--------------------------------------------------------------------------------------------
რეცენზირებული ლიტერატურა
ბეჭდური სახით გამოქვეყნებული
სტატია
მეთოდური წიგნი-ჟურნალი
„ჩაატარე გაკვეთილი“
1.პერიოდული გამოცემის თავფურცელი და ბოლო გვერდი
2| ნანა კუჭუხიძე
------------------------------------------------------------------------------------------------
2. ჟურნალის პირველი გვერდი
3| ნანა კუჭუხიძე
--------------------------------------------------------------------------------------------------
3. პერიოდული გამოცემის სარჩევი
4| ნანა კუჭუხიძე
-----------------------------------------------------------------------------------------------
4. გვერდები სტატიიდან, საიდანაც დასტურდება ჩემი ავტორობა.
5|ნანა კუჭუხიძე
--------------------------------------------------------------------------------------------------
გამოცემის სახელწოდება: „ჩაატარე გაკვეთილი“.
გამომცემლობა :„თამარი“.
გამოცემის წელი:2019.
სარედაქციო ჯგუფი:
6 | ნანა კუჭუხიძე
------------------------------------------------------------------------------------------------------
იხ. სტატია:
1. ჩემ მიერ წარმოდგენილი სტატია ბეჭდური სახით გამოქვეყნებულია 2019
წელს მეთოდურ წიგნ-ჟურნალში „ჩაატარე გაკვეთილი“. წიგნ-ჟურნალში „ჩაატარე გაკვეთილი“, უნდა წარმედგინა ჩემ მიერ ჩატარებული გაკვეთილის სქემატური აღწერილობა, რომელიც იქნებოდა თანამედროვე მეთოდებზე მორგებული. თანამედროვე მეთოდებით სწავლებას კი დიდი პედაგოგიური გამოცდილება სჭირდება. 2.სტატიის მიზანია ის, რომ კარგად დაგეგმილმა და დროულად ჩატარებულმა გაკვეთილებმა მოზარდის პიროვნებად ჩამოყალიბებას უნდა შეუწყოს ხელი და გააღვივოს მასში მორალური და ზნეობრივი პრინციპები. გამოქვეყნებულ მასალაში გამოყენებული აქტივობები ეხმიანება სასწავლო თემატიკას და აქტუალურია თანამედროვე ზოგადი განათლების სისტემისათვის. სწავლების პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს საგანმანათლებლო ელექტრონული რესურსების გამოყენება. ყველა მოსწავლეს განსხვავებული დრო სჭირდება ტექსტის დასამუშავებლად, ზოგს კითხვის ტემპი აქვს განსხვავებული, ზოგს უჭირს წაკითხულის გააზრება, ამიტომ ქართულის გაკვეთილზე გამოვიყენე ელექტრონული წიგნი და „შებრუნებული საკლასო ოთახის“ მოდელით დავგეგმე გაკვეთილი. თემად ავირჩიე იროდიონ ევდოშვილის მოთხრობა: „უბედური ქორბუდა“. ციფრული რესურსის შექმნა განაპირობა იმ საჭიროებამ, რომ ყველა მოსწავლე ინდივიდუალურია და სხვადასხვა შესაძლებლობები აქვს. ამ რესურსის გამოყენების მიზანია, მოსწავლეებს გაუმარტივდეთ ტექსტი აღქმა, ისწავლონ ვარაუდების გამოთქმა, განუვითარდეთ გაგება-გააზრების, ლოგიკური, შემოქმედებითი აზროვნების უნარ-ჩვევები. ასეთი რესურსი მოსწავლეს დაეხმარება იყოს თავისუფალი, არ ჰქონდეს შიშის განცდა, შინ მრავალჯერ ნახავს და შეიმეცნებს მასალას, რომელიც ბუკებში კლასის მართვის პროგრამით წინა დღეს აქვს ჩატვირთული. რესურსი ინტერაქტიურია, რადგან სლაიდებზე წარმოდგენილია ისეთი კითხვები, რომლებზეც იმსჯელეს ბავშვებმა და ადვილად გასცეს პასუხები.ელექტრონულ წიგნში მოცემული ილუსტრაციები და მასწავლებლის ხმოვანი კომენტარები მოსწავლეებს დაეხმარა შინ თავისუფლად გაიაზრონ მასალა. 3.გამოქვეყნებულ მასალაში განხილული საკითხი შეესაბამება ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს, ეროვნულ სასწავლო გეგმას და მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს.
