შიდა დაკვირვება


ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა
რუსთავის მე-5 საჯარო სკოლა
პედაგოგი: ნანა კუჭუხიძე
სწავლების საფეხური:დაწყებითი
მოსწავლეთა რაოდენობა:25-კლასი-I
სსმმ მოსწავლე-2
საგნები:ქართული, მათემატიკა.
გაკვეთილის თემა:იაკობ გოგებაშვილის „გამოცანა ჭკვიანი ბავშვებისათვის“
ეროვნული გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგები:ქართ. I. 2. მოსწავლეს შეუძლია გადმოსცეს მარტივი ინფორმაცია მისთვის ნაცნობ თემებზე. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: · მინიშნებებზე, ილუსტრაციებზე და . . დაყრდნობით გადმოსცემს მოსმენილი ტექსტის შინაარსს. · ტექსტზე დაყრდნობით ახასიათებს პერსონაჟებს (მათს   გარეგნობას, თვისებებს);
ქართ. I. 9.მოსწავლეს შეუძლია ვიზუალურად გამოხატოს წაკითხული   /   მოსმენილი ტექსტით აღძრული შთაბეჭდილებები.
ეროვნული გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგები:მათ. I.3. მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთთან დააკავშიროს თვლა, რიცხვებს შორის დამოკიდებულებები და შეკრება-გამოკლების მოქმედებები.
მიზანი:ქართული-გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები შეძლებენ ტექსტის გადმოცემას თხრობით, გაანალიზებასა და გააზრებას. ჩამოაყალიბებენ საკუთარ აზრს და დაასაბუთებენ.  დაახასიათებენ  პერსონაჟებს.  შეადგენენ და გაანალიზებენ  წინადადებებს.  დამუშავებული ტექსტის მიხედვით  შექმნიან დიორამებს. 
              მათემატიკა-ტექსტიდან ამოიცნობენ მათემატიკურ ინფორმაციას, დააკვირდებიან და გაანალიზებენ მათემატიკურ ცნებებს: მეტი, ნაკლები, ორჯერ მეტი, ტოლი. შეასრულებენ მათემატიკურ გამოთვლებს. 
წინარე ცოდნა: იციან საკუთარი აზრის ჩამოყალიბება და დასაბუთება,                              პერსონაჟების დახასიათება. იციან ერთიდან ოცამდე  რიცხვების   ჩაწერა და წაკითხვა. საგანთა   ერთობლიობაში ათეულებისა და   ერთეულების                                   გამოყოფა და მათი რაოდენობის დათვლა. ასახელებენ ორნიშნა რიცხვის ჩანაწერში                                      თანრიგებში მდგომი ციფრების მნიშვნელობას.
ინტეგრირებული უნარ-ჩვევები: საგნების ინტეგრაცია  ხელს უწყობს მოსწავლეთა   შემეცნებითი პროცესების გათვალისწინებით,
ფასეულობათა და ღირებულებათა ორიენტირების დიდი მარაგის მქონე პიროვნების ჩამოყალიბებას. ინტეგრირებული სწავლება სინთეზური აზროვნების განვითარების საუკეთესო საშუალებაა, ხელს უწყობს საგაკვეთილო პროცესი გახდეს მეტად მრავალფეროვანი, მიმზიდველი და ეფექტური, უვითარებს დამოუკიდებელ აზროვნებას, შემოქმედებითი უნარების ჩამოყალიბებას, ზრდის მოტივაციას.
გაკვეთილი აქტუალურია:  ბავშვები ისწავლიან საგანთა შორის კავშირების დამყარებას,  ცოდნის გამოყენებას რეალურ ცხოვრებაში,შეძლებენ პერსონაჟების საქციელის შეფასებას,  განუვითარდებათ  ანალიზისა და სინთეზის  უნარები, ისწავლიან  ამოცანების შედგენას ტექსტში მოცემული მათემატიკური ინფორმაციის მიხედვით.
ორგანიზება:ინდივიდუალური
დრო:35წთ
რესურსი:  პირველი კლასის ქართულის(ნ. მაღლაკელიძე, ე. მაღლაკელიძე)სახელმძღვანელო,დაფა, ცარცი,თაბახის ფურცლები, მარკერი, მონიტორი, ელექტრონული წიგნი, რვეული კალამი, მცირე ზომის ყუთი,სახატავი ფანქრები, საძერწი, ფერადი ქაღალდები, წებო, ბამბა.
გაკვეთილის მსვლელობა:აქტივობა:3წთ.დაფაზე ჩამოვწერ  სიტყვებს:ცხვარი, ფარა, მწყემსი და მოსწავლეებს ვთხოვ ამ სიტყვების გამოყენებით შეადგინონ  პატარა მოთხრობა. ბავშვები ამ თემის შეახებ გამოხატავენ საკუთარ აზრს.
აქტივობა:2წთ.მონიტორზე ვრთავ ფერად ილუსტრაციას და ვსვამ კითხვებს:
                                                     1.რამდენი მწყემსია  სურათზე?
                                                      2.რამდენი ცხვარი ჰყავს პირველ მწყემსს?
                                                      3.რამდენი ცხვარი ჰყავს მეორე მწყემსს?
                                                      4.რამდენი ჰყავს ორივეს ერთად?
                                                      5. როგორ ფიქრობთ რაზე საუბრობენ ისინი?
აქტივობა: 8წთ.მონიტორზე ვრთავ ელექტრონულ წიგნს. მოსწავლეები უსმენენ მასწავლებლის მიერ წაკითხულ ჩანაწერს. შემდეგ კითხულობენ მოსწავლეები და ვხსნით გაუგებარ სიტყვებს: მეცხვარე, ორღობე, გადაავლო თვალი.
აქტივობა:2წთ. შემდეგ ვთხოვ მოსწავლეებს ამ უცნობი სიტყვების გამოყენებით შეადგინონ ხუთსიტყვიანი წინადადება. გადააკეთონ ოთხსიტყვიანად. გაარკვიონ სიტყვაში ბგერათა, ხმოვანთა და თანხმოვანთა რაოდენობა. დამარცვლონ სიტყვები.


