პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა


                                   

                                     ქცევის პრობლემა  II  კლასში



ქ. რუსთავის სსიპ მე-5 სკოლა


პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა



                                                                    

                                                                           კვლევის ავტორი:
                     დაწყებითი კლასის პედაგოგი: ნანა კუჭუხიძე




   

სარჩევი
თავი I
1.აბსტრაქტი----------------------------------------------------------- 1

1.1.აქტუალობა---------------------------------------------------------1
1.2.საკვლევი საკითხის მიმოხილვა--------------------------------- 2
1.3.რობლემის გამომწვევი მიზეზები--------------------------------2
1.4.კვლევის მიზანი---------------------------------------------------  3
1.5. კვლევის ამოცანები------------------------------------------------3
1.6. ჰიპოთეზა-----------------------------------------------------------3
თავი II
 პრაქტიკული კვლევის  არსი-----------------------------------------4
თავი III
ლიტერატურის მიმოხილვა---------------------------------------- 5
კვლევის დიზაინი(ძირითადი საკვლევი კითხვები)-----------11
  თავი  IV
4.1.კვლევის მეთოდები(პრობლემის იდენტიფიცირება)--------12
4.2.კვლევის ვადები--------------------------------------------------13
თავი V
 მონაცემთა ანალიზი-----------------------------------------------14
5.1.კვლევის მიგნებები-----------------------------------------------8
5.2. ინტერვენციები--------------------------------------------------19
 თავიVI
ინტერვენციების შეფასება-----------------------------------------19
6.1.რეკომენდაციები------------------------------------------------ 24
თავი VII                                                                                                                  1.            
დასკვნა---------------------------------------------------------------25
19.ბიბლიოგრაფია---------------------------------------------------26
20.დანართი-----------------------------------------------------------28


აბსტრაქტი
  პრაქტიკული  კვლევა ჩატარდა ქალაქ რუსთავის მე-5 საჯარო სკოლის IIდ კლასში. პრაქტიკული კვლევის არსი  მდგომარეობდა იმაში,  რომ შემესწავლა ამ კლასში არსებული რთული ქცევის პრობლემა და დამედგინა მიზეზები. კვლევის საფუძველი გახდა კლასში შემსვლელი მასწავლებლების, მშობლებისა  და რა თქმა უნდა  ჩემი სურვილიც, გაუმჯობესებულიყო დისციპლინა. კვლევა  განხორციელდა 2018 წელს, სასწავლო წლის მე-2 სემესტრში პრაქტიკული კვლევის  მიდგომებით.კვლევის მეთოდოლოგიად შეირჩა პრაქტიკული კვლევა, რომლის ფარგლებშიც  გამოყენებულია როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი კვლევის მეთოდები.

            


    აქტუალობა

       ბოლო დროს აქტუალური გახდა ბავშვის უფლებები. მათ კარგად იციან ეს უფლებები, მაგრამ მაინც უჭირთ აღიარება და გაცნობერება. სწორედ ეს წარმოქმნის პრობლემებს. მასწავლებლის მითითება, მინიშნება, მოწოდება, მოთხოვნა სწორი ქცევისაკენ, არაეფექტური სტრატეგიაა, რადგნ ამ დროს მასწავლებლის ტონი უფრო ავტორიტარულია, ვიდრე დემოკრატიული. სწორედ ეს ხდება კლასში არაჯანსაღი ურთიერთობების საფუძველი. „დამჯერი “ ბავშვები ლიდერები ხდებიან, დანარჩენებისათვის კლასში სწავლაც და ურთიერთობებიც უინტერესო და მოსაბეზრებელი ხდება. ამის მიზეზი  კი, პედაგოგთა არასწორი მიდგომაა. ამიტომ,  სრულყოფილი სასწავლო პროცესის განმსაზღვრელი  მოსწავლისა და მასწავლებლის კეთილგანწყობილი, ნდობითა და სიყვარულით განმსჭვალული ურთიერთობაა.  საკლასო დისციპლინა კი ხელს უწყობს კარგი გაკვეთილის ჩატარებას.კლასის მართვა ყოველთვის აქტუალური და პრობლემატური საკითხი იყო    
განათლების სფეროში.  ზოგიერთი მოსწავლე არ არის დაინტერესებული და არღვევს       სასწავლო პროცესს. პედაგოგების მცდელობის მიუხედავად, წაახალისოს  ქცევა, მოსწავლე  მაინც შეუსაბამოდ იქცევა. ეს კი უარყოფითად მოქმედებს შედეგზე. ჩემს პრაქტიკაში, ჩემს სადამრიგებლო კლასშიც გამოიკვეთა რთული ქცევისა და დისციპლინის პრობლემები. გადავწყვიტე გამომეკვლია გამომწვევი მიზეზები და აღმომეფხვრა არასაუსრველი ქცევები.
          კვლევაში ჩართვა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების საუკეთესო საშუალებაა,პროფესიულად მზარდი მასწავლებელი მუდმივად განაახლებს საკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკას, რაც სკოლაში სწავლა- სწავლების ხარისხის ამაღლებისა და მოსწავლეთა ჩართულობის გაუმჯობესების აუცილებელი პირობაა.
          ჩემ მიერ განხორციელებული კვლევა  და კვლევის შედეგების გაზიარება დაეხმარება კოლეგებს თვითონ წარმართონ პედაგოგიური კვლევა, პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით. კვლევის გაცნობა  სკოლას საშუალებას მისცემს დააკვირდნენ მოსწავლეთა ქცევას. გაუმჯობესდება დისციპლინა კლასში, გაიზრდება მოსწავლეთა ჩართულობა გაკვეთლზე, ამაღლდება მოტივაცია.
           

საკვლევი საკითხის მიმოხილვა

               კვლევის საფუძველი გახდა  IIდ კლასში რთული ქცევისა და დისციპლინის  პრობლემები. კლასში არის საშუალება, რომ ტექნოლოგიის გამოყენებით  წარიმართოს სწავლა-სწავლების პროცესი, მაგრამ  მაინც წარმოიშვა ქცევისა  და დისციპლინის   დარღვევასთან  დაკავშირებული პრობლემები. მოსწავლეებთან,  მშობლებთან და კლასში შემსვლელ მასწავლებლებთან  საუბრის შემდეგ აღმოჩნდა, რომ პრობლემა ნამდვილად არსებობს. გადავწყვიტე გამომეკვლია მათი ქცევა და აღმომეფხვრა ეს სირთულეები  კლასში შემსვლელ პედაგოგებთან და სკოლის ფსიქოლოგთან ერთად, ურთიერთდახმარებით. პრობლემა წარმოიშვა 2017 წლის ბოლოს და მას შემდეგ ვმუშაობ ამ საკვლევ საკითხზე.
           
              



           პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები                                   2.
1.      დარღვეულია გენდერული ბალანსი.(20 ვაჟი, 9 გოგონა).                                        3                            
2.      შინაგანი და გარეგანი ფაქტორები:  კლასში ბიჭების  სიმრავლე,  სიმორცხვე, კომპლექსები, აუდიტორიის წინაშე გამოსვლა,  მასწავლებლის დამოკიდებულება, უინტერესო გაკვეთილი, თანაკლასელის მიერ წაქეზება, გაკვეთილის მოუმზადებლობა.

      კვლევის მიზანი:
 ჩემი კვლევის მიზანს წარმოადგენს  II  კლასში  შევისწავლო ქცევის წესებისა  და  დისციპლინის  დარღვევით გამოწვეული  პრობლემები და გამოვნახო  ამ პრობლემის აღმოფხვრისა და გადაჭრის გზები.

       კვლევის ამოცანები

v  დაკვირვება მოსწავლეთა ქცევაზე კლასში, დასვენების დროს, ინგლისურის გაკვეთილზე, სპორტის გაკვეთილზე.
v  ფოკუს ჯგუფი მოსწავლეებთან.
v  ფოკუს ჯგუფი მასწავლებლებთან.
v  მოსწავლეთა და მშობელთა გამოკითხვა.(ანკეტირება).
v  მონაცემთა ანალიზი.
v  შდეგებისა და დასკვნების  პრეზენტაცია.



                                        

        ჰიპოთეზა
                 II დ კლასში დისციპლინის  დარღვევისა  და რთული ქცევების აღმოფხვრა შესაძლებელი იქნება  იმ შემთხვევაში,  თუ მასწავლებელები შეუქმნიან მოსწავლეებს  კეთილგანწყობილ და უსაფრთხო სასწავლო გარემოს, გაითვალისწინებენ  მოსწავლეთა  ინდივიდუალურ და ფსიქოლოგიურ  თავისებურებებს. ჩაატარებენ ტექნოლოგიური საშუალებებით გამდიდრებულ გაკვეთილებს.                                                                                                                    
                                                                                                         4.
 პრაქტიკული კვლევის არსი
         კვლევა განვახორციელე   დაწყებითი საფეხურის  II დ კლასში. საკუთარი პრაქტიკიდან გამომდინარე წამოვჭერი პრობლემა, რომელიც შეეხებოდა   II დ კლასში დისციპლინის დარღვევას და მისი გაუმჯობესების გზებს.  პრაქტიკული კვლევა თანამშრომლობითი, კოლექტიური  მიდგომაა, ერთობლივი ძალისხმევით  განხორციელებული ქმედება. პრაქტიკულ კვლევაში მონაწილე ადამიანები  ერთიანდებიან, უზიარებენ ერთმანეთს მოსაზრებებს და სწორი გადაწყვეტილებებით აღწევენ სასურველ შედეგს.
                                             


                         

  კვლევაში მონაწილე რესპოდენთა რაოდენობა

1.სსსიპ ქალაქ რუსთავის მე-5 საჯარო სკოლის II დ  კლასის 29 მოსწავლე.
2. სსსიპ ქალაქ რუსთავის მე-5 საჯარო სკოლის II დ  კლასის 29  მშობელი.
3. სსსიპ ქალაქ რუსთავის მე-5 საჯარო სკოლის II დ  კლასში შემსვლელი
                                                                                                            3  პედაგოგი.
 4.სკოლის ფსიქოლოგი.
 სულ 62 რესპოდენტი.