7 | ნანა კუჭუხიძე
---------------------------------------------------------------------------------------------------
გამოქვეყნებულ მასალაში მოცემული ინფორმაცია სანდოა. ჩემი, როგორც ავტორის შეხედულებები გამყარებულია ფაქტებით: მოსწავლეები ხალისით საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ დავალების ასეთი ფორმა უფრო ადვილად შესასრულებელი იყო. ვაკვირდებოდი ბავშვებს და მიხაროდა, რომ ჩემი გაკვეთილი მეტად პროდუქტიული გამოდგა. 4.სტატია სრულად პასუხობს მოცემული წიგნი-ჟურნალის ფორმატს.
https://drive.google.com/file/d/1QtIJXT_UcvIu1uNPabZciNzdrYI4J7B4/view?usp=sharing
გაკვეთილის თემა
|
უბედური ქორბუდა-იროდიონ
ევდოშვილი
|
სწავლების საფეხური
|
მე-3 კლასი რუსთავის მე-5 სკოლა
|
ქართული ენა და ლიტერატურა
|
მასწავლებელი ნანა კუჭუხიძე
|
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
მოსწავლე შეძლებს:
·
ვარაუდების გამოთქმას, სიტყვების აღდგენას, ტესტის შევსებას, დანაწევრებული ტექსტის აღდგენას.
·
შეძლებს გამოიტანოს სათანადო დასკვნები;
·
მისწეროს წერილი წარმოსახვით პერსონაჟს;
განუვითარდებათ გაგება-გააზრების, ლოგიკური, შემოქმედებითი აზროვნების უნარ-ჩვევები.
ესგ სტანდარტი:
ქართ. III. 7. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის სხვადასხვა სახის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.
ქართ.III.10.მოსწავლეს შეუძლია კითხვის მარტივი სტრატეგიების გამოყენება.
ქართ.III.11.მოსწავლეს შეუძლია მცირე მოცულობის ტექსტების დამოუკიდებლად შედგენა ნაცნობი ლექსიკის გამოყენებით.
|
წინასწარი ცოდნა
|
მოსწავლეამოიცნობს ნაცნობ სიტყვებს;ხმამაღლა გაბმულად კითხულობს მარტივი წინადადებებით შედგენილ მცირე ზომის ტექსტებს, შეუძლია შეადგინოს და დაწეროს მარტივი წინადადებები.
შეუძლია კომპიუტერის ჩართვა- გამორთვა, touch-pad-ს,
კლავიატურის გამოყენება;საპრეზენტაციო ფორმატის ფაილში მარტივად მუშაობა (სლაიდშოუს რეჟიმის მართვა).
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
მასწავლებელი ახდენს მოსწავლეთა განმავითარებელ შეფასებას დაკვირვების საფუძველზე, თუ:
·
როგორ შეავსეს მოასწავლეებმა დაკარგული სიტყვები(რამდენად მრავალფეროვანი სიტყვები წარმოადგინეს და ემთხვევა თუ არა კონტექსტს);
·
რამდენად გაართვეს თავი კითხვის შერჩეულ სტრატეგიას, „დაკარგულ სიტყვებს“ (შეავსეს ცხრილები, შეადარეს სწორი და არასწორი ვარიანტები. გამოიტანეს დასკვნები, როგორ მიაგნეს სიტყვებს).
·
როგორ ასრულებენ წერით დავალებას რაფთ ფორმატით _ „წერილი მოთხრობის საყვარელ პერსონაჟს“(რამდენად აფასებენ პერსონაჟს, შემოქმედებითად გადმოსცემენ საკუთარ აზრს)
|
სასწავლომასალადატექნიკურირესურსები
დრო 45წთ.
|
მოთხრობის დაბეჭდილი ტექსტები დაკარგული სიტყვებით, ცხრილები ყველა მოსწავლისათვის,
ფურცლები წერილებისთვის, დაფა, ცარცი.