აქტივობა:1წთ.შესვენების მიზნით ვატარებთ ვარჯიშს.
აქტივობა:2წთ.ვსვამ საანალიზო კითხვებს:
                                                          1.სად შეხვდნენ ერთმანეთს ვასო და პეტრე?
                                                           2.რა უთხრა ვასომ პეტრეს?
                                                           3.რა უპასუხა პეტრემ?
                                                           4.შეთანხმდებოდნენ თუ არა პატარა მწყემსები?
                                                           5.როგორ გამოვიცნოთ სურათზე, რომელია ვასო,
                                                              რომელია პეტრე?
აქტივობა: 17წთ.მათემატიკა: მოსწავლეებს ვუსვამ კითხვას:რა დაგვეხმარება იმის დადგენაში, რომელია ვასო, რომელია პეტრე? სავარაუდო პასუხი: მათემატიკური გამოთვლები.რა მათემატიკური  ინფორმაცია დევს ტექსტში?(ტექსტში საუბარია ცხვრების რაოდენობასა და განაწილებაზე).მოსწავლეებს ვთხოვ, ტექსტში მოცემული მათემატიკური ინფორმაციის საფუძველზე, მოიფიქრონ ამოცანა, გაანალიზონ და შეადგინონ მათემატიკური გამოსახულებები. მოსწავლეები დაასკვნიან: თუ პეტრე მისცემდა ერთ ცხვარს ვასოს, მაშინ მას  დარჩებოდა 4, ვასოს კი 8 გაუხდებოდა.
                                                                5-1=4
                                                                7+1=8
თუ ვასო ერთ ცხვარს მისცემდა პეტრეს, მაშინ :
                                                               7-1=6
                                                               5+1=6
ცხვრები ტოლად ეყოლებოდათ.მათემატიკური გამოთვლების დახმარებით მოსწავლეები ადვილად გამოიცნობენ, რომელი იქნება ვასო და რომელი-პეტრე. შემდეგ სხვადასხვა მასალით ააწყობენ დიორამებს.მოსწავლეები თხრობით გადმოსცემენ ტექსტის შინაარსს.
                                              კითხვები სსმმ  მოსწავლისათვის:
                                                               1.რა ფერისაა სურათზე გამოსახული ცხვარი?
                                                               2.რა ახურავთ თავზე ვასოს და პეტრეს?
ვახდენ განმავითარებელ შეფასებას.
შეფასების რუბრიკა ქართულში
             
