გაკვეთილების გეგმები


გაკვეთილის გეგმა
რიცხვი:10-XI-2014
საგანი: მათემატიკა
პედაგოგი:ნანა კუჭუხიძე
სწავლების საფეხური: დაწყებითი
მოსწავლეთა რაოდენობა:21
კლასი:III
გაკვეთილის თემა: გამრავლება
მიზანი:მოსწავლე შეძლებს რიცხვის 4-ზე და 4-ის რიცხვზე გამრავლებას.
ეროვნული გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგები:
მათ. III.3. მოსწავლეს შეუძლია გამრავლება-გაყოფის მოქმედებებ შესრულება, მათი შეკრება-გამოკლების მოქმედებებთან და ერთმანეთთან დაკავშირება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
ახდენს გამრავლების მოქმედების მრავალჯერადი შეკრებით  დემონსტრირებას.

მათ. III.8. მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული ფიგურის ამოცნობა და აღწერა
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
ამოიცნობს სივრცულ გეომეტრიულ ფიგურებს არქიტექტურისა და ხელოვნების ნიმუშებში ან მათ ილუსტრაციებში, ყოფითი დანიშნულების საგნებში.
რესურსი:მესამე კლასის მათემატიკის სახელმძღვანელო,ფორმატის ქაღალდები, თაბახის ფურცლები,რვეული, კალამი, მონიტორი.
გაკვეთილის მსვლელობა: გაკვეთილი იწყება დავალების შემოწმებით. მოსწავლეები            კითხულობენ მაგალითებს და ამოცანებს,რვეულებში ასწორებენ შეცდომებს.
აქტივობა: შემდეგ მიმდინარეობს ზეპირი ანგარიში:მოქმედებები, უცნობი შესაკრებები, კომპონენტები, ნიშნები,თანამამრავლები, მათი სახელები, გამოსახულების     წაკითხვა , გადანაცვლებადობის  თვისება, 0-ზე გამრავლება, 1-ზე გამრავლება.ყურადღება მახვილდება გამოთქმებზე: ით-გადიდება, ჯერ-გადიდება.
აქტივობა:ვაჩვენებ პლაკატს, რომელზეც გამოსახულია რიცხვები. ბავშვებმა უნდა შეადგინონ       3-ზე გამრავლების გამოსახულებები და გადაწერონ დაფაზე.


 

აქტივობა:„აღმოაჩინე შეცდომა“.ბავშვებს ვაჩვენებ პკალატს, რომელზეც გამოსახულია  მაგალითები.ბავშვებმა უნდა აღმოაჩინონ შეცდომა, გაასწორონ და დაფაზე დაწერონ.
აქტივობა: ვურიგებ ბარათებს თითოეულ ჯგუფს.ბარათებში  მოცემულია ამოცანები და გვერდით ჩამოწერილია მოქმედების ნიშნები. ბავშვებმა უნდა შეარჩიონ მოქმედების ნიშნები და ისე ამოხსნან ამოცანა.შემდეგ აკეთებენ პრეზენტაციას.
აქტივობა:მონიტორით ვუჩვენებ პირამიდებს, სურათის ჩარჩოს, სამების ტაძარს, შენობებს .   ბავშვებმა უნდა ამოიცნონ გეომეტრიული ფიგურები:სამკუთხედები, მართკუთხედები, ოთხუკთხედები. ოთკუთხედების გვერდებსა და კუთხეებს აღნიშნავენ რიცხვი 4-ით.მოსწავლეების დახმარებით ვებულობთ 4-იანს სხვადასხვა ხერხით.
                        1+1+1+1=4         3+1=4               2+2=4          1+1+2=4          4+0=4
აქტივობა :ვიწყებ  4-ზე გამრავლების ახნას.  ვავსებთ შესაბამის ცხრილს.ითვლიან 4-4- ობით 4-დან  40-მდე. განვიხილავთ პლაკატებს, რომლებშიც მოცემულია ნახატები.
ბავშვები არკვევენ, რა საგნების რაოდენობას შეესაბამება ეს ნახატები.ითვლიან
საგნებს ნახატებზე და ადგენენ ტოლობებს. ჯამს ცვლიან ნამრავლით.
თანდათანობით ივსება ცხრილი. შედგენილ ცხრილს მოსწავლეები    კითხულობენ გუნდურად.
მაგალითად: ნახატზე მოცემულია  კალათები. ორი სტრიქონი და ორი სვეტი.
თითოეულ სტრიქონში 4 -4 კალათია. 4+4=4x2=8; 4+4+4=4x3=12.და ა.შ.
                                          4+4=4 X 2=8
                                          4+4+4=4 X 3=12
                                          4+4+4+4=4X4=16
                                          4+4+4+4+4=4X5=20
                                          4+4+4+4=4+4=4X6=24
                                          4+4+4+4+4+4+4=4X7=28
                                          4+4+4+4+4+4+4+4=4X8=32
                                         4+4+4+4+4+4+4+4+4=4X9=36
                                         4+4+4+4+4+4+4+4+4+4=4X10=40
აქტოვობა:მოსწავლეები ხსნიან სახელმძღვანელოში მოცემულ მესამე ამოცანას.
 მსჯელობენ და წერენ რვეულებში. მეშვიდე  სავარჯიშოში მოცემული  ნახატის    მიხედვით ადგენენ ამოცანას, ხსნიან, ერთი მოსწავლე დაფასთან მუშაობს  დანარჩენები რვეულებში წერენ.
აქტივობა:ბავშვებს ვთავაზობ დამოუკიდებელ სამუშაოს. უნდა იპოვონ ნამრავლი.
                   წარმოადგინონ ჯამის სახით.
                                           4X3=                          4X8=                   7X2=
                                            3X7=                          4X5=                  2X6=
                     ვამოწმებ რამდენიმეს და ვაფასებ სიტყვიერი კომენტარით.
აქტივობა:თამაში „დაიმახსოვრე“.პლაკატზე მოცემულია რიცხვები 1-დან 40 -მდე.
                    პიტველ სტრიქონში 1-დან 10-მდე. მეოთხეში----1-დან 4-მდე.უნდა
                    ამოირჩიონ რიცხვები ორივე სტრიქონიდან, გაამრავლონ ერთმანეთზე
                     და  პასუხი დაწერონ დაფაზე. მონაწილეობს ორ-ორი ბავშვი.
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
10
7
8
27
32
4
28
18
40
12
21
16
14
20
6
15
30
36
9
24



