სამოდელო გაკვეთილები


გაკვეთილის გეგმა
ინტეგრირებული სამოდელო გაკვეთილი
საგანი:ქართული-ბუნებისმცოდნეობა.
თემა:სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკი „ უტკბესი და უმწარესი.“
კლასი: II
მოსწავლეთა რაოდენობა:29 მოსწავლე.
სსსმ მოსწავლე-ერთი.
რუსთავის მე-5 საჯარო სკოლა
პედაგოგი: ნანა კუჭუხიძე
სწავლების საფეხური:დაწყებითი
მთელი კლასისათვის:
ეროვნული გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგები:ქართ.  II. 2. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს  ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის სხვადასხვა სახის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ილუსტრაციების მიხედვით გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შესაძლო შინაარსის შესახებ;

·         გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას პერსონაჟისა და მისი მოქმედების მიმართ (მომწონს / არ მომწონს);
ქართ. II. 4. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი კოდის გაშიფვ.
      შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

·         ხმამაღლა (მთლიანი სიტყვებით ან დამარცვლით) კითხულობს მარტივი წინადადებებით შედგენილ მცირე  ზომის  ტექსტებს (კითხვის ტექნიკის დაუფლების ხელშეწყობის მიზნით შედგენილ ტექსტებს, საბავშვო ლექსებს, გამოცანებს, ანდაზებს, ენის გასატეხებს, ფრაგმენტებს მოთხრობებიდან, იგავ-არაკებსა და სხვ.); ცდილობს დაიცვას პაუზა სასვენ ნიშნებთან;
ქართ. II. 11. მოსწავლეს შეუძლია მცირე მოცულობის ტექსტების დამოუკიდებლად შედგენა ნაცნობი ლექსიკის გამოყენებით.
       შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

·         სწერს წერილს მეგობრებსა და წარმოსახვით პერსონაჟებს;


ბუნ.1.მოსწავლე შეუძლია  გააცნობიერს შეგრძნების ორგანოების მნიშვნელობა გარემოს აღქმაში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·      ჩამოთვლის ადამიანის შეგრძნებებს და აღწერს მათ როლს.
·      შეგრძნებებს უკავშირებს შესაბამის ორგანოებს;
·      უკავშირებს ობიექტის ზოგიერთ მახასიათებელს  შესაბამის შეგრძნების ორგანოს (მაგ.,  გემო - ენა);
·      შეგრძნების  დახმარებით აღწერს მისთვის ნაცნობი ობიექტების მახასიათებლებს (მაგ., ლიმონი  მჟავეა).
სსსმ  მოსწავლისათვის:
ეროვნული გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგები:ქართ.  II. 2. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს  ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის სხვადასხვა სახის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას პერსონაჟისა და მისი მოქმედების მიმართ (მომწონს / არ მომწონს);
ბუნ.1.მოსწავლე შეუძლია  გააცნობიერს შეგრძნების ორგანოების მნიშვნელობა გარემოს აღქმაში.შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: ჩამოთვლის ადამიანის შეგრძნებებს და აღწერს მათ როლს.
მიზანი:ქართული-გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები შეძლებენ ტექსტის წაკითხვას,     შესწავლილი იგავ-არაკის შეგონების გააზრებას და თავიანთი თვალსაზრისის ჩამოყალიბებას.ამოიცნობენ  ავტორის სათქმელს,  შეძლებენ შეაჯამონ ცოდნა და გამოიტანონ შესაბამისი დასკვნები.შეძლებენ ერმანეთს შეადარონ სიტყვები შინაარსისა და ფორმის მიხედვით, დაეუფლებიან სიტყვის დამარცვლისა და გადატანის წესებს. შეძლებენ სიტყვისაგან ახალი ლექსიკური ერთეულების მიღებას.
მიზანი: ბუნებისმცოდნეობა-გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები შეძლებენ ადამიანის შეგრძნებების ჩამოთვლას, აღწერას  და დაკავშირებას შესაბამის ორგანოებთან. შეძლებენ ობიექტის ზოგიერთი მახასიათებლის შესაბამისი შეგრძნების ორგანოსთან დაკავშირებას.( მაგალითად: გემო-ენა).შეგრძნების ორგანოების დახმარებით აღწერენ ნაცნობი ობიექტების მახასიათებლებს.(მაგალითად-შაქარი ტკბილია, ლიმონი მჟავეა.)
სსსმ მოსწავლისათვის:
მიზანი:ქართული-მოსწავლე შეძლებს გამოხატოს საკუთარი დამოკიდებულება პერსონაჟისადმი.
მიზანი:ბუნება-მოსწავლე შეძლებს შეგრძნების ორგანოების დახმარებით აღწეროს ნაცნობი ობიექტების მახასიათებლები.
  წინარე ცოდნა:მოსწავლეებმა იციან საკუთარი აზრის ჩამოყალიბება,  გააზრება და დასაბუთება, იციან დასკვნების გამოტანა.იციან, რა არის იგავ-არაკი.აცნობიერებენ ადამიანის გრძნობის ორგანოებს.
  ინტეგრირებული უნარ-ჩვევები: საგნების ინტეგრაცია  ხელს უწყობს მოსწავლეთა   შემეცნებითი პროცესების გათვალისწინებით, ფასეულობათა და ღირებულებათა ორიენტირების დიდი მარაგის მქონე პიროვნების ჩამოყალიბებას. ინტეგრირებული სწავლება სინთეზური აზროვნების განვითარების საუკეთესო საშუალებაა, ხელს უწყობს საგაკვეთილო პროცესი გახდეს მეტად მრავალფეროვანი, მიმზიდველი და ეფექტური, უვითარებს დამოუკიდებელ აზროვნებას, შემოქმედებითი უნარების ჩამოყალიბებას, ზრდის მოტივაციას.
გაკვეთილი აქტუალურია:  ბავშვები ისწავლიან საგანთა შორის კავშირების დამყარებას,  ცოდნის გამოყენებას რეალურ ცხოვრებაში,შეძლებენ პერსონაჟების საქციელის შეფასებას,  განუვითარდებათ  დაკვირვების, ანალიზისა და სინთეზის  უნარები.
მეთოდი:ვარაუდების გამოთქმა.
                  კითხვა-პასუხი.
ორგანიზება:ინდივიდუალური
დრო:45წთ.
რესურსი: მეორე კლასის ქართულის(ნ. მაღლაკელიძე, ე. მაღლაკელიძე)სახელმძღვანელო,დაფა, ცარცი,თაბახის ფურცლები, მარკერი, მონიტორი, ელექტრონული წიგნი, რვეული კალამი, მცირე ზომის პლასტმასის ჭიქები, კოვზები, შაქარი, მარილი, ლიმონი, წიწაკა.(ყველას ინდივიდუალურად).
შეფასება:განმავითარებელი შეფასება.
                                          გაკვეთილის მსვლელობა
აქტივობა1: 2წთ.საორგანიზაციო  საკითხების მოგვარება. გაკვეთილის მიზნის
                   ჩამოყალიბება.
აქტივობა2:2წთ. მოსწავლეებს ვუსვამ კითხვას:სიტყვით ადამიანს შეიძლება გული ატკინოთ, ან გაახაროთ, როგორ ფიქრობთ, როგორი შეიძლება იყოს სიტყვა?  ვიყენებ ასოციაციურ რუკას:                                                             