დაბალი
საშუალო
მაღალი
1.უჭირს ტექსტის გადმოცემა თხრობით, გაანალიზება და გააზრება.
2.ვერ აყალიბებს საკუთარ აზრს და ვერ  ასაბუთებს.    ვერ პასუხობს ტექსტის ირგვლივ დასმულ კითხვებს.
3.ტექსტის ეპზოდებს ვერ გადმოსცემს ვიზუალურად.
1. ნაწილობრივ უჭირს ტექსტის გადმოცემა თხრობით, გაანალიზება და გააზრება.  2.ნაწილობრივ  აყალიბებს საკუთარ აზრს და ნაწილობრივ ასაბუთებს.   ნაწილიბრივ პასუხობს ტექსტის ირგვლივ დასმულ კითხვებს.
3.ნაწილობრივ გადმოსცემს ვიზუალურად ტექსტის ეპზოდებს.
1.არ უჭირს ტექსტის გადმოცემა თხრობით, გაანალიზება და გააზრება.  
 2.კარგად აყალიბებს საკუთარ აზრს,  ასაბუთებს, კარგად პასუხობს ტექსტის ირგვლივ დასმულ კითხვებს.
3.კარგად გადმოსცემს ვიზუალურად ტექსტის ეპზოდებს.
   
                                       შეფასების რუბრიკა მათემატიკაში

დაბალი
საშუალო
მაღალი
1.უჭირს ტექსტიდან მათემატიკური ინფორმაციის ამოცნობა, დაკვირვება  და  მათემატიკური ცნებების გაანალიზება.
2.უჭირს მათემატიკური გამოთვლების შესრულება.
1. ნაწილობრივ  უჭირს ტექსტიდან მათემატიკური ინფორმაციის ამოცნობა, დაკვირვება  და  მათემატიკური ცნებების გაანალიზება.
2.ნაწილობრივ  უჭირს მათემატიკური გამოთვლების  შესრულება.
1.არ  უჭირს ტექსტიდან მათემატიკური ინფორმაციის ამოცნობა, დაკვირვება  და  მათემატიკური ცნებების გაანალიზება.
2.არ  უჭირს მათემატიკური გამოთვლების შესრულება.

რეფლექსია

                          I კლასში დავგეგმე და ჩავატარე ინტეგრირებული გაკვეთილი (საგნები: ქართული -მათემატიკა) თემაზე: იაკობ გოგებაშვილის„ გამოცანა ჭკვიანი ბავშვებისათვის“. ჩემი გაკვეთილის მიზანი იყო: ქართულში- მოსწავლეების მიერ გაკვეთილის ბოლოს ტექსტის გადმოცემა თხრობით,  გაანალიზება და გააზრება, საკუთარი აზრის ჩამოყალიბება და დასაბუთება, პერსონაჟების დახასიათება, წინადადების შედგენა და გაანალიზება, დამუშავებული ტექსტის მიხედვით დიორამების შექმნა. მათემატიკაში-ტექსტიდან მათემტიკური ინფორმაციის ამოცნობა, მათემატიკურ ცნებებზე (მეტი, ნაკლები, ტოლი) დაკვირვება და გაანალიზება, მათემატიკური გამოთვლების შესრულება.
                        გაკვეთილი ძალიან საინტერესო გამოვიდა. გაკვეთილის მსვლელობის დროს ჩემ მიერ განსაზღვრულ შედეგებზე გასვლა მოსწავლეებს არ გასჭირვებიათ. ვთვლი, რომ ყველა აქტივობა შეესაბამებოდა გაკვეთილის მიზნებს. წამოჭრილმა პრობლემამ მოსწავლეთა ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. ყველა მოსწავლეს ვაძლევდი აზრის გამოთქმის საშუალებას. მიზნის მიღწევაში დამეხმარა სწორად შერჩეული აქტივობები და ჩემ მიერ მომზადებული ციფრული რესურსი. ასეთი რესურსი  მასალას უფრო ადვილად აღსაქმელს ხდის, სწავლას კი სახალისოს. გაიზარდა მოტივაცია და ბავშვები გაკვეთილის ბოლომდე მოტივირებულნი დარჩნენ.  პასუხობდნენ კითხვებზე, ასრულებდნენ მათემატიკურ გამოთვლებს, ხალისით ააგეს დიორამები, წარმოადგინეს ვიზუალურად ტექსტის ერთი ეპიზოდი, რომელიც დაამზადეს ბამბით და პლასტელინით. გაკვეთილის პროცესში     აქტიურად იყვნენ ჩართულნი სსმმ მოსწავლეებიც.                                                                                                                                                                                                              
                     თუმცა,  უნდა აღვნიშნო, რომ , დრო, რომელიც ბოლო აქტივობისათვის მქონდა განსაზღვრული აღმოჩნდა ცოტა. სამწუხაროდ,მოსწავლეებმა ვერ მოასწრეს თხრობით ტექსტის გადმოცემა. მომავალში მეტი ყურადღებით მივუდგები აქტივობებს შორის დროის განაწილებას. სწავლების პროცესში თითოეულ საგანს თავისი წვლილი შეაქვს. ინტეგრირება კი ხელს უწყობს სინთეზური აზროვნების განვითარებას. ბავშვები უფრო ადვილად სწავლობენ კეთებით და პირადი გამოცდილებით, როცა თვითონვე ქმნიან რამეს და ყოველდღიურ ცხოვრებაში ხედავენ ცოდნის მნიშვნელობას.