1
2
3
4




  საშინაო დავალება:სახელმძღვანელო-გვ.55.სავარჯიშო 8,9.





გაკვეთილის გეგმა-საინგილო

საგანი:
ქართული ენა
კლასი:
III
გაკვეთილის მიზანი:

მოსწავლეები შეძლებენ შეაჯამონ მარტივი საგანმანათლებლო ინფორმაცია. ჩამოაყალიბონ თავიანთი აზრი და დაასაბუთონ. დაწერონ.დააკვირდნენ სიტყვის სემანტიკას(გეოგრაფიული სახელები).
შედეგები (ესგ):



ქართ. III. 2. მოსწავლეს შეუძლია ლიტერატურული ტექსტების მოსმენა, გაგება და მათი შინაარსის გადმოცემა.
·         ყვება მოსმენილი ტექსტის შინაარსს;
·         ტექსტში მოცემულ ინფორმაციას აკავშირებს პირად გამოცდილებასთან და გამოაქვს დასკვნები.
ქართ. III. 12. მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის ტექსტის დამოუკიდებლად შექმნა და აზრის გასაგებად ჩამოყალიბება.
·         თანამიმდევრულად გადმოსცემს შინაარსს წერილობით;

გაკვეთილისხანგრძლივობა:
45 წუთი
რესურსები:


ვიდეო-გაკვეთილი;


გაკვეთილისმსვლელობა

აქტივობა 1  (10 წუთი)
დავალება მთელი კლასისთვის
დაფაზე გაკრულია საქართველოსა და აზერბაიჯანის რუკები.ვსაუბრობთ საქართველოს დაკარგულ ტერიტორიებზე.პარალელს ვავლებთ რეალობასთან. გაირკვევა ტექსტში მოცემული ინფორმაციიდან რა შეიძლება შეეფერებოდეს  სიმართლეს.(საინგილო დღეს მართლაც აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა.
ინგილოები ქართველები არიან.მათ შემოინახეს  ქართული ენა).
აქტივობა 2 (10 წუთი)
კლასის მართვის პროგრამით მოსწავლეები ასრულებენ ტესტს;
ტესტები - „მცდარია ჭეშმარიტია“
1)ინგილოები ქართველები არ არიან.
2)ეს მხარე ძალზე ნაყოფიერია.
3)ინგილოებს მტერი არასოდეს ჰყოლიათ.
4)ინგილოებმა არ შემოინახეს ქართული ენა.
5)საინგილო მდებარეობს ალაზნის იქითა ნაპირას.

აქტივობა 3 (15 წუთი)
   მოსწავლეებმა დაწერონ ტექსტის მოკლე შინაარსი.               