                                                  
     
                

                                                                                                                              5.
 ლიტერატურის მიმოხილვა  
             მოსწავლეთა ქცევისა და კლასის ეფექტური მართვა მასწავლებლის ერთ- ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და  რთული საქმიანობაა.კლასის მართვა მასწავლებლის მხრიდან მხოლოდ დისციპლინისა და კონტროლის შენარჩუნება არ არის. ის გულისხმობს კლასის ორგანიზების მთლიან პრცესს, რომლის დროსაც სასწავლო მიზნები ეფექტურდ მიიღწევა. გამოცდილი მასწავლებლები ამბობენ, რომ წარმატებული მართვის საიდუმლო კლასის ორგანიზებაშია და ამიტომ ისინი  მართვას  ხშირად  ქცევის წესების გაცნობით იწყებენ.(მური,2003).                                                                                                                         კლასის მართვის უმთავრესი კომპონენტია დისციპლინის შენარჩუნება, რაც ძალიან რთულია. დისციპლინის დამკვიდრება კლასში მხოლოდ დასჯასთან არ არის დაკავშირებული. დასჯა არის უდისციპლინო ქცევაზე მასწავლებლის რეაქცია, ხოლო დისციპლინა გულისხმობს, როგორც უდისციპლინო ქცევაზე ადეკვტურ რეაქციას, ასევე ამგვარი ქცევების თავიდან აცილებას.(მური,2009).                                                          დისციპლინა-ეს არის სწავლების პროცესის მართვის მყარი ასპექტი და არის იმ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელთაც მასწვალებელი მოსწავლეთა ქცევის პრობლემების მინიმუმამდე დასაყვანად იყენებს. პროფესიონალი პედაგოგი ადეკვატურად უნდა რეაგირებდეს მოსწავლის პრობლემურ ქცევაზე. „ნამდვილი დისციპლინა შეგნებული ხასიათისაა. დისციპლინას მხოლოდ მაშინ ექნება მაქსიმუმი აღმზრდელობითი მნიშვნელობისა, როდესაც ბავშვები თვითონ იმსჯელებენ იმის შესახებ, თუ  როგორ უნდა იქცეოდნენ და თვითონვე ცდილობდნენ  თავისი შეგნებული გადაწყვეტილების ცხოვრებაში გატარებას(დ. უზნაძე). დისციპლინის საკითხი ყველა ეპოქაში თანაბრად აქტუალური იყო. ეს თემა ყოველთვის იქცევდა მეცნიერთა ყურადღებას. მათ შექმნეს კლასის მართვის სტილის შესაბამისი სხვადასხვა მოდელი: ჰუმანისტური მოდელი,დემოკრატიული მოდელი,ბიჰევიორისტულ-ავტორიტარული მეთოდი. ჰუმანისტური მოდელი მიმართულია მოსწავლეზე,მისი პიროვნების პატივისცემაზე.ის უპრატესობას ანიჭებს ბავშვს. კლასში ყველა ბავშვი აღიქმება პიროვნებად.(კარლ როჯერსი-თავისუფლება სკოლაში,მაიკლ მარლენდი-ბავშვების სიყვარული).დემოკრატიული მოდელი მიმართულია მოსწავლეზე ,მისი პიროვნების პატივისცემაზე.მოსწავლეს საშუალება ეძლევა მონაწილეობა მიიღოს კლსის მართვაში. ეს მოდელი უპირატესობას ანიჭებს მოსწავლისა და მასწავლებლის თანამშრომლობას, რათა მოხდეს ქცევის პრევენცია (იაკობ კუნინი-შინაური მასწავლებელი,რუდოლფ დრეიკურსი-ლოგიკური მიგნებები). ბიჰევიორისტულ-ავტორიტარული მოდელი უპირატესობას ანიჭებს მასწავლებელს, რომელიც მიმართავს მოსწავლეთა ქცევის არა პრევენციას, არამედ კორექციას. ამ დროს ხდება ნეგატიური ქცევების აღმოფხვრა, პოზიტიურის
                                                                                                                                                    6.
განმტკიცება.(სკინერი-ქცევის მოდიფიკაცია). ამ დროს მასწავლებელი ზედმეტად აკონტრლებს პროცესს.მოსწავლეებს საკუთარი აზრის გამოთქმის არანაირი საშუალება არ აქვთ. მოტივაცია  გარეგანია და დამოკიდებულია ჯილდოზე. სწავლებაში  წარმატების მიღწევა დამოკიდებულია კლასის მართვის სტრატეგიების სწორ არჩევაში: როგორი მოქალაქე გვინდა აღვზარდოთ, რა  უნარ-ჩვევებით უნდა იყოს იგი აღჭურვილი, როგორი უნდა იყოს მისი ქცევა  საკლასო და სასკოლო გარემოში .მოსწავლეებში კარგი ქცევის ჩამოყალიბება ხდება მხოლოდ სწორი არჩევანის გაკეთებით და არა დასჯით,როცა მასწავლებელი კლასში შეკითხვებს სვამს, ხედავს, რომ ხშირია მოსწავლეთა ერთობლივი პასუხები, მოსწავლეები ხელის აწევის გარეშე ქაოსურად პასუხობენ და ცდილობენ გადაფარონ ერთმანეთის პასუხები, რაც კლასში აურზაურს იწვევს და ართულებს  იმის გაგებას, თუ ვინ არის მოპასუხე. მასწავლებელი ჯერ უთითებს მოსწავლეებს, შემდეგ იგი ღიზიანდება და მკაცრი განმარტებებით,  ხანაც საყვედურებით, ცდილობს კლასში მდგომარეობის გამოსწორებას, თუმცა უშედეგოდ. დავეხმაროთ მასწავლებელს! მასწავლებელი ასწავლის  მოსწავლეებს, რომ გაკვეთილზე  წამოყვირება და ერთობლივი პასუხები მიუღებელია, უხსნის ამ წესის ცოდნისა და შესრულების მნიშვნელობას. ასევე მიზეზს, თუ, რატომ არ შეიძლება მოსწავლეები იქცეოდნენ ასე. მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს საშუალებას თავადვე გამოხატონ, გამოთქვან მოსაზრება,რატომ არ შეიძლება ამის გაკეთება ,მასწავლებელი ამ დროს ხელმძღვანელობს ლოგიკური, ბუნებრივი და სწორი მიმდევრობის სტრატეგიით და არა დასჯით. დასაწყისში უხსნის და უმარტავს მოსწავლეებს ქცევის წესების დაცვის მნიშვნელობას, თვითონ მოსწავლეებსაც აძლევს საშუალებას საკუთარი აზრის გამოთქმით გააკეთნ  სწორი დასკვნა. სწავლების ასეთი სტრატეგიების გამოყენება ხელს უწყობს გაკვეთილის სასურველი ფორმით წარმართვასა და უდისციპლინო ქცევის თავიდან აცილებას. ნებისმიერი მასწავლებელი დაადასტურებს რომ დისციპლინის დარღვევის შემთხვევების გარეშე სასწავლო პროცესის წარმართვა, კლასის საუკეთესოდ  მართვის შემთხვევაშიც კი შეუძლებელია. ფსიგოლოგებიმოსწავლეთა ქცევითი დარღვევების სხვადასხვა მიზეზს ასახელებენ: ბავშვის ფსიქიკური სამყაროს სენსიტიურობა, არაცნობიერი მოტივები, მემკვიდრეობა, გარემო, აღზრდის დეფიციტი. შესაძლოა ზოგიერთი მშობელი დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს იმას, თუ როგორ სწავლობს ბავშვი სკოლაში, ან უარყოფითად იყოს  სკოლის ან რომელიმე  მასწავლებლის მიმართ  განწყობილი, რაც ბავშვებზეც აისახება. უპირველესად გასარკვევია, რატომ იქცევიან  მოსწავლეები ცუდად და რა განაპირობებს  ასეთი ქცევის ნაირგვარობას. პასუხები ასეთია: ისინი იმ ქცევას  ირჩევენ,  რომელიც კონკრეტულ სიტუაციას სეეფერება. მოსწავლის ნებისმიერი ქცევა ერთ მიზანს ემსახურება-იპოვოს  თავისი ადგილი სკოლაში, იგრძნოს სასკოლო ცხოვრებაში მონაწილეობა და საჭიროება.
                                                                                                                                                       7.       
    ამერიკელი მეცნიერი გლასერი წერს: თუ ბავშვის პიროვნული მოთხოვნილებები სახლში არ რელიზდება,მისი რეალიზება სკოლაში უნდა მოხდეს. ამერიკელმა პედაგოგმა რუდოლფ დრეიკურსმა    გამოყო შემდეგი მოტივები: ყურადღების მიპყრობა, ძალაუფლება, შურისძიება ან წარუმატებლობისაგან თავის დაღწევა. ქცევის მოტივის ცოდნა საჭიროა იმისათვის, რომ გამოვიცნოთ მოსწავლის რეაქცია ჩვენს პედაგოგიურ ზემოქმედებაზე. დისციპლინის დარღვევის დროს  უნდა ავარჩიოთ ჩარევის ხერხები, რომლებსაც ორი მიზანი აქვს: შეაჩეროს არასასურველი ქცევა და იმოქმედოს მოსწავლეზე ისე, რომ მისი შემდგომი ქცევა უფრო მისაღები იყოს. 
                        ხშირად დისციპლინა ირღვევა მაშინ, როცა მოსწავლეს უწევს  მოსაწყენი საქმის კეთება. სწავლების მეთოდის შეცვლამ, შესაძლოა მოსწავლეები გაახალისოს და მოტივაციაც გაზარდოს. უდისციპლინო ქცევის აღმოსაფხვრელად მკვლევარები გვთავაზობენ ხუთ მთავარ რჩევას. (არენდსი, 1998).                                                             
1.      თუ უდისციპლინო ქცევა არ იწვევს აურზაურს, ნუ მიაქცევთ ყურადღებას.
2.      მოსწავლეს, რომელიც სხვისი ყურადღების მიპყრობას ცდილობს, დაავალეთ რამე.
3.      თუ კარგად გაიცნობთ მოსწავლეებს, თქვენ შეძლებთ პრობლემის  გამომწვევი მიზეზების  დადგენას. შესაძლებელია მოსწავლეს პრობლემა ჰქონდეს სახლში, ან სკოლაში ჩაგრავდნენ, შესაძლოა უჭირდეს ახალი მასალის ათვისება. ასეთი მიზეზების ცოდნა მასწავლებელს დაეხმარება  სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.
4.      მიუთითეთ მოსწავლეს სწორ ქცევაზე  და შეახსენეთ, თუ რა შედეგებს გამოიღებს მისი მხრიდან უდისციპლინო ქცევის გაგრძელება.
5.      თუ მოსწავლე ხშირად იქცევა ცუდად, მასწავლებელმა უნდა აღრიცხოს მისი ქცევები. ეს შეიძლება გარკვეულ ჯილდოს დაუკავშირდეს. მაგალითად, თუ მოსწავლე გარკვეული დროის განმავლობაში არ დაარღვევს დისციპლინას, იგი მიიღებს ჯილდოს, ხოლო მოსწავლეები, რომლებიც   გაფრთხილების მიუხედავად რამდენჯერმე დაარღვევენ დისციპლინას, დაისჯებიან.
      ქცევის მართვის ერთ-ერთი აპრობირებული მეთოდია კლასში მოსწავლეთა ქცევის წესების შემოღება. ხშირად ხდება მოსწავლეთა მისწრაფებების, ქცევების, აზრების იგნორირება  და ამიტომ იჩენს თავს პრობლემები არა მარტო
                                                                                                                                                      8.
ურთიერთობებში, არამედ მოსწავლეთა ქცევებსა და დამოკიდებულებებში. ამ დროს მასწავლებლის წინაშე სირთულის გადალახვის აუცილებლობა დგება, ხოლო თუ მას გაცნობიერებული აქვს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების არსი, საჭიროა ფლობდეს კიდეც სტრატეგიებს იმისათვის, რომ დროულად დაძლიოს პრობლემა. უპირველესი ნაბიჯი, რომელიც მასწავლებელმა უნდა გადადგას, არის თანამშრომლობა. ამ შემთხვევაში  მასწავლებელმა უნდა დატოვოს ავტორიტარული ჩარჩო და თავისი ყოველი ნაბიჯი უნდა გახადოს დემოკრატიული.