სავარაუდო პასუხები:ტკბილი, მწარე, გრძელი, მოკლე.  გაანალიზდება თითოეული სიტყვა. 
 აქტივობა3: 10წთ. მონიტორზე ვუჩვენებ ჩემ მიერ შექმნილ ელექტრონულ წიგნს  თემაზე:სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკი „ უტკბესი და უმწარესი“. მოსწავლეებს ვაკითხებ თითო სლაიდზე დაწერილ ტექსტს და ვთხოვ ერთმანეთს დაუსვან შინაარსობრივი კითხვები.ვხსნით გაუგებარ სიტყვებს. ბავშვები გამოთქვამენ ვარაუდებს, თუ როგორ გაგრძელდება მოვლენები. I სლაიდი: „მასზე ტკბილი არაფერი იყოს“...ვარაუდი- რა მოხდება შემდეგ?  II სლაიდი:„მასზე მწარე არაფერი იყოს“ ...რა მოხდება შემდეგ? III  სლაიდი:„მეფემ ჰკითხა:“...ვარაუდი- რა მოხდება შემდეგ? ვარაუდების გამოთქმის  შემდეგ მოსწავლეებს ვაკითხებ მთლიან ტექსტს. ვიყენებ კითხვის ყველა სახეს:ინდივიდუალურად, წყვილებში, გაგრძელებით, მითითებულ ადგილებს.
აქტივობის მიზანი: აქტივობა მოსწავლეებს დაეხმარება ტექსტის ცოდნასა და დასკვნების გამოტანაში.                                                                                     
აქტივობა4: 2წთ. ვუსვამ საანალიზო კითხვებს:                                         
                                           1.რა სთხოვა მეფემ ვეზირს?
                                            2.რა მიუტანა ორივე შემთხვევაში?
                                            3.რა გაუკვირდა მეფეს?
                                            4. . რით ახსნა ვეზირმა  თავისი მოქმედება?
                                            5.როგორ ფიქრობთ, რატომ მიუტანა მან მეფეს ორივე
                                              შემთხვევაში ენა?
                                             6.რა იგულისხმება ვეზირის მიერ მიტანილ ენაში?
                                             7. რას გვასწავლის იგავი „უტკბესი და უმწარესი“?
     სავარაუდო პასუხები:მეფემ ვეზირს სთხოვა რამე ტკბილისა და მწარის მოტანა.
ვეზირმა ორივე შემთხვევაში ენა მიუტანა.მეფეს ეს ამბავი გაუკვირდა.ვეზირმა უთხრა, რომ ქვეყანაზე ენაზე მწარე  და ტკბილი არა მოიპოვება რა.
    აქტივობის მიზანი: აქტივობა მოსწავლეებს დაეხმარება შესწავლილი იგავ-არაკის          გააზრებასა და თავიანთი თვალსაზრისის ჩამოყალიბებაში, ავტორის სათქმელის ამოცნობაში.
     მხიარული შესვენება. 1წთ.
    აქტივობა5: 3წთ.მოსწავლეებს  ვურიგებ ბარათებს, რომლებშიც ჩამოწერილია    სიტყვათა  წყვილები. მოსწავლეებმა უნდა შეუსაბამონ ეს სიტყვები ერთმანეთს
                        ფორმისა და შინაარსის მიხედვით.
   აქტივობის მიზანი: აქტივობა მოსწავლეებს დაეხმარება სიტყვების ფორმისა და    შინაარსის მიხედვით გარჩევაში. 
    აქტივობა6: 1წთ.მოსწავლეებმა სიტყვის „ენა“გამოყენებით მიიღონ ახალი ლექსიკური   ერთეულები.
     აქტივობა7: 2წთ.დაფაზე ვწერ სიტყვას „ენა“ და მოსწავლეებს ვთხოვ გაარკვიონ
                       რამდენმარცვლიანია  ეს სიტვა და შეიძლება თუ არა მისი გადატანა.
     აქტივობები-#6,7: მოსწავლეებს დაეხმარება ლექსიკური მარაგის გამდიდრებაში.
                                       სიტყვის  დამარცვლისა და გადატანის წესების შესწავლაში.
    აქტივობა8: 2წთ.მოსწავლეებს  ვთხოვ გაიხსენონ და ჩამოთვალონ  გრძნობის ორგანოები. შემდეგ ვუსვამ კითხვებს:1.რისი საშუალებაა ენა?
                                                                      2.რა მნიშვნელობა აქვს ადამიანისათვის
                                                                         მეტყველებას?
                                                                      3.რომელ ენაზე მეტყველებთ თქვენ?
                                                                      4.ხომ არ გახსოვთ რა ჰქვია ქართულ ენას?
     სავარაუდო პასუხები: მეტყველება  ადამიანთა ურთიერთობის საშუალებაა. ქართული. ლაზარე.
       აქტივობის მიზანი: აქტივობა მოსწავლეებს დაეხმარება ადამიანის შეგრძნებების                                         შესაბამის ორგანოებთან დაკავშირებაში. ენის მნიშვნელობის განსაზღვრაში.    
     აქტივობა9:5წთ.მონიტორზე  ვუჩვენებ ჩემ მიერ შექმნილ ელექტრონულ წიგნს თემაზე: „ენა-გრძნობის ორგანო“. მოსწავლეებს ვაკითხებ სლაიდებზე დაწერილ  ტექსტს  და ვუსვამ კითხვებს:1.რა დანიშნულება აქვს ენას?   2.როგორ ეხმარება ენა ექიმებს  დიაგნოზის დასმაში?  3.ტვინის რომელი მხარე განაპირობებს  მეტყველებას?
     სავარაუდო პასუხები:ენა მეტყველების საშუალებაა.ექიმები ენის ფორმითა და ფერით სვამენ დიაგნოზს.მარცხენა მხარე.
     აქტივობის მიზანი: მოსწავლეები მიიღებენ ინფორმაციას  ენის, როგორც გრძნობის ორგანოს შესახებ.
     აქტივობა10:3წთ.  მოსწავლეებს ვუხსნი, რომ  ბგერათა წარმოქმნა სხვადასხვანაირად  ხდება.  ვუჩვენებ  ფორმატზე დაწერილ ასო-ბგერებს, რომლებიც ენის  წინა ნაწილით წარმოითქმება(ენისმიერი-დ,  თ,  ტ, ლ, ნ, რ)  და  წავაკითხებ.
     აქტივობა11:10წთ. ვუსვამ კითხვას: რა ხდება პირში, როცა საყვარელ საჭმელზე  ფიქრობთ? ვუჩვენებ სლაიდს, რომელზეც სხვადასხავა გემოს ენის რეცეპტორებია
     გამოსახული. მოსწავლეებს პლასტმასის ჭურჭლით უდევთ  შაქარი, მარილი, ლიმონი, წიწაკა. მონაცვლეობით სინჯავენ და  ასახელებენ,  თუ  ენის რომელ მონაკვეთში შეიგრძნეს  სხვადასხვა გემო.
     აქტივობის მიზანია  შეგრძნების ორგანოების დახმარებით  აღწერონ
                                            ნაცნობი ობიექტების მახასიათებლები-შაქარი ტკბილია,
                                            ლიმონი მჟავეა).....და ენის რომელ მონაკვეთში შეიგრძნობა
                                            გემო.
     გაკვეთილის შეჯამება. განმავითარებელი შეფასება.2წთ.
     საშინაო დავალება- „წერილი მეგობარს“- მოსწავლეებს ვთხოვ, გამოიყენონ , რაც
                                          შეიძლება ბევრი სასიამოვნო და თბილი სიტყვა.
   სსსმ მოსწავლის ინდივიდუალური დავალება:  მოსწავლე ჩაერთვება კითხვა -პასუხში.
                                         1.მოგეწონა თუ არა პერსონაჟის საქციელი?
                                         2.„უტკბესი და უმწარესი“-ეს ნაწარმოები არის:
                                              ა)ზღაპარი
                                              ბ)მოთხრობა
                                              გ)იგავ არაკი
                                           შემოხაზოს სწორი პასუხი.
                                          3.დამარცვლოს სიტყვა „ენა“.
                                         4.დაასახელოს გრძნობის ორგანოები.
                                     