---------------------------------------------------------------------------------




ჩატარების დრო
2017 წ. 28 აპრილი
საგანი
ქართული
სკოლა
რუსთავის მე-5 საჯარო სკოლა
კლასი
I კლასი
სსმმ მოსწავლე
2
გაკვეთილის თემა
„ზრდილობიანი“(საბავშვო ენციკლოპედიიდან)

მიზანი
მოსწავლეებისათვის ეთიკის ნორმების გაცნობა. აზროვნებისა და მეტყველების განვითარება. პერსონაჟის დახასიათება.კითხვასა და წერაში ვარჯიში. პირველ პირში თხრობა  პრაქტიკულად.


შედეგი
მოსწავლემ შეძლოს სამეტყველო ეტიკეტის ენობრივი ფორმულების  ამოცნობა და გამოყენება. შეძლოს ტექსტის კითხვა და საანალიზო კითხვებზე პასუხის გაცემა. მოცემული სიტყვებით შეადგინოს წინადადება.დაახასიათოს პერსონაჟი.გადმოსცეს ტექსტის შინაარსი  პირველ პირში.

ეროვნული გეგმით გათვალისწინებული მისაღწევი შედეგები
ქართ. I. 1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და ადეკვატურად აღიქვას მარტივი ინფორმაცია; შეუძლია სწორად რეაგირება ნაცნობ სამეტყველო სიტუაციებში.

  • ამოიცნობს და იყენებს სამეტყველო ეტიკეტის  ენობრივ ფორმულებს (მისალმება, დამშვიდობება, ბოდიშის მოხდა, მადლობის გადახდა და ა. შ.).

ქართ. I. 4. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.

·                  აფასებს პერსონაჟს და მის საქციელს (კეთილია / ბოროტია; კარგად მოიქცა / ცუდად მოიქცა და ა.შ.);


ქართ. I. 7. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი კოდის გაშიფვ.
·              ხმამაღლა (მთლიანი სიტყვებით ან დამარცვლით) კითხულობს მარტივი წინადადებებით შედგენილ მცირე  ზომის  ტექსტებს;

 
ქართ. I. 14. მოსწავლეს შეუძლია მარტივი წინადადებების შედგენა ნაცნობ თემებზე.
       
·         მასწავლებლის მიერ მოცემული სიტყვების მიხედვით აგებს მარტივ წინადადებას.


გაკვეთილის ხანგრძლივობა
35 წთ.
რესურსები
მონიტორი,ელექტრონული წიგნი, ამობეჭდილი დიფერენცირებული დავალებები, დაფა,ცარცი,სახელმძღვანელო,რვეული,კალამი.
გაკვეთილის მსვლელობა