პროგრამა Power PointP_ით დამზადებული დამხმარე ელექტრონული წიგნი,
ელექტრონული სავარჯიშო „ააწყე ტექსტი.“
უკაბელო ლოკალური ქსელი, როუტერი, ბუკები, პროგრამა „კლასის მართვა“.
|
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასომენეჯმენტი
|
მასწავლებელი წინა დღით მოსწავლეებს ბუკებში კლასის მართვის პროგრამის ფაილის გადაგზავნის რეჟიმით აწვდის დამხმარე ელექტრონულ წიგნს და ურიგებს დაბეჭდილ ფურცლებს, სადაც მოცემულია ტექსტი დაკარგული სიტყვებით, სიტყვების ცხრილებით. აძლევს მითითებას, რომ ყურადღებით გაეცნონ გადაგზავნილ ფაილს, მითითებული ინსტრუქციების შესაბამისად გამოიცნონ დაკარგული სიტყვები და შეავსონ ცხრილები. შესრულებული სამუშაო მოიტანონ შემდეგ გაკვეთილზე და ერთმანეთს გაუზიარონ.
ამდენად, გაკვეთილი მიმდინარეობს „შებრუნებული კლასის მოდელით“. მოსწავლეებს გაკვეთილის გამოწვევისა და წვდომის ფაზები სახლში აქვთ გასავლელი.
ელექტრონულ დამხმარე წიგნს წინასწარ ადგენს მასწავლებელი. წიგნში მოცემულია ილუსტრაციები და მასწავლებლის ხმოვანი კომენტარები, რაც მოსწავლეს დახმარებას გაუწევს თავად შეიმეცნოს ახალი მასალა სახლში მუშაობის პროცესში. მოსწავლეს საშუალება ეძლევა ელექტრონული წიგნი მრავალჯერ წიკითხოს და სამუშაო სწორად შეასრულოს.
გამოწვევა: მოსწავლე გამოთქვამს ვარაუდებს ტექსტის სათაურის მიხედვით და აფიქსირებს ფურცელზე.(იხ. სლაიდი 4).
წვდომა:ელექტრონულ წიგნში მოსწავლე იწყებს მოთხრობის ტექტის -მოსმენას(იხ. სლაიდი 5), უკვირდება სიტყვებს, ამოიცნობს დაკარგული სიტყვების სწორ ვერსიებს და აფიქსირებს ცხრილში (იხ. სლაიდი 18).
რეფლექსია: მოსმენის შემდეგ მოსწავლე პასუხობს კითხვებს, რაც წარმოდგენილია ელ. წიგნში ტესტური დავალების სახით (იხ. სლაიდი 21).
მომდევნო დღეს რეფლექსიის ფაზა გრძელდება საკლასო ოთახში ერთ გაკვეთილზე წარმოდგენილი მრავალფეროვანი აქტივობებით.
აქტივობა 1 „დაკარგული სიტყვების“ განხილვა:
მოსწავლეები განიხილავენ დავალების დროს შესრულებულ ცხრილებს, სიტყვების ვარიანტებს, გამოცნობილი სიტყვების რაოდენობას და მსჯელობენ, თუ როგორ ამოიცნეს ეს სიტყვები, რა დაეხმარათ ამისათვის.
მასწავლებელი გახსნის ორსტრიქონიან ფაილს. გაკვეთილის მართვის პორგრამით „ეკრანის გადაცემით“ მასწავლებელი “ჩემი მოფიქრებული სიტყვებისა“ და „ტექსტში მოცემული სიტყვების“ სვეტში წერს ყველა იმ სიტყვას,რომლებიც მოსწავლეებმა დავალების შესრულებისას დაწერეს და ახდენენ საკუთარი ცხრილის ანალიზს.
აქტივობა 2 სავარჯიშო „ააწყე დანაწევრებული ტექსტი,“ დაფიქრდი-დაწყვილდი-გაუზიარე:
მოსწავლეებს კლასის მართვის პროგრამით ეგზავნებათ სავარჯიშო, სადაც მოთხრობის მთელი ტექსტი დანაწევრებულია. მოსწავლეები ინდივიდულაურად აწყობენ ტექსტს, შემდეგ უზიარებენ მეწყვილეს და შეაქვთ შესწორებები. ბოლოს, შემოწმების მიზნით, ერთხელ კიდევ ხდება მოთხრობის ტექსტის წაკითხვა და შესრულებული სამუშაოს შემოწმება.