                                         5.კლასთან ერთად წარმოთქვამს ასო-ბგერებს.
                                         6.კლასთან ერთად მონაწილეობს ცდის ჩატარებაში.
                       
შეფასების რუბრიკა ქართულში
             მაღალი
       საშუალო
        დაბალი
1.მოსწავლეს არ  უჭირს  ტექსტის წაკითხვა, იგავ -არაკის შეგონების  გააზრება  და საკუთარი აზრის ჩამოყალიბება. არ უჭირს  ავტორის სათქმელის ამოცნობა და დასკვნების გამოტანა.
2.კარგად ადარებს სიტყვებს ფორმისა და შინაარსის მიხედვით.
არ უჭირს სიტყვების დამარცვლა და გადატანა.
1.მოსწავლეს ნაწილობრივ  უჭირს  ტექსტის წაკითხვა, იგავ -არაკის შეგონების  გააზრება  და საკუთარი აზრის ჩამოყალიბება. ნაწილობრივ  უჭირს  ავტორის სათქმელის ამოცნობა და დასკვნების გამოტანა.
2.ნაწილობრივ  ადარებს სიტყვებს ფორმისა და შინაარსის მიხედვით.
 ნაწილობრივ უჭირს სიტყვების დამარცვლა და გადატანა.
1.მოსწავლეს  უჭირს  ტექსტის წაკითხვა, იგავ -არაკის შეგონების  გააზრება  და საკუთარი აზრის ჩამოყალიბება. უჭირს  ავტორის სათქმელის ამოცნობა და დასკვნების გამოტანა.
2.ვერ ადარებს სიტყვებს ფორმისა და შინაარსის მიხედვით.
  უჭირს სიტყვების დამარცვლა და გადატანა.







შეფასების რუბრიკა ბუნებისმცოდნეობაში

    მაღალი
     საშუალო
   დაბალი
მოსწავლეს არ უჭირს ადამიანის შეგრძნებების ჩამოთვლა, აღწერა და დაკავშირება შესაბამის ორგანოებთან. არ უჭირს ობიექტის ზოგიერთი მახასიათებლის შესაბამისი შეგრძნების ორგანოსთან დაკავშირება. არ უჭირს შეგრძნების ორგანოების დახმარებით  ნაცნობი ობიექტების მახასიათებლების აღწერა.

მოსწავლეს ნაწილობრივ უჭირს ადამიანის შეგრძნებების ჩამოთვლა, აღწერა და დაკავშირება შესაბამის ორგანოებთან. ნაწილობრივ  უჭირს ობიექტის ზოგიერთი მახასიათებლის შესაბამისი შეგრძნების ორგანოსთან დაკავშირება. ნაწილბრივ უჭირს შეგრძნების ორგანოების დახმარებით  ნაცნობი ობიექტების მახასიათებლების აღწერა.

მოსწავლეს  უჭირს ადამიანის შეგრძნებების ჩამოთვლა, აღწერა და დაკავშირება შესაბამის ორგანოებთან. უჭირს ობიექტის ზოგიერთი მახასიათებლის შესაბამისი შეგრძნების ორგანოსთან დაკავშირება.  უჭირს შეგრძნების ორგანოების დახმარებით  ნაცნობი ობიექტების მახასიათებლების აღწერა.

დანართი
 აქტივობა მთელი კლასისათვის.ბარათები.

 შეუსაბამეთ სიტყვათა წყვილები ერთმანეთს ფორმისა და შინაარსის მიხედვით:
                               მწარე                                უმდიდრესი
                               ლამაზი                            უღარიბესი
                               ღარიბი                             უტკბესი
                               მდიდარი                         ულამაზესი
                              ტკბილი                            უბოროტესი
                               ბოროტი                           უმწარესი

აქტივობა სსსმ მოსწავლისათვის.
                                            შემოხაზე  სწორი პასუხი.
                                  .„უტკბესი და უმწარესი“-ეს ნაწარმოები არის:
                                              ა)ზღაპარი  ბ)მოთხრობა      გ)იგავ-არაკი


სამოდელო ინტეგრირებული გაკვეთილის რეფლექსია
                             მასწავლებელი:ნანა კუჭუხიძე
                                                         რუსთავის მე-5 სკოლა
თემა:სულხან-საბა ორბელიანის იგავი „უტკბესი და უმწარესი“
       2018 წლის 6 მარტს ჩავატარე  სამოდელო ინტეგრირებული  გავეთილი  IIდ კლასში.(ქართული- ბუნებისმცოდნეობა).  29 მოსწავლიდან  ესწრებოდა 28, მათგან  ერთი  სსსმ მოსწავლე. გაკვეთილი მორგებული იყო  ეროვნული სასწავლო გეგმის  ქართული ენისა და ბუნებისმცოდნეობის  სტანდარტებს.
ეროვნული გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგები:ქართ.  II. 2. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს  ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის სხვადასხვა სახის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·        ილუსტრაციების მიხედვით გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შესაძლო შინაარსის შესახებ;

·        გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას პერსონაჟისა და მისი მოქმედების მიმართ (მომწონს / არ მომწონს);
ქართ. II. 4. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი კოდის გაშიფვ.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

·        ხმამაღლა (მთლიანი სიტყვებით ან დამარცვლით) კითხულობს მარტივი წინადადებებით შედგენილ მცირე  ზომის  ტექსტებს (კითხვის ტექნიკის დაუფლების ხელშეწყობის მიზნით შედგენილ ტექსტებს, საბავშვო ლექსებს, გამოცანებს, ანდაზებს, ენის გასატეხებს, ფრაგმენტებს მოთხრობებიდან, იგავ-არაკებსა და სხვ.); ცდილობს დაიცვას პაუზა სასვენ ნიშნებთან;
ქართ. II. 11. მოსწავლეს შეუძლია მცირე მოცულობის ტექსტების დამოუკიდებლად შედგენა ნაცნობი ლექსიკის გამოყენებით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

·        სწერს წერილს მეგობრებსა და წარმოსახვით პერსონაჟებს;