                                                                                         
აქტივობა: მოსწავლეებს ვთხოვ, გაიხსენონ წინა გაკვეთილი-ქეთევან ჭილაშვილის „ბულბული და ყიყინა.“ კითხულობენ ტექსტს. შემდეგ ვთხოვ გადმოსცენ შინაარსი. დავალების შემოწმების   მიზნით ვუსვამ კითხვებს:1.რატომ მიესვენა ბულბული ტოტზე?
                                2.რატომ არ შეაქეს ბაყაყი?
                                3.რატომ არაფერი უთხრა ყიყინას ბულბულმა?
                                4.ტექსტის მიხედვით როგორია ბაყაყი? საიდან
                                   ჩანს?
                                5.როგორია ბულბული? საიდან ჩანს?
                                6.როგორ ადამიანებს გაგონებთ ყიყინა და
                                    ბულბული?
                                 7.რისი თქმა სურს მწერალს?
                                 8.რომელი ანდაზა შეეფერება ამ მოთხრობას?
                                 9.როგორი თვისებაა ტყუილი?
                                 10.ჩამოთვალეთ კიდევ რომელი უარყოფითი
                                     თვისებები იცით?
                                  თქვენ ახსენეთ სიტყვა უზრდელი-დაასახელეთ
                                   მისი საპირისპირო სიტყვა.     


 აქტივობა:კლასს ვთავაზობ თემას:რა არის ზრდილობა? ვიყენებ  ასოციაციურ რუკას.


                                           

სავარაუდო პასუხები:ზრდილობაა, როცა უფროსებს პატივს სცემ, ესალმები,იხდი ბოდიშს,ეხმარები,ეუბნები მადლობას.მოსწავლეები გაიხსენებენ   შემთხვევებს ცხოვრებიდან, ლიტერატურული მასალიდან და ასახელებენ  კონკრეტულ მაგალითებს. გაანალიზდება სიტყვები:ზრდილობიანი და უზრდელი.აქტივობა:  მონიტორზე ვუჩვენებ ჩემ მიერ შექმნილ ელექტრონულ წიგნს  თემაზე: „ზრდილობიანი.“ მოსწავლეებს ვაკითხებ თითო სლაიდზე დაწერილ ტექსტს და ვთხოვ ერთმანეთს დაუსვან შინაარსობრივი კითხვები.ვხსნით გაუგებარ სიტყვებს. ბავშვები გამოთქვამენ ვარაუდებს, თუ როგორ გაგრძელდება მოვლენები. I სლაიდი: „მან ნაცნობი ბიძა  დაინახა“...რა მოხდება შემდეგ?  II სლაიდი:„ორივე ხელში ჩანთა ეჭირა“...რა მოხდება შემდეგ? III  სლაიდი:„ავტობუსში მოხუცი ქალი ამოვიდა“...ვარაუდი- რა მოხდება შემდეგ? ვარაუდების გამოთქმის  შემდეგ მოსწავლეებს ვაკითხებ მთლიან ტექსტს. ვიყენებ კითხვის ყველა სახეს:ინდივიდუალურად, წყვილებში, გაგრძელებით, მითითებულ ადგილებს.   მოთხრობის ბოლოს მოცემულ აფორიზმს „ათასად კაცი დაფასდა, ათი ათასად  ზრდილობა“- კითხულობენ, აანალიზებენ და უკავშირებენ ტექსტს.  აქტივობა: ვუსვამ საანალიზო კითხვებს:
                    1.როგორ არიგებდა დედა დათოს?
                    2.რას ფიქრობდა დათო?
                    3.მოთხრობის სათაური  „ზრდილობიანი“                           
                 შეეფერება თუ არა დათოს საქციელს?
                   4.დაასახელეთ  ტექსტში აღწერილი ზრდილობიანი ქცევის
                 სამი  შემთხვევა.           
                    5.როგორ მიესალმა დათო ნაცნობ ბიძას?
                    6.როგორ ესალმებიან თანატოლები  ერთმანეთს?
                  უმცროსი-უფროსს?უფროსი-უმცროსს? მეგობრები?
                  ნაცნობები? უცხო ადამიანები?
აქტივობა: მოსწავლეებს ვურიგებ თაბახის ფურცელზე ამობეჭდილ დიფერენცირებულ დავალებებს.
                                    
                                    საკლასო დავალებები

                        დავალება ძლიერი მოსწავლისათვის
 მოცემული სიტყვები დაალაგე ისე, რომ წინადადება მიიღო:
   ქალს ,ადგილი, მოხუც,  დაუთმო, დათომ.