აქტივობა 3. შემაჯამებელი კითხვები:
მასწვლებელი მთელ კლასს დაუსვამს ტექსტის ანალიზზე და შეფასებაზე ორიენტირებულ კითხვებს:
·
რა ურჩია ქორბუდამ მეგობარს?
·
საით გაეშურნენ ირმები?
·
რა უბედურება შეემთხვა ქორბუდას?
·
როგორ განიცადა მისმა მეგობარმა ქორბუდას სიკვდილი?
აქტივობა 5. რაფთ-ი(როლი,
აუდიტორია,
ფორმატი, თემა):
მასწავლებელი ურიგებს წებოვან ფურცლებს და სთხოვს მოსწავლეებს შეასრულონ წერითი დავალება რაფთ ფორმატში, მათ უნდა მისწერონ წერილი მოთხრობის რომელიმე პერსონაჟს(მონადირეს). წერილში ახსნან, თუ რატომ მოისურვეს მისთვის მიეწერათ წერილი. დასრულებულ წერილებს მოსწავლეები აკრავენ დაფაზე. მასწავლებელი ბავშვებთან ერთად განიხილავს ნაშრომებს.
|
შეფასება: განმავითარებელი
დანართი 2 შეფასების რუბრიკა
დაბალი
|
საშუალო
|
მაღალი
|
მოსწავლეს უჭირს ვარაუდების გამოთქმა, დაკარგული სიტყვების აღდგენა, ტესტის შევსება, დანაწევრებული ტექსტის აღდგენა, უჭირს დასკვნების გამოტანა, წერილის მიწერა.
|
მოსწავლეს ნაწილობრივ უჭირს ვარაუდების გამოთქმა, დაკარგული სიტყვების აღდგენა, ტესტის შევსება, დანაწევრებული ტექსტის აღდგენა, ნაწილობრივ უჭირს დასკვნების გამოტანა, წერილის მიწერა.
|
მოსწავლეს არ უჭირს ვარაუდების გამოთქმა, დაკარგული სიტყვების აღდგენა, ტესტის შევსება, დანაწევრებული ტექსტის აღდგენა, არ უჭირს დასკვნების გამოტანა, წერილის მიწერა.
|
დანართი:
1.
გაკვეთილის გეგმა
2.
შეფასების რუბრიკა
3.
ელექტრონული წიგნი „უბედური ქორბუდა“
4.
ვარაუდების სქემა ---სლაიდი 4 ელექტრონული წიგნიდან
5.
დაკარგული სიტყვები-----სლაიდი 18 ელექტრონული წიგნიდან
6.
შეკითხვები--სლაიდი 20 ელექტრონული წიგნიდან.
7.
ტესტური დავალება ------------ სლაიდი 21 ელექტრონული წიგნიდან
8.
ავაწყოთ ტექსტი
9.
სრული ტექსტი
10. რაფთ სტრატეგია
დანართი 4.
სლაიდი 4 ელექტრონული წიგნიდან
შენი ვარაუდი ჩაწერე მოცემულ ფორმაში
--------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
დანართი 5 . სლაიდი 18 ელექტრონული წიგნიდან
გამოტოვებულ ადგილას ჩასვი მოქმედების აღმნიშვნელი სიტყვები.
საშინელი ზამთარი------------. ისეთი დიდი თოვლი -------, რომ მთლად ---------- ჯაგები და ჩირგვები. დიდრონ ხეებს ნახევრად ---------. ზოგი მათგანი ისე დაიტვირთა, რომ თოვლზე -------------------.
დანართი 6. შეკითხვები--სლაიდი 20 ელექტრონული წიგნიდან.
1.რატომ გადაწყვიტეს ირმებმა მთის დატოვება?
2.როგორ არის ტექსტში აღწერილი ზამთარი?
3.რატომ დარჩა ირემი ცალად?
4.როგორ არის მოთხრობაში მისი განცდები?
5.ადამიანის რა თვისება ჩანს ამ მოთხრობაში?
6.თქვენი აზრით მწერალი იწონებს ადამიანის მოქმედებას? დაასაბუთეთ.