ბუნ.1.მოსწავლეს შეუძლია გააცნობიერს შეგრძნების ორგანოების მნიშვნელობა გარემოს აღქმაში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·     ჩამოთვლის ადამიანის შეგრძნებებს და აღწერს მათ როლს.
·     შეგრძნებებს უკავშირებს შესაბამის ორგანოებს;
·     უკავშირებს ობიექტის ზოგიერთ მახასიათებელს  შესაბამის შეგრძნების ორგანოს (მაგ.,  გემო- ენა);
·     შეგრძნების  დახმარებით აღწერს მისთვის ნაცნობი ობიექტების მახასიათებლებს (მაგ., ლიმონი  მჟავეა).
გაკვეთილის მიზანი იყო:ქართული-გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები შეძლებენ ტექსტის წაკითხვას, შესწავლილი იგავ-არაკის შეგონების გააზრებას და თავიანთი თვალსაზრისის ჩამოყალიბებას.ამოიცნობენ  ავტორის სათქმელს,  შეძლებენ შეაჯამონ  ცოდნადა  გამოიტანონ  შესაბამისი  დასკვნები.შეძლებენ ერმანეთს შეადარონ სიტყვები შინაარსისა და ფორმის მიხედვით, დაეუფლებიან სიტყვის დამარცვლისა და გადატანის წესებს. შეძლებენ სიტყვისაგან ახალი ლექსიკური ერთეულების მიღებას.
ბუნებისმცოდნეობა-გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები შეძლებენ ადამიანის შეგრძნებების ჩამოთვლას, აღწერას  და დაკავშირებას შესაბამის ორგანოებთან. შეძლებენ ობიექტის ზოგიერთი მახასიათებლის შესაბამისი შეგრძნების ორგანოსთან დაკავშირებას.(მაგალითად: გემო-ენა).შეგრძნების ორგანოების დახმარებით აღწერენ ნაცნობი ობიექტების მახასიათებლებს.(მაგალითად-შაქარი ტკბილია, ლიმონი მჟავეა.)
     საორგანიზაციო საკითხების მოგვარებისა  და გაკვეთილის  მიზნების ჩამოყალიბების შემდეგ, გამოწვევის მიზნით მოსწავლეებს დავუსვი კითხვა:შეიძლება თუ არა ადამიანს სიტყვით გული ატკინოთ, ან გაახაროთ? როგორი შეიძლება იყოს სიტყვა? მოსწავლეებმა ხალისით უპასუხეს კითხვებს, გამოვიყენეთ   ასოციაციური რუკა.
       ჩემი გაკვეთილის მიზანს წამოადგენდა  ის, რომ  მოსწავლეებს ტექსტზე დაყრდნობით გამოეთქვათ ვარაუდები და გამოეტანათ დასკვნები.ამოეცნოთ ავტორის სათქმელი. მიზნის მისაღწევად გამოვიყენე ელექტრონული წიგნი:თემაზე- სულხან-საბა ორბელიანის იგავი „უტკბესი და უმწარესი.“მოსწავლეები ტექსტს კითხულობდნენ ნაწილ-ნაწილ და გამოთქვამდნენ ვარაუდებს, თუ რა მოხდებოდა შემდეგ. უპასუხეს საანალიზო კითხვებს და  გამოიტანეს დასკვნა, რომ ტექსტში ნახსენებ ენაში იგულისხმება  ენა, როგორც სამეტყველო ორგანო. ელექტრონული  წიგნი და მეთოდი -ვარაუდების გამოთქმა  მოსწავლეებს დაეხმარა  ახალი მასალის შემეცნებაში. შემდეგ   მოსწავლეებმა  სიტყვა  „ენის“ გამოყენებით  მიიღეს ახალი ლექსიკური ერთეულები, გაარკვიეს  რამდენმარცვლიანია და  შეიძლება  თუ არა მისი  გადასატანად დაყოფა. შემდეგ დავურიგე ბარათები, რომლებშიც ჩამოწერილი იყო სიტყვათა წყვილები.ეს სიტყვები უნდა შეესაბამებინათ ერთმანეთისათვის. ეს აქტივობები მოსწავლეებს  დაეხმარება  ლექსიკური მარაგის გამდიდრებასა და  სიტყვების ფორმისა და შინაარსის მიხედვით  განსხვავებაში. ცალკე შევიმუშავე მიზანი სსსმ მოსწავლისათვის.სსსმ მოსწავლე პასუხობდა მარტივ კითხვებზე.
             ვინაიდან, ახა შესწავლილ ტექსტში  ენა იგულისხმება , როგორც სამეტყველო ორგანო, გადავწყვიტე მომეხდინა  ინტეგრირება ბუნებისმცოდნეობასთან. მოსწავლეებს შესწავლილი აქვთ გრძნობის  ორგანოები. ვთხოვე  გაეხსენებინათ და ჩამოეთვალათ. შემდეგ  დავუსვი კითხვები, თუ რისი საშუალებაა ენა და რა მნიშვნელობა აქვს მეტყველებას  ადამიანისათვის. შემდეგ ვუჩვენე ჩემ მიერ შექმნილი ელექტრონული წიგნი თემაზე: „ენა-გრძნობის ორგანო.“ ელექტრონული რესურსის საშუალებით მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია   ენის დანიშნულების შესახებ, როგორ  ეხმარება ენა ექიმებს  დიაგნოზის დასმაში,  როგორ მონაწილეობს  საკვების დამუშავებაში, ავუხსენი, რომ ბგერათა წარმოთქმა სხვადასხვანაირად ხდება და ვუჩვენე ფორმატის ქაღალდზე დაწერილი ენისმიერი ბგერები:დ, ტ, თ,ნ, რ, ლ.ბავშვებმა წარმოთქვეს ეს ასო-ბგერები.
    შემდეგ ვუჩვენე სლაიდი, რომელზეც სხვადასხვა გემოს ენის რეცეპტორები იყო  გამოსახული. მოსწავლეებს შევთავაზე ცდა, რომელიც დაეხმარებოდა  მათ  გემოს უკეთ აღქმაში. პლასტმასის ჭურჭელში მოთავსებულ შაქარს, მარილს, ლიმონს, წიწაკას ბავშვებმა გაუსინჯეს გემო. ეს აქტივობა დაეხმარა მათ აღეწერათ ნაცნობი ობიექტების  მახასიათებლები და შეეგრძნოთ სხვადასხვა გემო.
      საგნების ინტეგრაცია  ხელს უწყობს მოსწავლეთა   შემეცნებითი პროცესების გათვალისწინებით, ფასეულობათა და ღირებულებათა ორიენტირების დიდი მარაგის მქონე პიროვნების ჩამოყალიბებას. ინტეგრირებული სწავლება სინთეზური აზროვნების განვითარების საუკეთესო საშუალებაა, ხელს უწყობს საგაკვეთილო პროცესი გახდეს მეტად მრავალფეროვანი, მიმზიდველი და ეფექტური, უვითარებს დამოუკიდებელ აზროვნებას, შემოქმედებითი უნარების ჩამოყალიბებას, ზრდის მოტივაციას. ბავშვები ისწავლიან საგანთა შორის კავშირების დამყარებას,  ცოდნის გამოყენებას რეალურ ცხოვრებაში, განუვითარდებათ  დაკვირვების, ანალიზისა და სინთეზის  უნარები.
 გაკვეთილი წარვმართე  გეგმით გათვალისწინებული აქტივობების მიხედვით. მნიშვნელოვანი გადახვევა-მოდიფიცირება არ  დამჭირვებია. გაკვეთილის შედეგები შეესაბამებოდა წინასწარ განსაზღვრულ საგაკვეთილო მიზნებს. გაკვეთილი საკმაოდ აქტიურად წარიმართა.ვფიქრობ, რომ ამას ხელი შეუწყო  მრავალფეროვანმა  აქტივობებმა.ბავშვები განსაკუთრებით საქმიანად ჩაერთნენ ცდის ჩატარებაში.გამოვყოფდი გაკვეთილზე გამოყენებული  რესურსების მრავალფეროვნებას.(ელექტრონული წიგნი „უტკბესი და უმწარესი,“ელექრტონული წიგნი „ენა-გრძნობის ორგანო“, პლასტმასის ჭურჭელი, წიწაკა, ლიმონი, მარილი, შაქარი, ქართული ასოები.) ამან გამოიწვია მოსწავლეთა საკმაოდ მაღალი  დაინტერესება და შედეგების მიღწევაც.გაკვეთილის მსვლელობისას გამოიკვეთა გარკვეული ხარვეზები. მოსწავლეებს დავურიგე ბარათები,რომლებშიც სიტყვათა წყვილები უნდა შეესაბამებინათ ერთმანეთისათვის. ორმა მოსწავლემ თავი ვერ გაართვა,  ჩემი დახმარება დასჭირდათ. მხოლოდ სსსმ მოსწავლისათვის  მქონდა გათვალისწინებული ინდივიდუალური დავალება. სხვა დროს რომ ჩავატარო მსგავსი გაკვეთილი, გავითვალისწინებ ამ გამოცდილებას და აუცილებლად გამოვიყენებ დიფერენცირებულ დავალებებს. ერთმა ფაქტორმაც გამოიწვია ჩემი დაბნეულობა. აღმოჩნდა , რომ მქონდა ძალიან ბევრი აქტივობა, რამაც  ბავშვების გადაღლა გამოიწვია, ამიტომ გაკვეთილზე  ხშირად მიწევდა  ქცევის წესების შეხსენება. ვფიქრობ ამ საკითხების გათვალისწინება სრულყოფილებას შესძენდა ჩემს გაკვეთილს. იმედი მაქვს, რომ ამ გაკვეთილზე მიღებულ ცოდნას ბავშვები რეალურ ცხოვრებაში გამოიყენებენ.
    