აქტივობა 4 (10 წუთი)
მოსწავლეები აკეთებენ პრეზენტაციას




























                                                                       გეგმა

გაკვეთილის თემა
„ევროპა ჩემს გაკვეთილზე“-უცხოელი მოგზაურები და საქართველო
სწავლების საფეხური და კლასი.
საგანი
დაწყებითი საფეხური. II კლასი
ქართული ენა და ლიტერატურა.
მასწავლებლის სახელი და გვარი
რუსთავის მე-5 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნანა კუჭუხიძე
მოსწავლეთა რაოდენობა
25
გაკვეთილის სასწავლო მიზნები და შედეგები
მოსწავლეები შეძლებენ ინფორმაციის მიღებას ევროპის ქვეყნების შესახებ. გაეცნობიან მოგზაურებს და მათ დამოკიდებულებას საქართველოსადმი.გაეცნობიან ამ ქვეყნების ფლორასა და ფაუნას. შეძლებენ  ცოდნის  სისტემატიზაციას, გამოუმუშავდებათ  რუკებზე და ინფორმაციის წყაროებზე მუშაობის უნარი.
გაკვეთილის მნიშვნელობა
ევროპის მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისათვის
ეროვნული სასწავლო გეგმით მისაღწევი შედეგები
ქართ.  II. 2. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს  ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის სხვადასხვა სახის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.
·         გადმოსცემს მოსმენილი ტექსტის შინაარსს;
გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას პერსონაჟისა და მისი მოქმედების მიმართ.
ქართ. II. 11. მოსწავლეს შეუძლია მცირე მოცულობის ტექსტების დამოუკიდებლად შედგენა ნაცნობი ლექსიკის გამოყენებით.
·         პასუხობს კითხვებს ზეპირად და შემდეგ წერილობით;


კლასის ორგანიზება
 ინდივიდუალური.
დრო
50წთ.
რესურსი
ევროპისა და საქართველოს ფიზიკური რუკა, გლობუსი.
მცენარეთა და ცხოველთა ილუსტრაციები.  მოგზაურთა ფოტოები.ინდივიდუალური  სამუშაოს ბარათები.
პროექტორი და კომპიუტერი. ფერადი ფანქრები, ფურცლები.

გაკვეთილის მსვლელობა
აქტივობა-ბავშვებს ვესაუბრები მათთვის გასაგებ, მარტივ ენაზე ევროპისა და ევროკავშირის შესახებ, თუ რა მნიშვნელობა აქვს ევროპას საქართველოსათვის.
აქტივობა-ვუჩვენებ ვიდეოფილმს ევროპის შესახებ.ვაანალიზებთ ფილმს. რა მოეწონათ, რა დაამახსოვრდათ.ვუსვამ რამდენიმე საანალიზო კითხვას:
                                           1)რის შესახებ იყო ეს ფილმი?                                                                                               
                                           3)რომელია ევროპის ყველაზე მაღალი მთა?
                                            2)რომელი ქალაქები დაგამახსოვრდათ?
                                            4)რომელია ყველაზე დიდი მდინარე?
აქტივობა-ვურიგებ ამობეჭდილ ტექსტებს, რომლებშიც საუბარია ევროპის ქვეყნების შესახებ, მათ ფლორასა და ფაუნაზე, მოგზაურების შესახებ და მათ დამოკიდებულებაზე საქართველოს შესახებ.მოსწავლეებმა უნდა წაიკითხონ ტექსტი, ამოკრიბონ ინფორმაცია, შეავსონ ცხრილები და  კითხვა-პასუხის მეშვეობით  გადმოსცენ  მიღებული ინფორმაცია.

ცხრილი-1
  
ქვეყანა
დედაქალაქი
დროშა
მოგზაური












ცხრილი-2

ქვეყანა
ფრინველი
ცხოველი
მცენარე













ქვეყნები: საფრანგეთი, იტალია, გერმანია.
აქტივობა-ბავშვებს ვურიგებ ფურცლებზე ამობეჭდილ ამ ქვეყნების დროშებს. უნდა გააფერადონ და გამოჭრან.
წინასწარ დამზადებული გვაქვს ქაღალდის კუბიკები. მოსწავლეები ამოარჩევენ ამ ქვეყნებიდან ერთ-ერთს, რომელიც სურთ, მონაცემებს (ქვეყანა, დედაქალაქი, გამოჭრილი  დროშა, მოგზაური, ფრინველი, ცხოველი), დაწერენ ფერად ფურცლებზე და მიაწებებენ კუბიკის გვერდებს.  ერთი კუბიკი ერთი ქვეყანა იქნება. შემდეგ გამართავენ თამაშს, ერთი ბავშვი გადაუგდებს მეორეს კუბიკს, მან კი უნდა ისაუბროს მის შესახებ.
გაკვეთილს ვაჯამებ კითხვა-პასუხის მეთოდით.

შეფასება
შეფასდება მოსწავლეების ჩართულობა, ტექსტის გააზრება. შეფასების მეთოდი: დაკვირვება, განმავითარებელი შეფასება.