დანართი 7. ტესტური დავალება ------------ სლაიდი 21 ელექტრონული წიგნიდან
რა ბედი ეწეოდა ცალად დარჩენილ ირემს?
1.იგი მაშინვე უკან დაბრუნდებოდა.
2.ბოროტი ადამიანი მოუსწრაფებდა სიცოცხლეს.
3.ირემი ადამიანისთვის სამაგიეროს გადახდას ეცდებოდა.
დანართი 8. სავარჯიშო „ააწყე დანაწევრებული ტექსტი,“ დაფიქრდი-დაწყვილდი-გაუზიარე:
დანართი 9. სრული ტექსტი.
იროდიონ ევდოშვილი „უბედური ქორბუდა“
სრული ტექსტი
-წავიდეთ, გავშორდეთ ამ ოხერ ქედებსა და
ტყეს,თორემ ვიცი, ცოცხალი არც ერთი არ გადავურჩებით ამ ზამთარს!- მირჩევდა ჩემი მეგობარი, ჩემი განუყრელი ამხანაგი ქორბუდა. ეს სახელი ირმებმა მას დიდი რქების გამო შეარქვეს.
მირჩევდა და მართალიც იყო.საშინელი ზამთარი დაგვიდგა.ისეთი დიდი თოვლი მოვიდა, რომ მთლად დაფარა ჯაგები, ჩირგვები. დიდრონ ხეებს ნახევრად ასწვდა. ზოგი მათგანი ისე დაიტვირთა ზევიდან, ,რომ მოხუცივით წელში მოიხარა, ზოგიც თოვლზე წამოიქცა. აღარსად ჩანდა გზა და კვალი. არ გაირჩეოდა, სად იყო ნაპრალი, სად იყო კლდე და ღრე.სიცივისაგან ყვავიც კი ვეღარ აღებდა პირს, რომ დაეჩხავლა. საჭმელიც მთლად გამოილია. მთაში აღარ გვედგომებოდა.
ერთ საღამოს ქორბუდამ რქები მხრებზე გადაიწყო, შემომხედა და გაიშვირა წინ ცხვირი: „იქით, იქითო“. გავწიეთ ბარისაკენ. ის წინ მიდიოდა, მე უკან მივდევდი. მთვარიანი ღამე იყო. მშივრებმა, დაღლილ-დაქანცულებმა გათენებამდე მივაღწიეთ ბარს. მთის შემდეგ ბარის ჰავა გაზაფხულად გვეჩვენა. ჭალაში გულიანად ვისაუზმეთ,წყლით გული ვიჯერეთ და დასასვენებლად წამოვწექით. მივეთბუნეთ ერთმანეთს.
მაგრამ ვაი, რომ დიდხანს არ გაგრძელდა ჩვენი ბედნიერება!
_ჰაფ,ჰაფ,ჰაფ!_მოგვესმა უცბად ძაღლის ყეფა.
-ირმის კვალია, ირმისა!-მოისმა ხმები.
-მტერია, თავს ვუშველოთ!- მანიშნა ქორბუდამ,რქები მხრებზე გადაიწყო და ისე მიარღვევდა ხშირ, აყრილ ჭალას. მე უკან მივდევდი.
ამ დროს იგრიალა თოფმა და ქორბუდა, მოსხლეტილი ოთხივე ფეხით, დაეცა ძირს. მხოლოდ ერთიღა შემომხედა გამწარებულმა. „მშვიდობით, მშვიდობითო“,-მეუბნებოდნენ მისი თვალები.
„იმ ბოროტებმა, დეე, მეც მომკლან-მეთქი,“-ვამბობდი გამწარებული გულში და თვალებიდან ცრემლები წვიმასავით წამომივიდა.
მშვიდობით, მშვიდობით, ჩემო უბედურო ქორბუდავ! ახლა დავდივარ , დავხეტიალობ მარტოდმარტო მთა-ბარად; ჩემი სიცოცხლე რაღა სიცოცხლეა! დავდივარ დაობლებული და ყოველ წუთს თვალწინ მიდგას ჭალის პირას მონადირის მიერ ტყვიით განგმირული ქორბუდა.
„რაფთ “ სტრატეგია
მისწერეთ
წერილი მონადირეს
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
No comments:
Post a Comment