    
     

https://drive.google.com/file/d/1Punz5bHfmg4HRIzrYw4WY3bN1i_sEYPX/view?usp=sharing                                                                  








სამოდელო ინოვაციური გაკვეთილი
შებრუნებული საკლასო ოთახი
გაკვეთილის გეგმა
რუსთავის მე-5 საჯარო სკოლა
პედაგოგი ნანა კუჭუხიძე

საგანი:ქართული ენა
თემა:შ.ასანიშვილის მოთხრობა „შემთხვევა“
კლასი:IIდ
მოსწავლეთა რაოდენობა:29
სსსმ მოსწავლე: ერთი
სწავლების საფეხური: დაწყებითი
მთელი კლასისათვის:ეროვნული გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგები:
ქართ.  II. 2. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს  ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის სხვადასხვა სახის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.

                · გადმოსცემს მოსმენილი ტექსტის შინაარსს;
    · ტექსტზე დაყრდნობით ახასიათებს პერსონაჟებს (მათს გარეგნობას, თვისებებს);
           ·  გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას პერსონაჟისა და მისი               მოქმედების მიმართ (მომწონს / არ მომწონს, კარგად მოიქცა / ცუდად მოიქცა; კეთილია, გონიერია და ა.შ.);
 ქართ. II. 4. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი კოდის გაშიფვ.
                ·    ხმამაღლა (მთლიანი სიტყვებით ან დამარცვლით) კითხულობს მარტივი წინადადებებით შედგენილ მცირე  ზომის  ტექსტებს.
  ქართ. II. 7. მოსწავლეს შეუძლია მარტივი ტექსტის არსებითი ენობრივ-გრამატიკული ნიშნების ამოცნობა.
            · ადარებს და კითხვის დასმის საშუალებით აჯგუფებს სიტყვებს (სახელებსა და მოქმედების აღმნიშვნელ სიტყვებს; ვინ და რა ჯგუფის სიტყვებს).