 გაკვეთილის გეგმა


საგანი: ქართული ენა
სწავლების საფეხური:დაწყებითი
კლასი:III კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა:  27 მოსწავლე. მათგან  სსსმ მოსწავლე 1.
გაკვეთილის თემა:„ ჭკვიანი ძაღლები“(ნამდვილი ამბავი) იაკობ გოგებაშვილის მიხედვით
გაკვეთილის მიზნები და მოსალოდნელი შედეგები:  
·         მოსწავლე დაეუფლება წაკითხულის გააზრების ძირითად
                                                      სტრატეგიებს.
·         დააკავშირებს ერთმანეთთან ტექსტში მოცემულ ფაქტებს,
                                                      მოქმედებებს და გამოიტანს სათანადო დასკვნებს.
·         გაიაზრებს  ტექსტის სტრუქტურას  მთლიანობაში და
მასწავლებლის დახმარებით შეადგენს გეგმას.
შესაბამისობა ეროვნულ სასწავლო გეგმასთან:
             ქართ.დაწყ.(I).7. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების წაკითხვა და გაგება-გააზრება; ტექსტში ვერბალური და არავერბალური ფორმით მოწოდებული ინფორმაციის (მაგ., ილუსტრაციისა და ტექსტის) ურთიერთდაკავშირება.
 • განსაზღვრავს რეპლიკის ავტორს, ადრესატსა და მიზანს (რჩევის მიცემა, ინფორმირება, ახსნა, საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა და სხვ.);
 • აკვირდება მხატვრული ტექსტების ენას, მწერლისეულ ლექსიკას;
 ქართ.დაწყ.(I).12. მოსწავლემ უნდა შეძლოს კითხვის ნაცნობი სტრატეგიების გამოყენება მიზნის შესაბამისად.
• მასწავლებლის დახმარებით ადგენს ტექსტის მარტივ გეგმას მისთვის სასურველი ფორმით (სიტყვიერად ან ნახატებით)
რესურსი:
                      დაფა, ცარცი, III კლასის  სახელმძღვანელო -ნინო  გორდელაძე, თინათინ                         კუხიანიძე. რვეული, კალამი, მონიტორი, Power-Point-ში დამზადებული რესურსი „ძაღლის ჯიშები“, ვიდეო „ქვეყანა- შვეიცარია“, ვიდეო „ნამქერი“,  ვიდეო „ბეთანიის მონასტერი“, რუკა,ლექსიკონი, ფორმატის ქაღალდზე ჩამოწერილი გაუგებარი სიტყვები.
დრო-45წთ.
ორგანიზება: მთელი კლასი
მეთოდები:ტექსტის წინასწარი მიმოხილვა.
                     ლექსიკური ერთეულების  წინასწარ გაცნობა.
                     პაუზებით კითხვა.
                     აბზაცების დასათაურება.
                    კითხვა-პასუხი.
შეფასება:განმავითარებელი  შეფასება, სიტყვიერი კომენტარი, შეფასების რუბრიკა.
                                                  