         როცა მოსწავლეები რწმუნდებიან, რომ მათ პატივს სცემენ, პროვნებად აღიარებენ, ენდობიან, თანამშრომლობენ და ზრუნავენ მათზე, ისინი იოლად ემორჩილებიან არა მარტო საგაკვეთილო პროცესში მიცემულ ინსტრუქციებს, არამედ საკლასო ნორმებსა და საკოლო წესებსაც კი. ამგვარი თანმიმდევრული სტრატეგიის  გამოყენებით მასწავლებელი ეხმარება მოსწავლეებს სწორი არჩევანის  გაკეთებასა და მართებული ქცევის ჩამოყალიბებაში, რაც საბოლოოდ ხელს უწყობს თვითდისციპლინის დანერგვასა   და განმტკიცებას.
        თანამედროვე კვლევებზე დყრდნობით ბავშვებში ქცევითი პრობლემების ორი ჯგუფი გამოიყოფა:ექსტერნალიზებული და ინტერნალიზებული.(ქცევითი პრობლემები.(Achenbach,1991;Frick&Kimonis,2008)
      ექსტერნალიზებულ ქცევით პრობლემებში ერთიანდება ჰიპერაქტიურობა და აგრესიული ქცევა. ექსტერნალიზებულ ქცევით პრობლემებს შეიძლება ავლენდეს ბავშვი სხვდასხვა მიზეზის გამო:აკადემიური სიძნელეები,სასკოლო მოთხოვნებისაგან თავის არიდება, ყურადღების ცენტრში ყოფნა.
    ინტერნალიზებული  ქცევითი პრობლემების ქვეშ  მოიაზრება სიმორცხვე, დეპრესია, შფოთვა, განრიდება.( Achenbach,1991;Blandon et al,2010).
    კვლევის შედეგად ინტერნალიზებული ქცევის ორი ფაქტორი გამოიყოფა-ბავშვის ტემპერამენტი და ოჯახური გარემო. ორივე ფაქტორმა შეიძლება დამოუკიდებლად ან ერთობლივად იქონიოს გავლენა  ქცევაზე(Leve et al,2005). ექსტერნალიზებული ქცევა უფრო ხშირად ხვდება მშობლებისა და მასწავლებლების ყურადღების ცენტრში.ეს განპირობებულია იმით,  რომ ექსტერნალიზებული ქცევა ხელის  შემშლელია სასწვლო პროცესში,  მაგრამ არანაკლებ საზიანოა ინტენალიზებული ქცევაც,რადგნ ამ დროს მოსწავლე ნაკლებად ჩართულია საწავლო პროცესში და თანატოლებთან ურთიერთობაში(Spere & Evans 2009).
    გასაკვირი არ არის ის  რომ ქცევითი პრობლემების მქონე მოსწავლეებს ნაკლებად განვითრებული ინტერპერსონლური უნარები აქვთ. ქცევითი პრობლემების
                                                                                                                                                       9.
განვითრება მრავალ ფაქტორს უკავშირდება, ეს არის ინდივიდუალური რისკ-ფაქტორები:ტემპერამენტი და სოციალური ფაქტორი:ოჯახის გავლენა, მშობლების აღზრდის სტილი, არათანმიმდევრული დისციპლინა, მშობლების ფსიქოპათოლოგია, თანატოლებთან ურთიერთობები, სიღარიბე და მძიმე სოციალური პირობები.( Frick&Kimonis,2008;Hill,2002).თუმცა აღნიშნული ფაქორების შემცირება სახლსა თუ სკოლის გარემოში განხორციელებლული სტრატეგიული ინტერვენციებით არის შესაძლებელი(Brotman et al, 2011). ალან გუგენბული აღნიშნავს, რომ ხშირად მოსწავლეები აგრესიასა და ძალადობრივ ქცევებს ავლენენ არა მხოლოდ იმიტომ,  რომ რთულ ოჯახურ პირობებზე ან სტრესზე აქვთ რეაქცია, არამედ ზოგჯერ, მათ აგრესიულობა და  ძალადობრივი ქცევები იზიდავს და ხილბავს. ანალიტიკური ფსიქოლოგია გვიხსნის, თუ რა იმალება ბავშვის მძაფრი ემოციური განცდებისა და მოზღვავებული აგრესიული ქცევების მიღმა. ბავშვს ერთგვარი გმირობის გამოვლინება სჭირდება, ამიტომ ამ პრობლემებთან გამკლავებას ისეთი მიდომა სჭირდება,  რომელიც ყურადღებას ამახვილებს სიმპტომების შემცირებასა და ქცევითი პრობლემების გაგებასა და ანალიზზე.ერთერთი ასეთი მიდგომაა მითოდრამა-ფსიქოთერაპიული მიდგომა, რომელიც სახეებს ანიჭებს უპირატესობას. მითოდრამა წარმოადგნს ჯგუფურ ,ფსიქოთერაპიულ მეთოდს, რომელიც  ალან გუგენბულმა 1990-იან წლებში შეიმუშავა. ალან გუგენბული არის  ანალიტიკოსი, ციურიხის განათლების უნივერსიტეტის პროფესორი, ციურიხის მითოდრამისა და კონფლიქტების მართვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი(IKM).
      მითოდრამის მთავარ იდეას წარმოადგენს წარმოსახვის გააქტიურება და შინაგანი სახეების, მითების გაღვიძება ,რომლებიც ღრმად არის ჩაფლული ადამანის ფსიქიკაში. ბავშვებს სჭირდებათ  სიმბოლო, როგრც ხიდი შიდა და გარე რეალობის დასაკავშირებლად.მითოდრამა ბავშვებს აძლევს შესაძლებლობას მოსწყდნენ ყოველდღიური ცხოვრების მშრალ ფაქტებს და ზღაპრების, მითების საშუალებით ისაუბრონ საკუთარ პრობლემებზე(Guggenbuhl 1990). მეთოდის არსი იმაში მდგომარეობს, რომ განდევნილი, არაცნობიერი მოტივებისა და ემოციების გამოხატვა მოხდეს სიმბოლური გზით, როლების გათამაშების საშუალებით. მითოდრამის კიდევ ერთი მახასიათებელია საშიში სცენების  ამსახველი სუჟეტების თხრობა.
       ბავშვებს ისეთი მოთხრობების მოსმენა უყვართ, სადაც ურჩხულები ჩნდებიან ,დრაკონები დაქრიან, გმირი სადღაც ხვრელში უჩინარდება. მაგრამ რა მიზეზი უნდა ვეძებოთ ასეთი ამბების მიღმა? ალან გუგენბული პრაქტიკული დაკვირვების საფუძველზე წერს: როდესაც მშვენიერ, ჰარმონიით სავსე ამბებს ვუკითხავთ ბავშვებს, ბევრ მათგანს უჭირს კონცენტრირება. ისინი იწყებენ გარშემო სიარულს. შეიძლება მოიწყინონ კიდეც ,მაგრამ როცა მასწავლებელი უკითხავს ამბავს როგორ
                                                                                                                                                   10.                                                                                                                                                                                             
გადაყლაპა უშველებელმა მცენარემ ადამიანი, რთული ქცევის ბავშვი მაშინვე მოულოდნელად წყვეტს  ყვირილსა და სირბილს.(გუგენბული, 1990).
      რა ფსიქოლოგიური მიზეზები შეიძლება ვეძებოთ ამგვარი ქცევის საფუძველში:გუგენბული მიზეზად ასახელებს იმას, რომ ეს არის არაცნობიერი საპირისპირო მხარის  ემოციების, გრძნობების, იდეების, რწმენის  ერთობლიობის გამოვლენა, როდესაც ცხოვრებაში რამე დომინანტური ხდება.გუგენბული ამბობს რომ: ბავშვებს ერთგვარი რეაქცია აქვთ აღზრდაზე ,ცივილიზებულ ქცევაზე. მოიქეცი კარგად, იყავი მამაცი ,სამართლიანი, აკონტროლე ემოციები, ეს ის შეგონებები, რომლებიც ბავშვებს ესმით უფროსებისაგან. ასეთ სამყაროში დემონები აკრძალულია, ეს სამყარო ბავშვების შინაგანი სამყაროს საპირისპირო რეალობას წარმოადგენს. ამიტომ ბავშვები მშვიდდებიან,  როდესაც ისეთ ამბებს ისმენენ,  სადაც თავისი ფანტაზიები შეიძლება მოათავსონ.
     რადგან განათლებაში საშინელებათა ამბების ადგილი არ არის, სათამაშო ინდუსტრიებმა და საბავშვო წიგნებმა თავის თავზე აიღეს ამ ადგილის შევსება, სამწუხაროდ ეს ამბები ხშირად სულაც არ არის შესაფერისი ბავშვისათვის.ზოგი ძალიან რეალისტური,ა რამაც  შეიძლება ბავშვი შეაშინოს. ასეთ ამბებს ღირებულება აკლია.
    მეთოდი მითოდრამა მდგომარეობს შემდეგში: აქტივობა მოიცავს 5-10 წუთს, რთული ქცევის მქონე  ბავშვები გაერთიანებულნი  არიან ჯგუფში ,მათ უფლება ეძლევათ თავისუფლად იმოძრაონ ოთახში, განასახიერონ ცხოველები, ზოგი დათვივით დაბაჯბაჯებს, ზოგი სპილოსავით დადის, ზოგი ლომივით ღრიალებს. უყვირიან ერთმანეთს ძალიან ხმამაღლა. ამ აქტივობის შემდეგ სხდებიან, ხუჭავენ თვალებს და მზად არიან ზღაპრის,მითის ან ლეგენდის მოსასმენად, თხრობა ზეიპირი უნდა იყოს, არავითარ შემთხვევაში წაკითხული.ზღაპრის ან მითის მოსმენისას ბავშვები ხელახლა განიცდიან და ხვდებიან იმ სირთულეებს, რომლბიც ოდესმე გადაუტანიათ ცხოვრებაში ,აღმოაჩენენ, რომ ის, რაც რეალურ სამყაროში ხდება, მეორდება და ასახულია ზღაპრების სამყაროში., ისეთი ამბები უნდა შეირჩეს, როგორიცაა შიშის დაძლევა, უსამართლობის მ სხვერპლი, ჩაგვრა, ამბები გოლიათებზე, ჯადოქრებზე, ურჩხულებზე, რომლებიც გამოქვაბულში ცხოვრობენ, სუპერგმირზე,  ჯარისკაცზე. ზღაპრები და მითები მოსწავლეს საშუალებას აძლევს არაპირდაპირი გზით გამოხატოს შინაგანი განცდები და ისაუბროს პირად პრობლემებზე, სირთულეებზე. ასეთი ამბების მოსმენისას ბავშვები იდენტიფიცირებას ახდენენ იმ სახეებთან,  რომლებიც მათ რეალურ ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან არის დაკავშირებული(ალან გუგენბული1991).
                                                                                                                                               11.  
 მითოდრამაში ისეთი მითები,ს ამბების,  ლეგენდების საშუალებით ხდება მუშაობა, რომლებიც არსებულ კონფლიქტებს ეხმიანება, ალან გუგენბული მიიჩნევს, რომ მოსწავლეებს სჭირდებათ დახმარება ,რათა დაფიქრდნენ და აღმოაჩინონ აგრესიული მხარე საკუთარ თავში. უნდა ვასწავლოთ, როგორ გამოხატონ აგრესია ცივილიზებული გზით, თუ გვინდა გავუმკლავდეთ ძალადობის  პროლემას, არ არის საკმარისი ვიმუშაოთ  მხოლოდ ანტიძალადობრივი უნარების განვითარებაზე. მოსწვალეებმა  საკუთარი ძალადობრივი ქცევების მიღმა ძალადობის ღრმა ფსიქოლოგიური მნიშვნელობა უნდა დაინახონ, სწორედ მეთოდი მითოდრამა წარმოსახვის გააქტიურების საშუალებით ცდილობს წაახალისოს მოსწავლეები, იპოვონ  პასუხები იმ საკითხებზე, რომლებთან გამკლავებაც მათთვის გამოწვევას წარმოადგენს. რთული ქცევა არ არის მხოლოდ ცუდი აღზრდის, სკოლის ან სოციალური პირობების შედეგი. რთული ქცევა სკოლაში შეიძლება განვიხილოთ, როგროც სიმპტომი,  რომლის ძირშიც ღრმა    ფსიქოლოგიური საჭიროება იკითხება. მოსწავლეები ცუდად იქცევიან, ქმნიან კონფლიქტებს, ეს სამყაროსადმი გამოწვევაა, იდენტობის ძიება. ბავშვის თვალით თუ შევხედავთ,  ქცევითი პრობლემები გზავნილებს წარმოადგენს, რომლებიც  უნდა გავიაზროთ და ფსიქოლოგიზაცია მოვახდინოთ.(გუგენბული, 199                                                                                                                                          