სსსმ  მოსწავლისათვის:
ეროვნული გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგები:ქართ.  II. 2. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს  ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის სხვადასხვა სახის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
                 ·გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას პერსონაჟისა და მისი მოქმედების მიმართ (მომწონს / არ მომწონს);
 მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ ახალი ცოდნის სიღრმისეულად გააზრება-განმტკიცებას, ტექსტზე დაყრდნობით შეძლებენ პერსონაჟების დახასიათებას და გამოხატავენ საკუთარ დამოკიდებულებას, წაიკითხავენ ტექსტს და სხვადასხვა პირში გადმოსცემენ შინაარსს,შეძლებენ სიტყვების შერჩევას შინაარსის მიხედვით.  შეძლებენ ვინ? და რა? ჯგუფის სიტყვების დახარისხებას, გაავლებენ პარალელს სხვა ტექსტებთან, გამოხატავენ დამოკიდებულებას მოხუცებული  ადამიანებისა და დაბერებული არსებების მიმართ.
სსსმ მოსწავლისათვის:
მიზანი:ქართული-მოსწავლე შეძლებს გამოხატოს საკუთარი დამოკიდებულება პერსონაჟისადმი.
 წინარე ცოდნა:იციან თხრობითი წინადადებების გასააზრებლად შეკითხვების დასმა. ღირებულებები:მოსწავლეებს გაუღვივდებათ პატივისცემა  და მზრუნველობითი დამოკიდებულება  დაბერებულთა(ადამიანები, მცენარეები) მიმართ.
მეთოდი:შებრუნებული საკლასო ოთახი. კითხვა-პასუხი.
ორგანიზება:ინდივიდუალური
დრო:40წთ.
რესურსი: მეორე კლასის ქართულის(ნ. მაღლაკელიძე, ე. მაღლაკელიძე)სახელმძღვანელო,დაფა, ცარცი,თაბახის ფურცლები, მარკერი, მონიტორი, ელექტრონული წიგნი( მოთხრობა„შემთხვევა“.) რვეული, კალამი, დაბეჭდილი ტექსტი, PowerPoint-ში  დამზადებული სლაიდები(„წიფლის ტყე“.)
შეფასება:განმავითარებელი შეფასება.
                                                გაკვეთილის მსვლელობა
აქტივობა1: 2წთ.საორგანიზაციო  საკითხების მოგვარება. გაკვეთილის მიზნის ჩამოყალიბება.
              გაკვეთილის დაწყებამდე ერთი დღით ადრე მოსწავლეებს წინასწარ აქვთ გადაგზავნილი ჩემ მიერ მომზადებული ელექტრონული წიგნი- შოთა ასანიშვილის მოთხრობა „შემთხვევა.“ მოსწავლეებს ეს ელექტრონული რესურსი სახლში უნდა ენახათ. გაკვეთილი მიმდინარეობს „ შებრუნებული კლასის“ მოდელით.  წვდომის ფაზები სახლში აქვთ გავლილი. აგრეთვე უნდა შეევსოთ კორნელის გრაფა. მომდევნო დღეს რეფლექსიის ფაზა გრძელდება კლასში მრავალფეროვანი აქტივობებით.  ეს მოსწავლეს ეხმარება თვითონ შეიმეცნოს ახალი მასალა.სახლში მუშაობის დროს მოსწავლეს საშუალება აქვს მრავალჯერ ნახოს ვიდეო.
აქტივობა2: 10წთ.მივმართავ მოსწავლეებს კითხვებით: თქვენ სახლში ნახეთ ვიდეოგაკვეთილი. მოგეწონათ თუ არა? რა დაგამახსოვრდათ, რა შთაბეჭდილება დაგრჩათ? რა კითხვები გაგიჩნდათ?
 განვიხილავთ საშინაო დავალებას-კორნელის გრაფა:ამ გრაფაში ბავშვებმა ჩამოწერეს  ტექსტიდან გამოყოფილი მთავარი თემები, კითხვები, უპასუხეს ამ კითხვებს და გააკეთეს დასკვნები.(სავარაუდო თემები:1.მოუსვენარი აკაკი
                                                                              2.ქურდი აკაკი
                                                                              3.მოხუცის საქმიანობა
                                                                              4.მოწყენილი მარტოხელა 
                                                                                                       შაქარა პაპა                                                                                                                                                           
                                                                              5.აკაკის გამოსწორება)
                                (  სავარაუდო კითხვები:1.როგორი ბიჭი იყო აკაკი?
                                                                             2.სად ცხოვრობდა  შაქარა პაპა?
                                                                             3.რას აკეთებდა აკაკი შაქარა პაპას ვენახში?
                                                                             4.რას აკეთებდა მოხუცი, როცა აკაკი ბალს     
                                                                                                             იპარავდა?
                                                                              5.რა იგრძნო აკაკიმ?
                                                                              6.ვინ დაეხმარა მოხუცს?
                                                                              7.როგორ შეიცვალა აკაკი?)
                              ( სავარაუდო პასუხები:აკაკი იყო ცელქი და მოუსვენარი, შაქარა პაპას ვენახში ბალს იპარავდა, მოხუცი ურმის თვალს ამაგრებდა , მაგრამ ვერ შეძლო, აკაკიმ მის თვალებში ნაღველი შენიშნა, შერცხვა  და დაეხმარა პაპას, ამ შემთხვევამ აკაკი შეცვალა.)
აქტივობის მიზანი: აქტივობა მოსწავლეებს დაეხმარება ტექსტის ცოდნასა და დასკვნების გამოტანაში.
 აქტივობა 3:  4წთ. საანალიზო  კითხვები: 1.როგორ არის აღწერილი აკაკი
                                                                               მოთხრობის დასაწყისში?
                                                                            2.მოთხრობის დასასრულს?
                                                                            3.როგორ ფიქრობთ, რამ შეცვალა აკაკი?
                                                                            4.რა არის მთავარი ამ მოთხრობაში?
(სავარაუდო პასუხები:აკაკი თავიდან მთელ სოფელს აწიოკებდა, ბაღებში ხილს იპარავდა, ბოლოს კი  შაქარა პაპას შემთხვევამ  გამოასწორა.ამ მოთხრობაში მთავარია
 დანაშაულის შეგნება და შემდეგ მისი გამოსწორება.
  აქტივობის მიზანი: აქტივობა მოსწავლეებს დაეხმარება შესწავლილი მოთხრობის         გააზრებასა და თავიანთი თვალსაზრისის ჩამოყალიბებაში, ავტორის სათქმელის ამოცნობაში.
 აქტივობა4:  3წთ.მოწავლეებს ვთხოვ გადმოსცენ შინაარსი ისე, თითქოს მას გვიყვება აკაკი, ან შაქარა პაპა.
 აქტივობის მიზანი:ეს აქტივობა მოსწავლეებს დაეხმარება ფაქტობრივ სიზუსტესა და ლოგიკური თანმიმდევრობის დაცვაში.
 აქტივობა5: 2წთ.მოსწავლეებს  ვთხოვ აქტივობის რვეულებში შეასრულონ სავარჯიშო-შინაარსის მიხედვით შეარჩიონ სიტყვები და შეავსონ ტექსტი.
 აქტივობის მიზანი:ეს აქტივობა მოსწავლეებს  დაეხმარება შინაარსის   მიხედვით          
ტექსტის აგებაში.
 აქტივობა6: 2წთ.მოსწავლეებს ვთხოვ  დაახასიათონ  შაქარა პაპა და აკაკი.პასუხებს ვწერთ  დაფაზე გაკრულ ფორმატის ქაღალდზე.
 აქტივობის მიზანი: ეს აქტივობა მოსწავლეებს დაეხმარება პერსონაჟის შეფასებაში.
  აქტივობა7:3წთ. მოსწავლეებს ვთხოვ ტექსტიდან დაასახელონ ვინ? და რა? ჯგუფის სახელები. პასუხებს ვწერთ დაფაზე გაკრულ ფორმატის ქაღალდზე.
  აქტივობის მიზანი:ეს აქტივობა მოსწავლეებს  დაეხმარება  ვინ? და რა? ჯგუფის სახელების დახარისხებაში.
 მხიარული შესვენება.
  აქტივობა8:10წთ. მოსწავლეებს ვუჩვენებ სლაიდებს „წიფლის ტყე“და  ვუსვამ კითხვას: როგორ ფიქრობთ, მარტო ადამიანი ბერდება?(სავარაუდოდ მიპასუხებენ: ხე, ცხოველები.) ვურიგებ თაბახის ფურცელზე დაბეჭდილ ტექსტს: ნაწყვეტი ვაჟა-ფშაველას მოთხრობიდან „ხმელი წიფელი“.
წაიკითხავენ და ვაანალიზებთ მოთხრობას. საანალიზო კითხვები:
1.      რა გრძნობა დაგეუფლათ  ნაწარმოების წაკითხვის
                                    შემდეგ?
                                                     2.როგორ მიმართავენ ახალგაზრდა ხეები
                                                                              ხმელ წიფელს?
3.როგორი იყო ადრე ხმელი წიფელი?
                                                    4.თუ ადამიანურ ურთიერთობებზე გადმოვიტანთ ამ
                                                       დამოკიდებულებას, ვინ იგულისხმება ხმელ წიფელ ში
                                                       და ვინ იგულისხმება ახალგაზრდა ხეებში?
                                                  5.როგორ ფიქრობთ, რა კავშირია  თქვენს საშინაო       დავალებასა და დღეს წაკითხულ ტექსტს შორის?
 მოსწავლეები პასუხებს სცემენ ტექსტის მიხედვით.
  აქტივობის მიზანი:ეს აქტივობა მოსწავლეებს დაეხმარება ტექსტის გააზრებასა და შესწავლილ     მოთხრობასთან  პარალელის გავლებაში.
  მივმართავ მოსწავლეებს:თქვენ სტუმრად იყავით მოხუცთა სახლში. გაესაუბრეთ. რა აწუხებთ და რა  უხარიათ? რა შეგიძლიათ გააკეთოთ მოხუცებისათვის?
   აქტივობა9:2წთ. მოსწავლეები კითხულობენ მოხუცებთან ჩაწერილ ინტერვიუს.
                        ვაჩვენებ ნაწყვეტს მოხუცთა სახლში გადაღებული ფილმიდან.
   გაკვეთილის შეჯამება. განმავითარებელი შეფასება.2წთ.
 სსსმ მოსწავლის ინდივიდუალური დავალება:  მოსწავლე ჩაერთვება კითხვა -პასუხში:         1.მოგეწონა თუ არა აკაკის  საქციელი?
                         2.შეავსოს სიტყვაგამოტოვებული ორი წინადადება.
                         3. კლასთან ერთად მონაწილეობს სხვადასხვა აქტივობებში.
                         4.წაიკითხოს ტექსტიდან ერთი აბზაცი.
                                                  შეფასების რუბრიკა
დაბალი
საშუალო
მაღალი
1. ტექსტზე დაყრდნობით ვერ ახასიათებს პერსონაჟებს და
ვერ    გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას
2.ვერ კითხულობს ტექსტს  და   ვერ  გადმოსცემს შინაარსს სხვადასხვა პირში.
3.ვერ არჩევს სიტყვებს შინაარსის მიხედვით.
4. ვერ   ახარისხებს
ვინ?და რა? ჯგუფის სიტყვებს.
5.ვერ   ავლებს პარალელს ტექსტებთან.