                           დავალება საშუალო მოსწავლისათვის
 ისრით დააკავშირე შინაარსით მსგავსი სიტყვები:
მოხუცი                                              კმაყოფილი
ზრდილობიანი                                 ხნიერი
ნასიამოვნები                                     თავაზიანი
                             
                             დავალება სუსტი მოსწავლისათვის
                        

  
                              

  დავალება სსსმ მოსწავლისათვის
                                    
                                  შეუსაბამე სიტყვები სურათებს:

   ავტობუსი                     ბიჭი                     მოხუცი ქალი
                   
                          


                                                              
                                                                                                      

                                                     
                       
                  
შეფასება
განმავითარებელი შეფასება
გაკვეთილზე გამოყენებული მეთოდები
დაკვირვება, კითხვა-პასუხი,
ვარაუდების გამოთქმა



შეფასების რუბრიკა


მაღალი


საშუალო

დაბალი
მოსწავლე კარგად ამოიცნობს და
იყენებს სამეტყველო ეტიკეტის ენობრივ ფორმულებს. კარგად კითხულობს ტექსტს და კარგად სცემს საანალიზო კითხვებზე პასუხს. მოცემული სიტყვებით კარგად ადგენს წინადადებას და კარგად ახასიათებს პერსონაჟს, კარგად  გადმოსცემს ტექსტის  შინაარსს პირველ პირში.
მოსწავლე ნაწილობრივ ამოიცნობს   და იყენებს სამეტყველო ეტიკეტის ენობრივ ფორმულებს. ნაწილობრივ კითხულობს ტექსტს და სცემს საანალიზო კითხვებზე პასუხს. მოცემული სიტყვებით ნაწილობრივ ადგენს წინადადებას და ნაწილობრივ ახასიათებს პერსონაჟს, ნაწილობრივ  გადმოსცემს ტექსტის  შინაარსს პირველ პირში.
მოსწავლე ვერ ამოიცნობს და ვერ
იყენებს სამეტყველო ეტიკეტის ენობრივ ფორმულებს. ვერ  კითხულობს ტექსტს და ვერ სცემს საანალიზო კითხვებზე პასუხს. მოცემული სიტყვებით ვერ ადგენს წინადადებას და ვერ ახასიათებს პერსონაჟს, ვერ გადმოსცემს ტექსტის  შინაარსს პირველ პირში.

                                                               რეფლექსია
    ჩემი გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეთათვის ეთიკის ნორმების  გაცნობა, აზროვნებისა და მეტყველების განვითარება, პერსონაჟის დახასიათება, კითხვასა და წერაში ვარჯიში, პირველ პირში თხრობა. მიზნის მიღწევაში  დამეხმარა სწორად შერჩეული აქტივობები(ასოციაციური რუკა, ელექტრონული წიგნი, კითხვა-პასუხი, დიფერენცირებული საკლასო დავალებები) და ვფიქრომ, რომ სასურველ შედეგზე გავედი. ვთვლი, რომ ყველა აქტივობა შეესაბამებოდა  გაკვეთილის მიზნებს. შედეგს რომ მივაღწიე, ეს იქიდან ჩანს, რომ მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი საგაკვეთილო პროცესში, პასუხობდნენ კითხვებზე და გამოთქვამდნენ ვარაუდებს.
                      ყველაზე წარმატებით იმუშავა ჩემ მიერ შექმნილმა ელექტრონულმა წიგნმა. ამ რესურსით  ჩატარებულმა გაკვეთილმა გაზარდა ჩემი და მოსწავლეების თანამშრომლობითი ურთიერთობა, მოიმატა ცოდნამ და ინტერესმა, სწავლის ხარისხმა. მოსწავლეები უფრო ხალისიანები და თავისუფლები გახდნენ. ამაღლდა არა მარტო მოსწავლეების, არამედ ჩემი მოტივაციაც. თუმცა, აჯობებდა, საკლასო დავალებების შეგროვებაში არ დამეხარჯა დრო. ამას მომავალში აუცილებლად გავითვალისწინებ.
                        დაკვირვების საფუძველზე მოვახდინე განმავითარებელი შეფასება.კითხვებით ვამოწმებდი  ბავშვების სააზროვნო უნარებს. ამ ყველაფერმა ნათლად დამანახა, რომ  მოსწავლეებმა ღრმად გაიაზრეს საკითხი.                                                                                                                                                      
https://drive.google.com/file/d/1tVdp6CEcYYiHzaHsRi8OA0GSfVpF8Jp0/view?usp=sharing                                                            

No comments:

Post a Comment