გაკვეთილის მსვლელობა
აქტივობა 1.
საორგანიზაციო საკითხების მოგვარება.
აქტივობის აღწერა: 
      მოსწავლეთა აღრიცხვა,  გაკვეთილზე ქცევის წესების შეხსენება,   შეფასების რუბრიკებისა და  გაკვეთილის ორგანიზების ფორმების გაცნობა, განწყობის შექმნა, გაკვეთილის მიზნების ჩამოყალიბება.
აქტივობა 2 -გამოწვევა.
აქტივობის აღწერა:
გაკვეთილის დასაწყისში  მოსწავლეებს ვუყვები  პატარა  ამბავს  ჩემი ცხოვრებიდან. ამბავი ეხება პატარა ლეკვს. უპატრონო, ავადმყოფი  წამოვიყვანე და გავზარდე. ვუმკურნალე და  მოვუარე. ძალიან ჭკვიანი და ერთგული ძაღლი დადგა „შარიკა“. ამბის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს მივმართავ კითხვით: როგორ მოიქცეოდნენ ისინი, დაეხმარებოდნენ თუ არა ცხოველს? მოსწავლეები გამოთქვამენ ვარაუდებს.
   სსსმ მოსწავლე
        კლასთან ერთად  გამოთქვამს ვარაუდებს.
აქტივობა -3.
აქტივობის აღწერა:
მოსწავლეებს გადავაშლევინებ სახელმძღვანელოს(3კლასი, მოსწავლის წიგნი, ნაწილი I.ნინო გორდელაძე,თინათინ კუხიანიძე) შესაბამის გვერდზე. ვსვამ კითხვებს:                                                          
                                       1.რა აქვს სათაურად ახალ ტექსტს?(ჭკვიანი ძაღლები)
                                       2.ვინ არის ტექსტის ავტორი?(იაკობ გოგებაშვილი)
                                       3.რას გვეუბნება მინაწერი სათაურის ქვეშ?(ეს ნამდვილი ამბავია).
                                       4.რა განსხვავებაა ნამდვილ ამბავსა და მხატვრულ ნაწარმოებს შორის?
                                       5.რა არის ტექსტის ავტორის მიზანი?(პასუხი სათაურზე დაყრდნობით).
                                        6.ეთანხმებით აზრს, რომ ძაღლი ჭკვიანი ცხოველია?(დაასაბუთებენ
                                               პასუხებით).სხვადასხვა მაგალითები.
სსსმ მოსწავლე;
                    კლასთან ერთად  ასახელებს მაგალითებს და ასაბუთებს, რომ ძაღლი ჭკვიანი ცხოველია.
                                         7. იცით თუ არა, რომ ძაღლის ძალიან ბევრი ჯიში არსებობს? თუ შეგიძლიათ დასახელება?
                                               (სლაიდების ჩვენება). 
აქტივობა -4.
  აქტივობის აღწერა:
                                                                                                                                                                                                                                         ტექსტს ვყოფ ხუთ  აბზაცად. პირველ აბზაცს  ვკითხულობ მე. მოსწავლეებიც თვალს აყოლებენ. ვსვამ კითხვებს:
                   1.რომელი ქვეყანაა ტექსტში ნახსენები?(შვეიცარია)
                    2.რატომ არის საშიში და სახიფათო შვეიცარიის მთებზე გადასვლა?
                     3.რა არის ნამქერი?
                    4.თურმე რა იწვევს  იმას, რომ მგზავრებს გზა ხშირად ეკარგებათ?(ნამქერი)
                    5. ამ აბზაცში რა არის ისეთი, რაც ტექსტის სათაურს  უკავშირდება?(მგზავრების მხსნელი ძაღლები ყოფილან).
სსსმ მოსწავლე:
                  პასუხს სცემს  მარტივ კითხვას.  
                              (ვაჩვენებ რუკაზე შვეიცარიას,  ვიყენებ   ლექსიკონს, ვაჩვენებ ვიდეოფილმს შვეიცარიის შესახებ.)
       II აბზაცს კითხულობს კითხვაში გაწაფული მოსწავლე. ვსვამ კითხვებს:
                     1.რა აუშენებიათ შვეიცარიის მთებში?(მონასტერი)
                     2.რა ეწოდებათ  იმ  მამაკაცებს, რომლებიც მონასტერში ცხოვრობენ?(ბერები)
                     3. ვინ პატრონობს ძაღლებს მთებში?(ბერები)
                    4.რა არის ნათქვამი ამ აბზაცში, რაც წინა აბზაცს და სათაურს უკავშირდება?(ძაღლებმა ადამიანები გადაარჩინეს.)
სსსმ მოსწავლე:
                    კითხულობს მარტივ წინადადებს.
                     (ვაჩვენებ მონასტერს  და  ბერების ცხოვრებას ბეთანიის მაგალითზე).
          III აბზაცს კითხულობს მოსწავლე. ვსვამ კითხვებს:
1.       როგორ ახერხებენ ბერები გზააბნეული მგზავრების შველას?
2.       რატომ შეაბამენ ხოლმე ყელზე ძაღლებს პურსა და ღვინოს?
3.       რა გახსენდებათ პურსა და ღვინოზე?(ზიარება)
4.     როგორ აღმოჩნდებიან ხოლმე გზააბნეული მგზავრები მონასტერში?(წინ ძაღლი მიუძღვით.)
5.       რა შევიტყვეთ ერთი განსაკუთრებული ძაღლის შესახებ?
6.       რა მათემატიკური ინფორმაციაა მესამე აბზაცში?
( ნახსენებია რიცხვები :40 და 12. რისი გაორმაგებულია 40? 12?
შეასრულეთ შკრებისა და გამოკლების თითო მაგალითი.რამდენი ათეულია და რამდენი ერთეული? 
სსსმ მოსწავლე:
კლასთან  ერთად მონაწილეობს კითხვა-პასუხში.

