალსაჩინო ნიშნების მიხედვით აღწერა და დახასიათება, საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
არ  უჭირს  პერსონაჟების თვალსაჩინო ნიშნების მიხედვით აღწერა და დახასიათება, საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
                                                                                           ჯგუფების შეფასების  სქემა                               

სისწრაფე
მოწესრიგებულობა
პუნქტუალობა
თანამშრომლობა
პრეზენტაცია.
I





II





III





IV





V





                                                                      სსსმ მოსწავლის შეფასების რუბრიკა
ჩართულია საგაკვეთილო პროცესში
იცავს დროის
 ლიმიტს
კითხულობს და პასუხობს კითხვებს
თანაკლასელების დახმარებით მუშაობს ჯგუფში
იცავს ქცევის
 წესებს.






ხელმოწერა :                                                                                      
  თარიღი :




No comments:

Post a Comment