კვლევის დიზაინი (ძირითადი საკვლევი კითხვები)
                 კვლევის დაწყებამდე  ჩამოვყალიბდი, თუ რა იქნებოდა ჩემი კვლევის მთავარი ამოსავალი წერთილი, რის მიხედვითაც  შევიმუშავე მთავარი  საკვლევი კითხვა: როგორ დავეხმარო მოსწავლეებს რთული ქცევის აღმოფხვრასა და დისციპლინასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში?
                    
                   ქვეკითხვები:
 
v  როგორ ხდება რთული ქცევის გამოვლენა?
v  როდის იჩენს თავს რთული ქცევა?
v   რა განაპირობებს მოსწავლის რთულ ქცევას?
                                                                                                              12.
v   მასწავლებლები რა მეთოდებს მიმართავენ რთული ქცევის აღმოსფხვრელად?
v  რამდენად არიან მშობლები ჩართულები შვილების სასწავლო პროცესში?
 აი, კითხვები, რომელთა მოსაგვარებლად გადავწყვიტე  კვლევა.
                       
   კვლევის სამიზნე ჯგუფი:
1. II დ კლასის მოსწავლეები
2. I Iდ კლასის მშობლები
3. II დ კლასში შემსვლელი მასწავლებლები
4.  სკოლის ფსიქოლოგი
              კვლევის მეთოდები:
   აღნიშნული კითხვების პასუხის გასაცემად  შევარჩიე შემდეგი კვლევის მეთოდები: რაოდენობრივი და თვისებრივი. კვლევის წარმატებით განხორციელების მიზნით,  მონაცემთა შგროვების მეთოდებად გამოვიყენე:აღწერითი დაკვირვება; ფოკუსჯგუფი; ანკეტირება;
              პრობლემის იდენტიფიცირება
v  ფოკუსჯგუფი მოსწავლეებთან.
v  ფოკუსჯგუფი მშობლებთან.
v  მოსწავლეების ანკეტირება.
v  მშობლების ანკეტირება.
v  მასწავლებლების ანკეტირება.
v  ფსიქოლოგის კონსულტაცია.





                                                                                                                           13.
კვლევის ვადები:





იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
N
აქტივობა

 I კვირა
II  კვირა
III  კვირა
IV  კვირა
V   კვირა
VI  კვირა
VIIკვირა
VIII კვირა
IX  კვირა
X   კვირა
XI  კვირა
XIIკვირა
1
საკვლევი
თემის
განსაზღვრა
და კვლევის მიზნის
ჩამოყალიბება.