             IV აბზაცს კითხულობს მოსწავლე.ვსვამ კითხვებს:
                     სანამ მოსწავლე  კითხვას დაიწყებს, მოსწავლეებს ვთხოვ გამოთქვან ვარაუდი,  ავტორი როგორ გააგრძელებს თხრობას, ამ განსაკუთრებული ძაღლის შესახებ გვეტყვის ისევ, თუ სხვა ძაღლის ამბავს გაგვაცნობს?  აბზაცის წაკითხვის შემდეგ:
1.       რომელი ვარაუდი გამართლდა?
2.       როგორ მოიქცა ძაღლი , როცა მიხვდა , რომ ბავშვს მისი ეშინოდა?
             V აბზაცს კითხულობს მოსწავლე.კითხვები მთელ კლასს:
                          1.რას ამბობს ავტორი ძაღლების შესახებ?
                          2.ეთანხმებით თუ არა  ბოლო აბზაცში გამოთქმულ აზრს?
სსსმ მოსწავლე:
კლასთან  ერთად მონაწილეობს კითხვა-პასუხში.
აქტივობა-5
აქტივობის აღწერა:
 მოსწავლეებს ვთხოვ თითოეულ აბზაცს შურჩიონ სათაური, მიკარნახებენ და დაფაზე ჩამოვწერ, თან რვეულებში ჩაიწერენ.
სავარაუდო გეგმა:1. თოვლიანი მთები
                                 2.მონასტერი
                                  3.ძაღლების გაგზავნა
                                  4.გულწასული ბავშვი
                                  5.ჭკვიანი ძაღლი
მოსწავლეებს ვთხოვ, გეგმის დახმარებით შეაფასონ, რომელ აბზაცში იძაბება  ყველაზე მეტად მკითხველის ყურადღება.?(როცა გულწასული ბავშვი ეგდო თოვლში).
საშინაო დავალება:მოსწავლის წიგნი-გვ. 50 .სავარჯიშო N  7 . წერითი  დავალება.
                                    (სწორად შეარჩიე სიტყვა და ჩასვი წინადადებებში).
                                     ვარჯიში „ჭკვიანი ძაღლების“ თავისუფლად კითხვაში.

                                              შეფასების რუბრიკა
დაბალი
საშუალო
მაღალი
უჭირს წაკითხულის გააზრება და ტექსტში მოცემული ფაქტების ერთმანეთთან დაკავშირება. უჭირს სათანადო დასკვნების გამოტანა და ტექსტის სტრუქტურის მთლიანობაში გააზრება, გეგმის შედგენა.
ნაწილობრივ უჭირს წაკითხულის გააზრება და ტექსტში მოცემული ფაქტების ერთმანეთთან დაკავშირება. ნაწილობრივ  უჭირს სათანადო დასკვნების გამოტანა და ტექსტის სტრუქტურის მთლიანობაში გააზრება, გეგმის შედგენა.
არ   უჭირს წაკითხულის გააზრება და ტექსტში მოცემული ფაქტების ერთმანეთთან დაკავშირება. არ  უჭირს სათანადო დასკვნების გამოტანა და ტექსტის სტრუქტურის მთლიანობაში გააზრება, გეგმის შედგენა.







გაკვეთილის გეგმა ქართულ ენაში
რუსთავის მე5 საჯარო სკოლის III კლასის მასწავლებელი ნანა კუჭუხიძე
გაკვეთილის თემა
„გვრიტი“(ქართული ხალხური ზღაპარი)    III კლასის სახელმძღვანელო (ავტორები:ნ.გორდელაძე, თ. კუხიანიძე, ნ. ნაფეტვარიძე, თ გაბისონია.)
ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგები/ინდიკატორები

ქართ.დაწყ.(I).4. მოსწავლემ უნდა შეძლოს ნაცნობი ლექსიკისა და ენობრივ სინტაქსური კონსტრუქციების სათანადოდ გამოყენება; მართლმეტყველებისა და სამეტყველო ეტიკეტის საბაზისო ნორმების დაცვა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
სწორად ამოიცნობს  და იყენებს ზმნას სათანადო პირისა და რიცხვის ფორმით;   
ქართ.დაწყ.(I).7. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების წაკითხვა და გაგებაგააზრება;
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:1.  ამოიცნობს ტექსტის თემას, წვდება დედააზრს (მთავარ იდეას);
2.საკუთარი სიტყვებით გადმოსცემს ტექსტის შინაარსს, ტექსტის ცალკეული მონაკვეთის არსებით ინფორმაციას;
3. ამოიცნობს პერსონაჟების მოქმედებებს, გრძნობებს, ემოციებს.

გაკვეთილის მიზნები:
  გაკვეთილის ბოლოს მოსწავლე  შეძლებს  ტექსტის წაკითხვას და გააზრებას,   სათანადო დასკვნების გამოტანას,  შეძლებს პერსონაჟის საქციელის შეფასებას,  ამოიცნობს  მოქმედების აღმნიშვნელ სიტყვებს.

