Tuesday, April 21, 2015

მეცხრე დღე

მეცხრე დღე ყველაზე საინტერესო იყო. ვნახეთ კოლეგების პრეზენტაციები,გავუზიარეთ ერთმანეთს შთაბეჭდილებები.ვისწავლეთ ნამუშევრების ბლოგზე ატვირთვა. ამ ყველაფერს  მარეხის დაუღალავი შრომის და სიყვარულის ფასად მივაღწიეთ. გული დამწყდა, რომ მალე დამთავრდა.

Saturday, April 18, 2015

მერვე დღე

ძალიან საინტერესო დღე იყო.ვიმუშავეთ იმაზე, თუ როგორ დავალებებს მივცემთ მოსწავლეებს დიფერენცირებული სწავლებისას.ვისწავლეთ სკაფოლდინგი და ხარაჩო.

Sunday, April 5, 2015

მეშვიდე დღე

ძალიან დაძაბული დღე იყო. ვიმუშავეთ წყვილებში,შევაფასეთ ერთმანეთის ნამუშევრები,მივეცით რჩევა.აგრეთვე ვიმუშავეთ შეფასებებზე, შევქმენით შეფასების რუბრიკები, გასაგები იყო ყველაფერი.

Saturday, April 4, 2015

მეექვსე დღე

დღეს ჩვენ ვიმუშავეთ მოსწავლის სავარაუდო ნამუშევრებზე. არ გამჭირვებია არც შინაარსობრივი  და არც ტექნიკური მხარე.