   X












2
კვლევის პროცესის
დოკუმენტირება

x










3
ლიტერატურის გაცნობა


x









4
კვლევის მეთოდების შრჩევა



x








5
მონაცემთა შგროვება




x







6
მონაცემთა ანალიზი





x






7
ინტერვენციების შემუშავება






x





8
ინტერვენციების გამოყენება







x
x
x


9
ინტერვენციების შეფასება










x

10
პრეზენტაცია რეკომენდაციები ანგარიში











x


   მონაცემთა ანალიზი

 აღწერითი დაკვირვება: დასაწყისში  მოსწავლეებს ვაკვირდებოდი ერთი თვის განმავლობაში. ვესწრებოდი   ინგლისურისა და სპორტის  გაკვეთილებს. ჩემი მიზანი იყო დამედგინა საგაკვეთილო პროცესში  როგორი იყო ქცევის დარღვევის ფორმები-მსუბუქი თუ რთული და დავხმარებოდი მასწავლებლებს რთული ქცევის დარეგულირებაში. გაკვეთილზე მოსწავლეები ჩურჩულებდნენ,  საუბრობდნენ, აგვიანებდნენ,  წარამარა გარეთ ითხოვდნენ გასვლას, გაკვეთილზე გადაადგილდებოდნენ, დასცინოდნენ ერთმანეთს, ქაღალდებს ისროდნენ. დერეფანში დასვენების დროს ერთმანეთს ცუდი სიტყვებით   მიმართავდნენ, ფეხებს ურტყამდნენ და აქცევდნენ იატაკზე. ვაკვირდებოდი, თუ რაზე უნდა მომეხდინა ფოკუსირება.
  ფოკუსჯგუფი მოსწავლეებთნ:  ფოკუსჯგუფი, რომელიც ჩატარდა IIდ კლასში, შედიოდა 15 ვაჟი, მოსწავლეები შეირჩა, როგორც დისციპლინის დამრღვევნი, ისე კარგი დისციპლინის მქონენი. ფოკუსჯგუფის  ჩატარების მიზანი იყო მონაწილეებს გამოეთქვათ თავიანთი აზრები, დაესაბუთებინათ, რატომ ჰქონდათ გარკვეულ საკითხებზე ასეთი  მოსაზრებები. აზრებს თავისუფლად გამოთქვამდნენ. ბავშვები თვითონვე ამბობენ, რომ არიან ძალიან ცელქები,ხმაურიანები, მოუსვენრები, არასერიოზულები, სულ გართობა და ლაპარაკი უნდათ. ძალიან მოუწესრიგებლები არიან, ამიტომ მათ დასაწყნარებლად დიდი დრო იხარჯება, მაგრამ ყველა გაკვეთილზე ასე არ ხდება. უფრო ბოლო გაკვეთილებზე, რადგან დაღლილები არიან. მოსწავლეები ამბობენ, რომ მასწავლებელი მათ ემუქრება და კუთხეში აყენებს. მოსწავლეებმა აღიარეს ისიც, რომ სურთ ფიზიკური გარემოს შეცვლა, რომელიც გავლენას ახდენს მათ ქცევაზე.  სურთ მშობლებმა მეტი ყურადღება გამოიჩინონ, მასწავლებლებმა შეცვალონ სტრატეგიები და დასაჯონ ის მოსწავლეები, რომლებიც წესრიგს არღვევენ. მოითხოვეს წესების შედგენა და მათი დაცვა. ეს ყველაფერი დამეხმარა გამეგო, როგორი იყი მათი დამოკიდებულება აღნიშნული პრობლემისადმი, ასევე დამეხმარა კითხვარის ჩამოყალიბებაში.                                   14.
                                                                                                                                                  15.
შემსვლელი მასწავლებლების აზრი:მასწავლებლებს სჭირდებათ დიდი ძალისხმევა, რომ ჩაატარონგაკვეთილები.არიან  დაძაბულები. ბავშვებს ახასიათებთ  წამოძახილები, დაგვიანება, ლაპარაკი, ზოგიერთი გაკვეთლი არ აინტერესებთ,რაც აისახება მათ ქცევებზე. მასწავლებელი ასეთ  დროს ესაუბრება ბავშვებს, აფრთხილებს და ამყარებს არავერბალურ კონტაქტს.  მასწავლებლები პრობლემის მოსაგვარებლად მოითხოვენ მშობლების მეტ ჩართულობას და ყურადღბას შვილების მიმართ, ხელშეწყობას მეტი ლმობიერებით და წიგნიერებით.
  ფოკუსჯგუფი მშობლებთან:მშობლებთან ფოკუსჯგუფის ჩატარების მიზანი იყო, მიმეღო ინფორმაცია , რომელიც დამეხმარებოდა კითხვარის შედგენაში. ჯგუფში იყო 9 მშობელი.მონაცემთა შეგროვების აღნიშნული მეთოდის გამოყენების მიზანი იყო ბავშვების ქცევასთან  დაკავშირებით მშობლების  დამოკიდებულების შესწავლა, რაც დამეხმარა კვლევის სწორად წარმართვასა და კითხვარის მომზადებაში. მშობლებთან საუბარმა  მომცა ინფორმაცია, თუ რამდენად იყვნენ მშობლები ინფორმირებულები საკუთარი შვილების სასკოლო ცხოვრების შესახებ. აღმოჩნდა, რომ  მშობლებისათვის შვილების ქცევის შესახებ ინფორმაცია მასწავლებლის ინიციატივით ხდებოდა.
  ანკეტირება: ფოკუსჯგუფის შედეგად მოპოვებული მონაცმების კიდევ უფრო  მეტად შევსებისა და  დაზუსტების მზნით ჩავატარე ანკეტირება.  მოვამზადე კითხვარები, რომლებიც ითვალისწინებდა IIდ კლსის ყველა მოსწავლის, ყველა მშობლის და კლასში შემსვლელი მასწავლებლების მონაწილეობას.კითხვარების შევსება მოხდა ინდივიდუალურად.  მონაცემთა  შეგროვების ეს მეთოდი დამეხმარა დამედგინა  მოსწავლეთა , მშობელთა და მასწავლებელთა დამოკიდებულება მათი შვილების ქცევასთან დაკავშირებით.   
 საგაკვეთილო პროცესში გამოვლენილი ქცევის ფორმები:საგაკვეთილო პროცესში გამოიკვეთა ქცევი  როგორც მსუბუქი, ისე რთული დარღვევები.
მსუბუქიფორმა:საუბარიგაკვეთილზე.წამოძახილები.რთული ფორმა:დაგვიანება.
გაკვეთილზე გადაადგილება.დაცინვა.ქაღალდების სროლა.ქაოსური სიტუაცია.
მოსწავლეთა კითხვარის შევსების შემდეგ  შედეგი ასეთია:კმაყოფილი ხარ თუ არა შენი ქცევით გაკვეთილზე?
48 პროცენტი ამბობს ,რომ არ არის კმაყოფილი.14 ბავშვი.
31 პროცენი კმაყოფილია. 9 ბავშვი.
21 პროცენტი კი ნაწილობრივ კმაყოფილი. 6 ბავშვი.




                                     



 კითხვაზე: აუცილებელია თუ არა გაკვეთილზე კარგად მოქცევა?  ყველა მოსწავლემ ერთხმად დაადასტურა, რომ აუცილებელია, მაგრამ არ აქვთ შეგნებული ქცევის აუცილებლობა. 
 კითხვაზე:ოჯახის ფაქტორები გავლენას ახდენს თუ არა შენს ქცევაზე?                                                                                                                             
                                     
             
11 ბავშვი განიცდის ოჯახის გავლენას, (48 პროცენტი). 4 ნაწილობრივ განიცდის.(38 პროცენტი). 14 არ განიცდის(14 პროცენტი).
   13-მა მოსწავლემ აღიარა, რომ კლასელთან ერთად იცელქა და სისულელეები ჩაიდინა. 9 მოსწავლე განიცდის მასწავლებლის გავლენას. 12-კი თანატოლების გავლენას.                              
                
                                                                                                               16.                                                                                                                                                                                                                                                                 
             
კვლევის პროცესში დავინტერესდი მშობელთა განათლების დონით და მათთან შეთანხმებით შევავსებინე კითხვარი:

                კითხვარი მშობლების განათლების შესახებ:
აქვს თუ არა მოპოვებული  მოსწავლის მამას შემდეგი დიპლომები?
                                                                               დიახ          
მაგისტრის ხარისხი--------------------------------        4
ბაკალავრის ხარისხი------------------------------         0
პროფესიული განათლების  ხარისხი------------  3
საშუალო განათლების ხარისხი ------------------   22
აქვს თუ არა მოპოვებული  მოსწავლის დედას  შემდეგი დიპლომები?
მაგისტრის ხარისხი--------------------------------       5
ბაკალავრის ხარისხი------------------------------       0
პროფესიული განათლების  ხარისხი------------4
საშუალო განათლების ხარისხი ------------------  20
როდესაც მშობლებმა კითხვარები შეავსეს, გამოიკვეთა, რამდენად იყვნენ ინფორმირებულები საკუთარი შვილების სასკოლო ცსოვრების შესახებ. კვლევა ადასტურებს, რომ  რომ მშობლების დიდმა ნაწილმა არ იცის შვილის გაკვეთილების ცხრილი, არ ეკონტაქტება მასწავლებლებს, არ იცის როგორ იქცევა მისი შვილი სკოლაში.

კვლევის მონაცემების საფუძველზე გამოიკვეთა  მოსწავლეთა რთული ქცევის გამომწვევი  მიზეზები:თანაკლასელის მიერ წაქეზება.
გაკვეთილის არცოდნა.                                                                                                              17.
                                                                                                                         18.                 

                        




კვლევის მიგნებები

           პრაქტიკული კვლევის პროცესში პრობლემის იდენტიფიცირების,  მსგავსი
გამოცდილების გაზიარებით, თეორიული მასალის მიმოხილვის, დაგეგმილი 
ინტერვენციების  განხორციელებით მიღებული შედეგების  გაანალიზების
საფუძველზე გამოვკვეთე შემდეგი მიგნებები:
            
  1.მშობლების ნაკლები ინტერესი შვილის სასკოლო ცხოვრებისადმი.
  2.მშობლის გადატვირთული  რეჟიმი.
  3.სახლში ნაკლები ყურადღება.
  4.მოსწავლე-მასწავლებლის დამოკიდებულება.
  5.ინტერაქტიული მეთოდების გამოყენებამ  გაზარდა ჩართულობა და დაარეგულირა    ქცევა.
              კვლევის შედეგად გამოიკვეთა დაქვეითებული ინტერესი  მშობლებისა შვილების სასკოლო ცხოვრებისადმი. მიზეზია  მშობლების გადატვირთული რეჟიმი. რაც ნაკლები ყურადღება აქვს ბავშვს სახლში, მით მეტ ყურადღებას ითხოვს სკოლაში. ბავშვები დიდ დროს ტელევიზორთან და კომპიუტერთან ატარებენ. სახლში მშობლებთან  ნაკლები ურთიერთობა და მარტოობა უკვე სკოლაში პრობლემებს უქმნის. კვლევის შედეგად დავადგინე, რომ ასეთი ბავშვები არ უნდა გავაკრიტიკო, უნდა შევიმუშავო სტრატეგია, რათა  დავეხმარო და ავაცილო პრობლემები.
      
                        

ინტერვენციები

კვლევის პროცესში მიღებული  ინფორმაციისა და მონაცემების საფუძველზე, შევიმუშავე ინტერვენციები.  
  1.ქცევის წესების შემუშავება მოსწავლეებთან ერთად.
2.სანქციების დაწესება.
3.კლასის საათი.
4.ფილმების ჩვენება.„საოცრება“,ბიკოვის ფილმი-„საფრთხობელა“(განხილვა).
5.ფსიქოლოგის  კონსულტაცია.
6.„მითოდრამა“- ამ მეთოდით ჩატარებული გაკვეთილები.(ზღაპრების, მითების,
ლეგენდების კითხვა).(გუგენბულის მეთოდი).
7.მასწავლებლებსა და მშობლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება.
net.adjara.com/Movie/main?id=12369
mykinoebi.com/drama_qartulad_onlainshi/3512-wonder-saocreba-qartulad.html


ინტერვენციების შეფასება
                                                                                                                       19.
                                                                                                                                             20. 
  ვფიქრობ მიღებული შედეგები იცნება ხარისხიანი და დაგვეხმარება სასწავლო პროცესის შემდგომ გაუმჯობესებაში, რათა გაკვეთილი მიმდინარეობდეს ნორმალურ გარემოში.