წინასწარი ცოდნა
მოსწავლემ იცის კითხვა,  საკუთარი აზრის ჩამოყალიბება და დასაბუთება,  პერსონაჟის დახასიათება.  ფლობს კომპიუტერთან მუშაობის ჩვევებს.
დრო
40წთ.
გაკვეთილის მსვლელობა
აქტივობა: მოსწავლეებს ვთხოვ, გაიხსენონ წინა გაკვეთილი-ქართული                               ხალხური ზღაპარი „გვრიტი“- I ნაწილი.   ვთხოვ გადმოსცენ შინაარსი. დავალების შემოწმების მიზნით ვუსვამ კითხვებს:
       1.როდის დაატყდა თავს უბედურება გვრიტს?
                         2.რა იყო მისი უბედურების მიზეზი?
                         3. როგორ მოიქცა  დედა გვრიტი?
                         4.დაასახელეთ სიტყვა, რომელიც  ბარტყების ქურდს
                             ახასიათებს.
                          5.ზღაპრის პირველი ნაწილიდან დაასახელე ყველა
                             მოქმედი  პირი. 
აქტივობა:კლასს  ვთავაზობ თემას: რა არის მეგობრობა და ერთობა?
                    სავარაუდო პასუხები:მეგობარი-ადამიანი, რომელიც სულ შენ გვერდით არის, უყვარხარ და შენზე ზრუნავს. ერთობა კი ართიანებს  იმ ადამიანებს, რომლებსაც ერთი მიზანი აქვთ, გაერთიანებულ ადამიანებს  კი მტერი ვერ დაამარცხებს. მოსწავლეები გაიხსენებენ   შემთხვევებს ცხოვრებიდან, ლიტერატურული მასალიდან და ასახელებენ  კონკრეტულ მაგალითებს. იხსენებენ სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკს „ძალა ერთობაშია.“
აქტივობა: მოსწავლეებს ვუკითხავ ტექსტის(ქართული ზღაპარი „გვრიტი“) II ნაწილს  პაუზებით. მოსწავლეებს საშუალებას ვაძლევ  ერთმანეთს დაუსვან შინაარსობრივი კითხვები, გამოთქვან ვარაუდები. ვხსნით გაუგებარ სიტყვებს. შემდეგ მოსწავლეები ტექსტს კითხულობენ  მთლიანად. აფასებენ პერსონაჟების საქციელს  და ასაბუთებენ  თავიანთ აზრს.
აქტივობა:დაფაზე ვწერ ახალი ტექსტის პირველ წინადადებას:
„ მეგობრები მივიდნენ ერთ სოფელში.“ ვსვამ კითხვას:რა ქნეს? მოსწავლეები პასუხობენ:- მივიდნენ. რას აღნიშნავს ეს სიტყვა? პასუხობენ, რომ საგნის მოქმედებას, ანუ ზმნას.მოსწავლეებს ვესაუბრები ზმნის როლზე და მნიშვნელობაზე.შემდეგ ვთხოვ, რვეულებში გადაიწერონ  ტექსტის პირველი აბზაცი და ზმნებს ხაზი გაუსვან.
შემოწმების მიზნით, თუ რამდენად შეძლებენ  მოსწავლეები  ზმნების ამოცნობას, ვაძლევ  Learningapps -ში დამზადებულ ელექტრონულ რესურსს-ჩასვით გამოტოვებული ზმნები.


აქტივობა:ტექსტის შეჯამების მიზნით  ვსვამ საანალიზო კითხვებს:
1.       როგორ დაეხმარნენ  მეგობრები გვრიტს?
2.       რატომ დასაჯა მეზღაპრემ კაცი?
3.       რომელი ანდაზა შეეფერება ამ ზღაპარს?
ა) ტყუილს მოკლე ფეხები აქვს.
ბ) ძალა ერთობაშია.
4.       რას გვასწავლის ეს ზღაპარი?
საშინაო დავალება: მოსწავლის რვეული-გვ.12.სავარჯიშო მე-3-წინადადებებში ხაზი გაუსვით ზმნებს.
შეფასების საგანი/კრიტერიუმები
                                     შეფასების რუბრიკა
დაბალი
საშუალო
მაღალი
მოსწავლეს უჭირს ტექსტის    წაკითხვა და გააზრება,   სათანადო დასკვნების გამოტანა, უჭირს  პერსონაჟის საქციელის შეფასება, უჭირს  მოქმედების აღმნიშვნელი სიტყვების ამოცნობა.


მოსწავლეს ნაწილობრივ უჭირს ტექსტის    წაკითხვა და გააზრება,   სათანადო დასკვნების გამოტანა,  პერსონაჟის საქციელის შეფასება,   მოქმედების აღმნიშვნელი სიტყვების ამოცნობა.

მოსწავლეს არ უჭირს ტექსტის    წაკითხვა და გააზრება,   სათანადოდ გამოაქვს დასკვნები.არ უჭირს   პერსონაჟის საქციელის შეფასება და   მოქმედების აღმნიშვნელი სიტყვების ამოცნობა.



საჭირო რესურსები
სახელმძღვანელო, რვეული , კალამი, დაფა, ცარცი, კომპიუტერი.  Learningapps -ში დამზადებული ელექტრონული რესურსი.