1. ტექსტზე დაყრდნობით ნაწილობრივ ახასიათებს პერსონაჟებს და გამოხატავს
საკუთარ დამოკიდებულებას
2.ნაწილობრივ კითხულობს ტექსტს და  გადმოსცემს შინაარსს სხვადასხვა პირში.
3.ნაწილობრივ არჩევს სიტყვებს  შინაარსის
მიხედვით.
4.ნაწილობრივ ახარისხებს
ვინ?და რა? ჯგუფის სიტყვებს.
5.ნაწილობრივ ავლებს პარალელს ტექსტებთან.
1. ტექსტზე დაყრდნობით  ახასიათებს პერსონაჟებს და    გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას.
2. კითხულობს ტექსტს  და     გადმოსცემს შინაარსს სხვადასხვა პირში.
3. არჩევს სიტყვებს შინაარსის მიხედვით.
4. ახარისხებს
ვინ?და რა? ჯგუფის სიტყვებს.
5. ავლებს პარალელს ტექსტებთან.
  

                                              დანართი
კორნელის გრაფა





თემა:შ. ასანიშვილის  მოთხრობა „შემთხვევა“




გამოყავით თემები ტექსტიდან

დასვით კითხვები:





პასუხები:


დასკვნა:


აქტივობა მთელი კლასისათვის. აქტივობის რვეული. სავარჯიშო -1.

ჩასვი გამოტოვებული სიტყვები ტექსტიდან:
                  1.აკაკის ძღლი თუ კატა ------------------არ უჩერდებიდა.
                  2.შაქარა პაპა ----------------------მოხუცი იყო.
                  3.აკაკიმ მოხუცის თვალებში -------------------შენიშნა.
                  4.შაქარა პაპა----------------------------ჩამოჯდა კუნძზე.
                  5.ხეხილის ტოტები---------------------- იყო.
 დაალაგე ვინ? და რა? ჯგუფის სახელები:
                  ვინ?                                რა?
 აქტივობა სსსმ მოსწავლისათვის.
                  შეავსოს სიტყვაგამოტოვებული ორი წინადადება:
                    1.შაქარა პაპა ----------------------მოხუცი იყო.
                    2.აკაკიმ მოხუცის თვალებში -------------------შენიშნა.
                  
                    წაიკითხოს ტექსტიდან ერთი აბზაცი:

             უღრან ტყეში, ერთი კლდის თავზე, დგას ერთი ხმელი წიფელი.
ხმელ წიფელს სხვა ხეები შორს უდგანან, თითქოს  განგებ  გაშორებიან
და ამაყად დასჩერებიან თავზე. ხმელ წიფელს წასვლია სიცოცხლის
ნიშან-წყალი. სამი ტოტიღა შერჩენია შუა წელს ქვემოთ, ზედა ტანი
მოტეხილა და ხევში გახიდულა. 




    ნაწყვეტი ვაჟა-ფშაველას მოთხრობიდან    
                              
  „ხმელი წიფელი“
       
         უღრან ტყეში, ერთი კლდის თავზე, დგას ერთი ხმელი წიფელი.
ხმელ წიფელს სხვა ხეები შორს უდგანან, თითქოს  განგებ  გაშორებიან
და ამაყად დასჩერებიან თავზე. ხმელ წიფელს წასვლია სიცოცხლის
ნიშან-წყალი. სამი ტოტიღა შერჩენია შუა წელს ქვემოთ, ზედა ტანი
მოტეხილა და ხევში გახიდულა. სხვა ხეებს რომ უყუროთ, დატვირთულნი დგანან , არაფრად აგდებენ ხმელ წიფელს, ყურადღბას არ აქცევენ. ხმელი წიფელი ამოიკვნესებს ღრმა კვნესით და არც ავად , არც  კარგად ყურს არ ათხოვებს ამაყ მცენარეთ. საბრალო წიფელი.
ერთი დრო იყო, რომ ესეც  ამაყად გაბარჯღული იდგა. თავისი  დიდრონი ტოტებითა და ფოთლებით ქოხივით ეხურებოდა  მთელ ტყეს.
ახლა კი წაქცევაზეა მიმზადებული. დაფოთლილი ხეები ამაყად დასცქერიან საცოდავ ხმელ წიფელს და ეუბნებიან: ნეტავი შენ არ გვაუშნოებდეო. მაგრამ არ იციან ამ უგუნურმა ხეებმა , რომ ხალხს  ჯერ
კიდევ არ დაუვიწყნია ხმელი წიფლის სახელი, კიდევ ახსოვს იმისი სიდიადე.
 


სამოდელო ინოვაციური გაკვეთილი
შებრუნებული საკლასო ოთახი
რეფლექსია
რუსთავის მე-5 საჯარო სკოლა
პედაგოგი: ნანა კუჭუხიძე
                       თემა: შოთა ასანიშვილის მოთხრობა-„შემთხვევა“
       2018 წლის 21 მაისს ჩავატარე  სამოდელო ინოვაციური  გაკვეთილი (შებრუნებული საკლასო ოთახი)  IIდ კლასში. 29 მოსწავლიდან  ესწრებოდა 26, მათგან  ერთი  სსსმ მოსწავლე. გაკვეთილი მორგებული იყო  ეროვნული სასწავლო გეგმის  ქართული ენისა და ლიტერატურის   სტანდარტებს.
მთელი კლასისათვის:ეროვნული გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგები:
ქართ.  II. 2. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს  ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის სხვადასხვა სახის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.

                · გადმოსცემს მოსმენილი ტექსტის შინაარსს;
    · ტექსტზე დაყრდნობით ახასიათებს პერსონაჟებს (მათს გარეგნობას, თვისებებს);
           ·  გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას პერსონაჟისა და მისი               მოქმედების მიმართ (მომწონს / არ მომწონს, კარგად მოიქცა / ცუდად მოიქცა; კეთილია, გონიერია და ა.შ.);
 ქართ. II. 4. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი კოდის გაშიფვ.
                ·    ხმამაღლა (მთლიანი სიტყვებით ან დამარცვლით) კითხულობს მარტივი წინადადებებით შედგენილ მცირე  ზომის  ტექსტებს.
  ქართ. II. 7. მოსწავლეს შეუძლია მარტივი ტექსტის არსებითი ენობრივ-გრამატიკული ნიშნების ამოცნობა.
            · ადარებს და კითხვის დასმის საშუალებით აჯგუფებს სიტყვებს (სახელებსა და მოქმედების აღმნიშვნელ სიტყვებს; ვინ და რა ჯგუფის სიტყვებს).
სსსმ  მოსწავლისათვის:
ეროვნული გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგები:ქართ.  II. 2. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს  ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის სხვადასხვა სახის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
                 ·გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას პერსონაჟისა და მისი მოქმედების მიმართ (მომწონს / არ მომწონს);

მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ ახალი ცოდნის სიღრმისეულად გააზრება-განმტკიცებას, ტექსტზე დაყრდნობით შეძლებენ პერსონაჟების დახასიათებას და გამოხატავენ საკუთარ დამოკიდებულებას, წაიკითხავენ ტექსტს და სხვადასხვა პირში გადმოსცემენ შინაარსს,შეძლებენ სიტყვების შერჩევას შინაარსის მიხედვით.  შეძლებენ ვინ? და რა? ჯგუფის სიტყვების დახარისხებას, გაავლებენ პარალელს სხვა ტექსტებთან, გამოხატავენ დამოკიდებულებას მოხუცებული  ადამიანებისა და დაბერებული არსებების მიმართ.
სსსმ მოსწავლისათვის:
მიზანი:ქართული-მოსწავლე შეძლებს გამოხატოს საკუთარი დამოკიდებულება პერსონაჟისადმი.
         გაკვეთილის დაწყებამდე ერთი დღით ადრე მოსწავლეებს წინასწარ აქვთ გადაგზავნილი ჩემ მიერ მომზადებული ელექტრონული წიგნი- შოთა ასანიშვილის მოთხრობა „შემთხვევა.“ მოსწავლეებს ეს ელექტრონული რესურსი სახლში უნდა ენახათ. გაკვეთილი მიმდინარეობს „ შებრუნებული კლასის“ მოდელით.  წვდომის ფაზები სახლში აქვთ გავლილი. აგრეთვე უნდა შეევსოთ კორნელის გრაფა. მომდევნო დღეს რეფლექსიის ფაზა გრძელდება კლასში მრავალფეროვანი აქტივობებით.  ეს მოსწავლეს ეხმარება თვითონ შეიმეცნოს ახალი მასალა.სახლში მუშაობის დროს მოსწავლეს საშუალება აქვს მრავალჯერ ნახოს ვიდეო.
    საორგანიზაციო საკითხების მოგვარებისა  და გაკვეთილის  მიზნების ჩამოყალიბების შემდეგ,მივმართე მოსწავლეებს კითხვებით: თქვენ სახლში ნახეთ ვიდეოგაკვეთილი. მოგეწონათ თუ არა? რა დაგამახსოვრდათ, რა შთაბეჭდილება დაგრჩათ? რა კითხვები გაგიჩნდათ? შემდეგ  განვიხილეთ საშინაო დავალება-კორნელის გრაფა:ამ გრაფაში ბავშვებმა ჩამოწერეს  ტექსტიდან გამოყოფილი მთავარი თემები, კითხვები, უპასუხეს ამ კითხვებს და გამოიტანეს დასკვნები.
          ჩემი გაკვეთილის მიზანს წამოადგენდა  ის, რომ  მოსწავლეებს შინ ენახათ ელექტრონული რესურსი, თავისუფლად, ძალდატანების გარეშე, რამდენჯერმე მოესმინათ ტექსტის ჩანაწერი და გაეაზრებინათ ახალი მასალა. კლასში მოვიდნენ უკვე ახალი ცოდნით აღჭურვილები, ხალისით უპასუხეს საანალიზო კითხვებს და გამოიტანეს დასკვნა, ამოიცნეს ავტორის მთავარი სათქმელი: თუ ადამიანი დანაშაულს ჩაიდენს, უნდა მიხვდეს და გამოასწოროს. მოსწავლეებმა ხალისით გადმოსცეს შინაარსი ისე, თითქოს მას გვიყვებოდა აკაკი, შაქარა პაპა. შემდეგ ტექსტის გამოყენებით შეარჩიეს სიტყვები და შეავსეს სიტყვაგამოტოვებული წინადადებები, დაახასიათეს პერსონაჟები, მოთხრობიდან დაასახელეს ვინ? და რა? ჯგუფის სახელები.                                                                                                                       
    ეს მეთოდები და  აქტივობები მოსწავლეებს დაეხმარება ტექსტის შესწავლასა და     გააზრებაში, თავიანთი თვალსაზრისის ჩამოყალიბებაში, ავტორის სათქმელის ამოცნობაში.   დაეხმარება ფაქტობრივ სიზუსტესა და ლოგიკური თანმიმდევრობის დაცვაში. დაეხმარება შინაარსის   მიხედვით   ტექსტის აგებაში, პერსონაჟის შეფასებაში,  ვინ? და რა? ჯგუფის სახელების დახარისხებაში. ცალკე შევიმუშავე მიზანი სსსმ მოსწავლისათვის.სსსმ მოსწავლე პასუხობდა მარტივ კითხვებზე.
    შესწავლილ ტექსტში ნაჩვენები იყო ახლგაზრდისა და მოხუცის დამოკიდებულება. შედარების მიზნით გამოვიყენე  ნაწყვეტი  ვაჟა-ფშაველას მოთხრობიდან „ხმელი წიფელი,“თან ვუჩვენე სლაიდები „წიფლის ტყე“. მოსწავლეებმა წაიკითხეს ტექსტი,  დაახასიათეს ხმელი წიფელი და შეადარეს მოხუც ადამიანს. დააკავშირეს ორივე ტექსტი ერთმანეთთან და გამოიტანეს დასკვნები: „შემთხვევაში“ ახლგაზრდა ეხმარება მოხუცს, „ხმელ წიფელში“ კი დასცინიან, ავიწყდებათ  უგუნურ ადამიანებს, რომ თვითონაც მოხუცდებიან. IIდ კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ  მოხუცთა სახლში, იქ ჩაიწერეს ინტერვიუ. მოხუცების წუხილი: მათ აკლიათ ყურადღება,მიზეზი  სიყვარულის ნაკლებობაა. მოსწავლეებმა კი პირობა დადეს, რომ მიბაძავენ აკაკის (მოთხრობის პერსონაჟი) და მოხუცებს ყოველთვის დაეხმარებიან.
   ეს აქტივობები მოსწავლეებს დაეხმარება ტექსტის გააზრებასა და შესწავლილ     მოთხრობასთან  პარალელის გავლებაში.  აგრეთვე  დაეხმარება შემდეგი ღირებულებების ჩამოყალიბებაში:მოსწავლეებს გაუღვივდებათ პატივისცემა  და მზრუნველობითი დამოკიდებულება  დაბერებულთა(ადამიანები, მცენარეები) მიმართ.
    გაკვეთილი წარვმართე  შებრუნებული კლასის მოდელით,  გეგმით გათვალისწინებული აქტივობების მიხედვით. შებრუნებული კლასი ინტერაქციული სწავლების ინოვაციური მოდელია ,რომელიც ტრადიციულ სასწავლო გარემოს ცვლის. მოსწავლეს ეხმარება მასალის უკეთ ათვისებასა და ზედა დონის სააზროვნო უნარების განვითარებაში. მნიშვნელოვანი გადახვევა-მოდიფიცირება არ  დამჭირვებია. გაკვეთილის შედეგები შეესაბამებოდა წინასწარ განსაზღვრულ საგაკვეთილო მიზნებს. გაკვეთილი საკმაოდ აქტიურად წარიმართა.ვფიქრობ, რომ ამას ხელი შეუწყო  მრავალფეროვანმა  აქტივობებმა. ბავშვები თვითონ სვამდნენ კითხვებს და ხალისით პასუხობდნენ. ელექტრონულმა რესურსებმა გამოიწვია  მაღალი დაინტერესება  და შედეგების მიღწევაც. თუმცა, გაკვეთილის  ბოლოს გამოიკვეთა გარკვეული ხარვეზი, უკუკავშირს ცოტა დრო დავუთმე, რადგან გაკვეთილი დასასრულს უახლოვდებოდა.   სხვა დროს რომ ჩავატარო მსგავსი გაკვეთილი, გავითვალისწინებ ამ გამოცდილებას. ვფიქრობ, გარკვეული საკითხების გათვალისწინება  სრულყოფილებას შესძენდა ჩემს გაკვეთილს. იმედი მაქვს, რომ ამ გაკვეთილზე მიღებულ ცოდნას ბავშვები რეალურ ცხოვრებაში გამოიყენებენ.










1 comment:

  1. ძალიან მომეწონა,ნანა,ძვირფასო!

    ReplyDelete