   ერთად სწავლისა და თანამშრომლობისათვის სკოლაში აუცილებელია წესები. ვერავინ შეძლებს კარგად  ისწავლოს, თუ კლასში  მუდამ იქნება ხმაური, ვერავინ გაიგებს მასწავლებლის ხმას, ვერ მოისმენს საინტერესო დავალებებს, ამაში კი მოსწავლეებს მეგობარი წესები დაეხმარება.კლასში ერთობლივად ჩამოვაყალიბეთ ქცევის წესები:
o   არ უნდა ვიხმაუროთ.
o   ვილპარაკოთ ცალ-ცალკე.
o   თუ რამე გვინდა, ხელი ავწიოთ.
o   მოვუსმინოთ ერთმანეთს.
 ქცევის წესების შემუშავებამ და სანქციების დაწესებამ( რომელიც მშობლებმა შეიმუშავეს- დასვენებაზე კლასში დარჩენა, სასადილოში არ გაშვება ერთი დასვენების განმავლობაში, სასურველი ნივთების ცოტა ხნით არ მიცემა) სასურველი შედეგი გამოიღო. მოსწავლეები ცდილობდნენ არ დაერღვიათ წესები.კლასის საათზე ვისაუბრეთ ზღაპარზე: „ამბავი ბოკვერ პაკოზე“. მოსწავლეები ცდილობენ გაითვალისწინონ იქ მოთხრობილი ამბავი.
        მოსწავლეებს და მშობლებს  ერთად  ვუჩვენე რ. პალაციოს ფილმი   „საოცრება.“
მოვაწყეთ ფილმის განხილვა.ეს ფილმი მოგვითხრობს 10 წლის  ბიჭზე, ავგუსტიზე, რომელსაც სახეზე ცამოფარებულ თმა აქვს. იგი ჩვეულებრივი ბავშვია გონებრივი განვითარებით, მაგრამ განსხვავებული პროპორციები და შესახედაობა აქვს.იგი 10 წლის ასაკში პირველად მიდის სკოლაში და ეშინია, როგორ მიიღებს საზოგადოება, მაგრამ გამოჩნდებიან ერთგული და თავდადებული  მეგობრები, რომლებიც იცავენ არაკეთილმოსურნე ადამიანებისაგან. მოსწავლეები და მშობლები ემოციას ვერ ფარავდნენ ფილმის ნახვის შმდეგ. პატარა ავგუსტის მაგალითმა დაანახვა მათ, თუ როგორ უნდა შევცვალოთ სამყარო უკეთესობისაკენ, როგორ გავხდეთ უფრო კეთილი,ვიდრე საჭიროა, როგორ დავსახოთ სწორი ცხოვრებისეული გზები და ვიცხოვროთ ისე, რომ არ შეგვრცხვეს საკუთარი თავის , სიტყვის და ქცევის. ამ პატარა ბიჭის ცხოვრებისეული მაგალითები აუცილებლად შეცვლის  და სწორად ჩამოაყალიბებს ჩემი მოსწავლეების წარმოდგენას სიკეთესა და ბოროტებაზე, სილამაზესა და სიმახინჯეზე, ადამიანობასა და სასურველ ქცევაზე. მეორე ფილმი არის ბიკოვის  „საფრთხობელა“. ამბავი, რომელიც  მეექვსეკლასელ  გოგონას გადახდა თავს. ის პირველად, თავის სიცოცხლეში შეხვდა სიმხდალისა და ღალატის მაგალითებს. ყველას არ შეუძლია ასეთ სიტუაციებში გაძლოს და გაიმარჯვოს. ამ ამბავმა მოსწავლეები ძალიან დააფიქრა.
      ქცევის წესების დარეგულირებაში  ძალიან დამეხმარა მეთოდი  -  მითოდრამა.

                                                                                                                                                        21
    მეთოდი მითოდრამა მდგომარეობს შემდეგში: აქტივობა მოიცავს 5-10 წუთს, რთული ქცევის მქონე  ბავშვები გაერთიანებულნი  არიან ჯგუფში ,მათ უფლება ეძლევათ თავისუფლად იმოძრაონ ოთახში, განასახიერონ ცხოველები, ზოგი დათვივით დაბაჯბაჯებს, ზოგი სპილოსავით დადის, ზოგი ლომივით ღრიალებს. უყვირიან ერთმანეთს ძალიან ხმამაღლა. ამ აქტივობის შემდეგ სხდებიან, ხუჭავენ თვალებს და მზად არიან ზღაპრის,მითის ან ლეგენდის მოსასმენად, თხრობა ზეიპირი უნდა იყოს, არავითარ შემთხვევაში წაკითხული.ზღაპრის ან მითის მოსმენისას ბავშვები ხელახლა განიცდიან და ხვდებიან იმ სირთულეებს, რომლბიც ოდესმე გადაუტანიათ ცხოვრებაში ,აღმოაჩენენ, რომ ის, რაც რეალურ სამყაროში ხდება, მეორდება და ასახულია ზღაპრების სამყაროში., ისეთი ამბები უნდა შეირჩეს, როგორიცაა შიშის დაძლევა, უსამართლობის მ სხვერპლი, ჩაგვრა, ამბები გოლიათებზე, ჯადოქრებზე, ურჩხულებზე, რომლებიც გამოქვაბულში ცხოვრობენ, სუპერგმირზე,  ჯარისკაცზე. ზღაპრები და მითები მოსწავლეს საშუალებას აძლევს არაპირდაპირი გზით გამოხატოს შინაგანი განცდები და ისაუბროს პირად პრობლემებზე, სირთულეებზე. ასეთი ამბების მოსმენისას ბავშვები იდენტიფიცირებას ახდენენ იმ სახეებთან,  რომლებიც მათ რეალურ ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან არის დაკავშირებული(ალან გუგენბული1991).
    მითოდრამაში ისეთი მითები,ს ამბების,  ლეგენდების საშუალებით ხდება მუშაობა, რომლებიც არსებულ კონფლიქტებს ეხმიანება, ალან გუგენბული მიიჩნევს, რომ მოსწავლეებს სჭირდებათ დახმარება ,რათა დაფიქრდნენ და აღმოაჩინონ აგრესიული მხარე საკუთარ თავში. უნდა ვასწავლოთ, როგორ გამოხატონ აგრესია ცივილიზებული გზით, თუ გვინდა გავუმკლავდეთ ძალადობის  პროლემას, არ არის საკმარისი ვიმუშაოთ  მხოლოდ ანტიძალადობრივი უნარების განვითარებაზე. მოსწვალეებმა  საკუთარი ძალადობრივი ქცევების მიღმა ძალადობის ღრმა ფსიქოლოგიური მნიშვნელობა უნდა დაინახონ, სწორედ მეთოდი მითოდრამა წარმოსახვის გააქტიურების საშუალებით ცდილობს წაახალისოს მოსწავლეები, იპოვონ  პასუხები იმ საკითხებზე, რომლებთან გამკლავებაც მათთვის გამოწვევას წარმოადგენს. რთული ქცევა არ არის მხოლოდ ცუდი აღზრდის, სკოლის ან სოციალური პირობების შედეგი. რთული ქცევა სკოლაში შეიძლება განვიხილოთ, როგროც სიმპტომი,  რომლის ძირშიც ღრმა    ფსიქოლოგიური საჭიროება იკითხება. მოსწავლეები ცუდად იქცევიან, ქმნიან კონფლიქტებს, ეს სამყაროსადმი გამოწვევაა, იდენტობის ძიება. ბავშვის თვალით თუ შევხედავთ,  ქცევითი პრობლემები გზავნილებს წარმოადგენს, რომლებიც  უნდა გავიაზროთ და ფსიქოლოგიზაცია მოვახდინოთ.(გუგენბული, 1993 ).

                                                                                                                             22
      სკოლის ფსიქოლოგმა მარიზა ასპანიძემ გაგვაცნო ინფორმაცია პრობლემური ქცევის შესახებ და მოგვცა რეკომენდაციები ქცევის მართვის სტრატეგიების შესახებ:

ქცევა მაშინ არის   პრობლემური/ არასასურველი თუ ის:
·         ხელს უშლის ბავშვს სოციალურ ურთიერთობებში;
·         სახიფათოა თავად ბავშვისთვის ან სხვებისთვის;
·         ხელის შემშლელია ბავშვის განვითარებისთვის;
·         ის ხდება არასწორ ადგილას თუ დროს;

ქცევის შეფასებისა და მართვის ზოგადი  პრინციპები:
 ქცევათა უმეტესობა დასწავლილია და ემსახურება გარკვეულ მიზანს ან კონკრეტულ მოთხოვნილების დაკმაყოფილებას. თუ ბავშვი კონკრეტული ქცევით ვერ აღწევს მიზანს ის წყვეტს ამ ქცევას. როგორც სასურველი ასევე არასასურველი ქცევა ხორციელდება გარკვეულ კონტექსტში.  ნებისმიერ ქცევას გააჩნია თავისი წინაპირობა და შედეგი, რის მისაღწევად ბავშვი იქცევა ასე და არა სხვაგვარად. ქცევა იცვლება სხვადასხვა ფაქტორების ზემოქმედებით. ამ ფაქტორების შესწავლით და მათი მანიპულირებით შესაძლებელია ქცევაზე ზემოქმედების მოხდენა;

ყველა ქცევას აქვს: 
·         სიხშირე 
·         ხანგრძლივობა
·         ინტენსივობა

  ამ კითხვებზე პასუხების გაცემა მასწავლებელს დაეხმარება განსაზღვროს ქცევის კონტექს და წინაპირობა, რათა შემდგომში განახორციელოს ქცევის მართვის წარმატებული ინტერვენცია:
1. რა პირობებში იქცევა ბავშვი ნეგატიურად და რა პირობებში პოზიტიურად?
2. როდის, რა პირობებში არ ვლინდება არასასურველი ქცევა?
3. ქცევა დღის რა მონაკვეთში ვლინდება და რა მოვლენები უსწრებს უშუალოდ მას წინ?