გაკვეთილის გეგმა

მასწავლებლის სახელი, გვარი: ნანა კუჭუხიძე

საგანი: მე და საზოგადოება( ინტეგრირება მათემატიკასთან)

კლასი/საფეხური: დაწყებითი-III კლასი

მოსწავლეთა რაოდენობა: 27

გაკვეთილის თემა: „ფული, ციფრები  და სურვილები“

გაკვეთილის მიზანი: მოსწავლემ შეძლოს საკუთარი საქმიანობის დაგეგმვა და მისი     
                                        მოსალოდნელი შედეგების გაცნობიერება. რესურსების დაგეგმვა და
                                        დაზოგვა. ასაკის შესაფერისი სამომხმარებლო და ეკონომიკური უნარ-
                                         ჩვევების გამოვლენა.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობა: საზ.მეც.დაწყ.(I)6. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე აცნობიერებს ფულის დანიშნულებას, ფულის გამომუშავების პროცესსა და შრომის შესაბამისობას. შუძლია განსაზღვროს შესაძლებლობისა და მოთხოვნილების ურთიერთკავშირი. შეუძლია დაასახელოს იდეები ეკონომიკური  აქტივობის განსახორციელებლად და იმსჯელოს მის სარგებლიანობაზე.ისაუბროს რესურსების დაზოგვასა და მის ეფექტურ გამოყენებაზე.
საზ.მეც.დაწყ.(I)8. შეუძლია ასის ფარგალში  თვლა- ანგარიში. ასრულებს შეკრება -გამოკლების მარტივ ოპერაციებს. ერთმანეთისაგან ანსხვავებს ფულის მსხვილ და წვრილ კუპიურებს. ფულის ერთეულის რაოდენობით შუძლია განსაზღვროს შესასყიდი საქონლის მოცულობა.ეკონომიკური აქტივობის განსახორცილებლად შეუძლია განსაზღვროს შესაძენი პრიორიტეტული და ნაკლებ პრიორიტეტული.

#
აქტივობის  აღწერა
გამოყენებული მეთოდი
კლასის ორგანიზება
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)
1
აქტივობა:
თემისა და მიზნის გაცნობის შემდეგ მოსწავლეებს ვუსვამ კითხვას: რა არის ფული და რისთვის ვიყენებთ მას? როგორ უნდა მოვიქცეთ,რომ გამოვიმუშაოთ ფული? დასახელებულ პასუხებს ვწერ დაფაზე და ვადგენ სხივურ დიაგრამას.





კითხვა-პასუხი

დაფა, ცარცი, ფლიპჩარტი.
3წთ.
2




აქტივობა:მოსწავლეებს სახელმძღვანელოში ვაკითხებ ტექსტს. ვუხსნი და ვაძლევ განმარტებებს.






ტექსტის კითხვა
ინდივიდუალური
სახელმძღვანელო- III კლასი. „მე და საზოგადოება“- ავტორი ნინო ტალახაძე.
7წთ.
3
აქტივობა:ვაცნობ ინფორმაციას ფულის შესახებ. კლასში ვაწყობთ დისკუსიას:რატომ გადაწყვიტეს ადამიანებმა   ფულის შექმნა, სამართლიანია თუ არა ერთი ვაშლის გაცვლა ერთ დიდ  ტომარა ფქვილში?




მინი-ლექცია





დისკუსია
მთელი კლასი
მონიტორზე ვუჩვენებ მსოფლიოში არსებულ ფულის კუპიურებს, ძველსა ახალს, აგრეთვე  ქართულ ფულს.
5წთ
4





5
აქტივობა:მოსწავლეებს ვათამაშებ როლებში. შიძლება თუ არა ფულის გარეშე ვაჭრობა?

აქტივობა:                                     
„წავიდეთ მაღაზიაში“.(ჯგუფური მუშაობა).კლასს ვყოფ 5 ჯგუფად და ვაძლევ დავალებას: ფულის დასახელებული რაოდენობით  მაღაზიაში შეიძინონ სასურველი საქონელი. ვაჭრობის შემდეგ დათვალონ ხარჯები. თითოეულმა ჯგუფმა თავიანთი ხარჯები და შეძენილი საქონელი შეადარონ ერთმანეთს. ვაკეთებთ პრეზენტაციას.




როლური თამაში






ჯგუფური მუშაობა
წყვილებში






ჯგუფური

სათამაშო ფულის კუპიურები.




ხილი, ბოსტნეული,  სხვადასხვა სასურსათო საქონელი (ბრინჯი, შაქარი, მაკარონი, დაფასოებული) და სხვა.
10წთ



15წთ.
6

აქტივობა: ვსვამ საკვანძო კითხვას:საჭირო ყოფილა თუ არა ფული?
ვახდენ განმავითარებელ შეფასებას.




შეფასება

მთელი კლასი

5წთ.







No comments:

Post a Comment