                                                                                                                                                                23
4. ხომ არ ვლინდება არასასურველი ქცევა უშუალოდ განსაზღვრულ ადამიანებთან           დაკავშირებით?
5. ვლინდება თუ არა არასასურველი ქცევა იგივე პირობებში, მაგრამ სხვა გარემოებებში? (მაგ: სახლში, სკოლისკენ მიმავალ გაზაზე ან სადილობის დროს?)
 6. დაკავშირებულია თუ არა ქცევა  კომუნიკიაციაში, სოციალურ ან  აკადემიურ მიღწევებში არსებულ პრობლემებთან.

ქცევა არ ხორციელდება ვაკუუმში. მის განხორციელებას აქვს გარკვეული წინაპირობა და აუცილებლად ახლავს გარკვეული შედეგი.

4 მიზანი, რომელიც არასასურველ ქცევას განსაზღვრავს: 
·         გაქცევა  ან თავის არიდება;
·         ყურადღების მიღება;
·         მატერიალური ჯილდო;
·         თვითდაჯილდოვება.

კლასის მართვაში ყველაზე მნიშვნელოვანი ქცევის განმაპირობებელი მიზეზების სწორი იდენტიფიკაციაა. შესაძლებელია ერთი და იგივე ქცევა სხვადასხვა მიზანს ემსახურებოდეს.

ქცევის პოზიტიური მართვის სტრატეგიები:
   იმ პრობლემური  ქცევის დიფერენცირება , რომელიც საჭიროებს ცვლილებას.
  პრობლემური ქცევის ზუსტი აღწერა/ფორმულირება მისი ხანგრძლივობის , გამოვლენის სიხშირისა და ინტენსივობის განსაზღვრა,დაფიქსირება);
  განსაზღვრა თუ სად , როდის და ვისთან ვლინდება პრობლემური ქცევა. 
  წინმსწრები მოვლენის განსაზღვრა;
  მიღებული შედეგის განსაზღვრა(ქცევის სავარაუდო მიზნის/ფუნქციის განსაზღვრა);
  იმ სასურველი,ალტერნატიული ქცევის განსაზღვა,რომლითაც შესაძლებელია მიუღებელი ქცევის ჩანაცვლება.
  პრობლემური ქცევის მართვა მისი წინმსწრები მოვლენის შეცვლით ან ქცევის შედეგში ცვლილების შეტანით.
                                                                                                                             24
ინტერვენციების გავლენა მოსწავლეებზე
     29     მოსწავლიდან  24-მა აღნიშნა, რომ ინტერვენციების პერიოდში გაკვეთილებზე  ჩართულობა გაიზარდა, რამაც ნაწილობრივ დაარეგულირა ქცევა.                                                                                                                      


            
            

შედეგები გვიჩვენებს, რომ მოსწავლეთა ქცევა 80 პროცენტით დარეგულირდა.
ცალკე  ყურადღებას იმსახურებს მოსწავლეთა ძლიერი და სუსტი მხარეები. მოსწავლეთა მონაცემების შედეგების ანალიზი გვიჩვენებს, რომ  ინტერვენციის შემდეგ მითოდრამის ჯგუფის  მონაწილეების(14 მოსწავლე) ქცევითი და ემოციყრი ტიპის პრობლემები შემცირდა,  გაიზარდა სოციალური ქცევის მაჩვენებლები.
მომავალში გაგრძელდება მრავალფეროვანი აქტივობები, რათა  სრულად დავარეგულიროთ მოსწავლეთა ქცევა.





რეკომენდაციები

        დისციპლინის გაუმჯობესების მიზნით აუცილებელია კლასთან ერთად შემუშავდეს ქცევის საერთო წესები. აუცილებელია ფსიქოლოგის  კაბინეტის გააქტიურება. მშობლების ჩართვა საგაკვეთილო პროცესში და სხვადასხვა
                                                                                                                                                 25
ღონისძიებებში. მოსწავლის პატარა წარმატებაც კი უნდა წავახალისოთ. გაკვეთილზე  დისციპლინის  შენარჩუნებას ხელს უწყობს მოსწავლეზე მორგებული  სტრატეგიების, ინტერაქტიული მეთოდების, ტექნოლოგიების გამოყენება.
         კვლევის შედეგებსა და მიგნებებზე დაყრდნობით,   კლასში დისციპლინის გაუმჯობესების მიზნით ჩამოვაყალიბე  შემდეგი რეკომენდაციები:


Ø  მოსწავლეებთან ხშირი შეხვედრა.
Ø  მასწავლებელთა შორის გამოცდილების გაზიარება.
Ø  მასწავლებლისა და მშობლის  სისტემატური თანამშრომლობა.
Ø  ფსიქოლოგთან ხშირი შეხვედრა.
Ø  კლასის საერთო წესების შემუშავება.
Ø  ინტერაქტიული მეთოდების გამოყენება.
Ø  საგაკვეთილო პროცესში მოსწავლის ჩართვაზე მორგებული სტრატეგიები.
Ø  მოსწავლის წახალისება.
Ø  ტექნოლოგიების გამოყენება.




  დასკვნა

    ინტერვენციების   განხორციელების  შედეგად  გარკვეულწილად გაიზარდა  მოსწავლეთა ჩართულობა  საგაკვეთილო პროცესში, რამაც ხელი შეუწყო  მოსწავლეთა რთული ქცევის დარეგულირებას. აღნიშნული პრობლემის  აღმოსაფხვრელად გადავდგი გარკვეული ნაბიჯები. გატარებული ინტერვენციების  შეფასებისას გამოვლინდა, რომ  მათი უმრავლესობა შედეგიანი იყო. მაგრამ რაც უნდა წარმატებით  გამოვიყენოთ დისციპლინის დარღვევის აღმოსაფხვრელი  ღონისძიებები, ქცევის წესების დარღვევის შემთხვევები მაინც იქნება. მასწავლებელი  რამდენად ადრე შენიშნავს დისციპლინის დარღვევის ნორმებს და რამდენად სწრაფად მოაგვარებს ამ პრობლემას,  ეს მასწავლებლის პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული. შედეგებზე დაყრდნობით შევიმუშავე რეკომენდაციები, რომელიც დამეხმარება მოსწავლეთა ქცევითი პრობლემების მოგვარებაში. კვლევის შდეგების გაზიარება კოლეგებთან  დაეხმარება  მათ,  თვითონ წარმართონ მსგავსი კვლევები საკუთარი პრაქტიკის გაუმჯობესებისათვის და შეიმუშაონ საჭირო სტრატეგიები ქცევითი პრობლემების მოსაგვარებლად.


                                                                                                                                                        26
   
             ბიბლიოგრაფია:
·         ეროვნული სასწავლო გეგმა 2011-2016 წლები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
·         „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევი“-ნაწილი II.
·         ჯეფრი გლანცი. სწავლება 101. საკლასო სტრატეგიები  დამწყები  მასწავლებლებისათვის. მეორე გამოცემა.მთარგმნელები: თამარ ანთაძე, ელენე ჯაჯანიძე. რედაქტორი შალვა ტაბატაძე.
·         „კლასის მართვა“- კვლევებზე დაყრდნობით შემუშვებული მასალა მასწავლებლებისათვის - რობერტ ჯ. მარზანო, იანა ს. მარზანო, დებრა ჯ, ფიგერინგი - პირველი ქართული გამოცემა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი (2009).
·         „სამოქმედო კვლევა“-სახელმძღვანელო მკვლევარი პედაგოგებისათვის -მე-3 გამოცემა- ჯეფრი ი. მილსი-სამხრეთ ორეგონის უნივერსიტეტი.
·         „გამოცდილი მასწავლებელი“ - ჯონ საფიერი, რობერტ გოუერი-ილიას    უნივერსიტეტის გამომცემლობა-თბილისი 2010-მე-5 გამოცემა.
·         „ბიჰევიორიზმი“- მ.მელიქიშვილი (2012)- მასწავლებელთა პროფესიული განვითარების  ეროვნული ცენტრი.
·         „ქცევის გამოყენებითი ანალიზი“-ბ. ს. პარსონსონი (2013).
·         „მოზარდთა ქცევითი და ემოციური სირთულეები“-მ.ცირამუა, თ. მეზვრიშვილი(2014).

დანართი I
მშობლის კითხვარი
მასწავლებელს ვეკონტაქტები რეგულარულად
დიახ
არა
ნაწილობრივ
ვიცნობ ჩემი შვილის ყველა მასწავლებელს



ხშირად ვგებულობ ჩემი შვილის შესახებ ინფორმაციას







ვატყობინებ დამრიგებელს შვილი  არყოფნის მიზეზს



დანართიII
მასწავლებლის კითხვარი:

                   ძლიერი და რთული მხარეების კითხვარი მასწავლებლებისათვის
გთხოვთ შეავსოთ საკითხები თითოეული პუნქტისათვის. ძლიან დამეხმარებით, თუ თითოეულ კითხვაზე გამცემთ გააზრებულ პასუხს იმ შემთხვევაშიც კი, თუ დარწმუნებული არ ბრძანდებით. გთხოვთ პასუხები გამცეთ მოსწავლის  ბოლო 5 თვის ქცევებიდან გამომდინარე.

ბავშვის სახელი, გვარი, მამრობითი, მდედრობითი,ასაკი.
სრულიად არამართებული
ნაწილობრივ მართებული
სრულიად მართებული
სხვების გრძნობების მიმართ ყურადღებიანია



მოუსვენარია, ზეაქტიურია, ვერ ჩერდება დიდხანს წყნარად, სულ წრიალებს.



ხშირად უჩივის თავისა და მუცლის ტკივილს.



მზადაა უველაფერი გაუნაწილოს სხვებს. სათამაშო, საშლელი, ფანქარი.



ხშირად კარგავს მოთმინებას.



ურჩევნია მარტო თამაში.



დამჯერია, რასაც ეუბნებიან , იმას აკეთებს.







ბევრ რამეზე შფოთავს.



ხშირად ჩხუბობს სხვა ბიჭებთან, ან ჩაგრავს.



არ არი მხიარული, სულ დეპრესიაშია.



მოსწონთ სხვა ბავშვებს?



ადვილად ეფანტება ყურადღება.



ხშირად იტყუება.



ყურადღებიანია, საქმე ბოლომდე მიჰყავს.




დანართი III

net.adjara.com/Movie/main?id=12369
mykinoebi.com/drama_qartulad_onlainshi/3512-wonder-saocreba-qartulad.html












                                                                                                                                                     28
                            ქცევის პრობლემა II   კლასში                                                              

                          პრაქტიკული კვლევის რეფლექსია

სსიპ  ქ.რუსთავის 5 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი
ნანა კუჭუხიძე

            2018 წლის 22 ივნისს ჩავატარე  ჩემ მიერ  განხორციელებული პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის პრეზენტაცია . 2017-2018 სასწავლო წლის  დასაწყისში გადავწყვიტე  დამეწყო კვლევაზე  მუშაობა , გამომდინარე  ჩემი პროფესიული საჭიროებიდან.  კვლევა ჩატარდა იანვარი-მაისის პერიოდში.
            კვლევის ფარგლებში გამოვკვეთე პრობლემური საკითხი:კვლევის საფუძველი გახდა  IIდ კლასში რთული ქცევისა და დისციპლინის  პრობლემები. კლასში არის საშუალება, რომ ტექნოლოგიის გამოყენებით  წარიმართოს სწავლა-სწავლების პროცესი, მაგრამ  მაინც წარმოიშვა ქცევისა  და დისციპლინის   დარღვევასთან  დაკავშირებული პრობლემები. მოსწავლეებთან,  მშობლებთან და კლასში შემსვლელ მასწავლებლებთან  საუბრის შემდეგ აღმოჩნდა, რომ პრობლემა ნამდვილად არსებობს. გადავწყვიტე გამომეკვლია მათი ქცევა და აღმომეფხვრა ეს სირთულეები  კლასში შემსვლელ პედაგოგებთან და სკოლის ფსიქოლოგთან ერთად, ურთიერთდახმარებით. პრობლემა წარმოიშვა 2017 წლის ბოლოს და მას შემდეგ ვმუშაობ ამ საკვლევ საკითხზე. დავსახე გზები პრობლემის  აღმოსაფხვრელად, განვახორციელე ინტერვენციები:
კვლევის პროცესში მიღებული  ინფორმაციისა და მონაცემების საფუძველზე, შევიმუშავე ინტერვენციები.  
  1.ქცევის წესების შემუშავება მოსწავლეებთან ერთად.
2.სანქციების დაწესება.
3.კლასის საათი.
4.ფილმების ჩვენება.„საოცრება“,ბიკოვის ფილმი-„საფრთხობელა“(განხილვა).
5.ფსიქოლოგის  კონსულტაცია.
6.„მითოდრამა“- ამ მეთოდით ჩატარებული გაკვეთილები.(ზღაპრების, მითების,
ლეგენდების კითხვა).(გუგენბულის მეთოდი).
7.მასწავლებლებსა და მშობლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება.
net.adjara.com/Movie/main?id=12369
mykinoebi.com/drama_qartulad_onlainshi/3512-wonder-saocreba-qartulad.html
              შევიმუშავე რეკომენდაციები  დაწყებითი  საფეხურის კათედრისათვის. კვლევის დასრულების შემდეგ წარვუდგინე კათედრას მიღებული შედეგები.         დისციპლინის გაუმჯობესების მიზნით აუცილებელია კლასთან ერთად შემუშავდეს ქცევის საერთო წესები. აუცილებელია ფსიქოლოგის  კაბინეტის გააქტიურება. მშობლების ჩართვა საგაკვეთილო პროცესში და სხვადასხვა  ღონისძიებებში. მოსწავლის პატარა წარმატებაც კი უნდა წავახალისოთ. გაკვეთილზე  დისციპლინის  შენარჩუნებას ხელს უწყობს მოსწავლეზე მორგებული  სტრატეგიების, ინტერაქტიული მეთოდების, ტექნოლოგიების გამოყენება.
         კვლევის შედეგებსა და მიგნებებზე დაყრდნობით,   კლასში დისციპლინის გაუმჯობესების მიზნით ჩამოვაყალიბე  შემდეგი რეკომენდაციები:


Ø  მოსწავლეებთან ხშირი შეხვედრა.
Ø  მასწავლებელთა შორის გამოცდილების გაზიარება.
Ø  მასწავლებლისა და მშობლის  სისტემატური თანამშრომლობა.
Ø  ფსიქოლოგთან ხშირი შეხვედრა.
Ø  კლასის საერთო წესების შემუშავება.
Ø  ინტერაქტიული მეთოდების გამოყენება.
Ø  საგაკვეთილო პროცესში მოსწავლის ჩართვაზე მორგებული სტრატეგიები.
Ø  მოსწავლის წახალისება.
Ø  ტექნოლოგიების გამოყენება.

თავდაპირველად მივმართე  კათედრის ხელმძღვანელს ია წიქარიძეს თხოვნით, მოეწვია კათედრის სხდომა, სადაც მექნებოდა შესაძლებლობა კვლევის შედეგები გამეზიარებინა კოლეგებისათვის .კათედრის სხდომას ესწრებოდა  ყველა წევრი. პრეზენტაციის საშუალებით წევრებს გავაცანი ჩემი კვლევა. პრეზენტაცია მიმდინარეობდა კითხვა-პასუხის რეჟიმში. პედაგოგებს აინტერესებდათ კვლევის ყველა ეტაპი .განსაკუთრებით მათთვის  საინტერესო აღმოჩნდა მეთოდი-მითოდრამა.
  
     მეთოდი მითოდრამა მდგომარეობს შემდეგში: აქტივობა მოიცავს 5-10 წუთს, რთული ქცევის მქონე  ბავშვები გაერთიანებულნი  არიან ჯგუფში ,მათ უფლება ეძლევათ თავისუფლად იმოძრაონ ოთახში, განასახიერონ ცხოველები, ზოგი დათვივით დაბაჯბაჯებს, ზოგი სპილოსავით დადის, ზოგი ლომივით ღრიალებს. უყვირიან ერთმანეთს ძალიან ხმამაღლა. ამ აქტივობის შემდეგ სხდებიან, ხუჭავენ თვალებს და მზად არიან ზღაპრის,მითის ან ლეგენდის მოსასმენად, თხრობა ზეიპირი უნდა იყოს, არავითარ შემთხვევაში წაკითხული.ზღაპრის ან მითის მოსმენისას ბავშვები ხელახლა განიცდიან და ხვდებიან იმ სირთულეებს, რომლბიც ოდესმე გადაუტანიათ ცხოვრებაში ,აღმოაჩენენ, რომ ის, რაც რეალურ სამყაროში ხდება, მეორდება და ასახულია ზღაპრების სამყაროში., ისეთი ამბები უნდა შეირჩეს, როგორიცაა შიშის დაძლევა, უსამართლობის მ სხვერპლი, ჩაგვრა, ამბები გოლიათებზე, ჯადოქრებზე, ურჩხულებზე, რომლებიც გამოქვაბულში ცხოვრობენ, სუპერგმირზე,  ჯარისკაცზე. ზღაპრები და მითები მოსწავლეს საშუალებას აძლევს არაპირდაპირი გზით გამოხატოს შინაგანი განცდები და ისაუბროს პირად პრობლემებზე, სირთულეებზე. ასეთი ამბების მოსმენისას ბავშვები იდენტიფიცირებას ახდენენ იმ სახეებთან,  რომლებიც მათ რეალურ ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან არის დაკავშირებული(ალან გუგენბული1991).
    მითოდრამაში ისეთი მითები,ს ამბების,  ლეგენდების საშუალებით ხდება მუშაობა, რომლებიც არსებულ კონფლიქტებს ეხმიანება, ალან გუგენბული მიიჩნევს, რომ მოსწავლეებს სჭირდებათ დახმარება ,რათა დაფიქრდნენ და აღმოაჩინონ აგრესიული მხარე საკუთარ თავში. უნდა ვასწავლოთ, როგორ გამოხატონ აგრესია ცივილიზებული გზით, თუ გვინდა გავუმკლავდეთ ძალადობის  პროლემას, არ არის საკმარისი ვიმუშაოთ  მხოლოდ ანტიძალადობრივი უნარების განვითარებაზე. მოსწვალეებმა  საკუთარი ძალადობრივი ქცევების მიღმა ძალადობის ღრმა ფსიქოლოგიური მნიშვნელობა უნდა დაინახონ, სწორედ მეთოდი მითოდრამა წარმოსახვის გააქტიურების საშუალებით ცდილობს წაახალისოს მოსწავლეები, იპოვონ  პასუხები იმ საკითხებზე, რომლებთან გამკლავებაც მათთვის გამოწვევას წარმოადგენს. რთული ქცევა არ არის მხოლოდ ცუდი აღზრდის, სკოლის ან სოციალური პირობების შედეგი. რთული ქცევა სკოლაში შეიძლება განვიხილოთ, როგროც სიმპტომი,  რომლის ძირშიც ღრმა    ფსიქოლოგიური საჭიროება იკითხება. მოსწავლეები ცუდად იქცევიან, ქმნიან კონფლიქტებს, ეს სამყაროსადმი გამოწვევაა, იდენტობის ძიება. ბავშვის თვალით თუ შევხედავთ,  ქცევითი პრობლემები გზავნილებს წარმოადგენს, რომლებიც  უნდა გავიაზროთ და ფსიქოლოგიზაცია მოვახდინოთ.(გუგენბული, 1993 ).
                   კათედრის ხელმძღვანელმა და წევრებმა ჩემი კვლევა დადებითად შეაფასეს. გამოიკვეთა, რომ ქცევის პრობლემა ყოველთვის აქტუალური  და საყოველთაო  საკითხი იყო. წევრებმა აღნიშნეს, რომ გაითვალისწინებენ  ამ რეკომენდაციებს და დაგეგმავენ გაკვეთილებს  მოსწავლეთა საჭიროებებიდან გამომდინარე,  შეცვლიან  სწავლების სტრატეგიებს და  გამოიყენებენ ტექნოლოგიებს. ჩემი კვლევა  შეუძლიათ გამოიყენონ  იმ პედაგოგებმა, ვისაც მსგავსი პრობლემა აქვს კლასში.

https://drive.google.com/file/d/1JauBrbKFmaRQqZSUEqRcub6P8QubZm-q/view?usp=sharing

No comments:

Post a Comment