მეორე კლასის ქართული ენის სახელმძღვანელოს
კვლევა ინტერკულტურულ ასპექტში
ნანა კუჭუხიძე
რუსთავის მე-5 საჯარო
სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელი
მულტიკულტურული განათლება გულისხმობს მრავალი კულტურული ჯგუფისაგან
შემდგარი საზოგადოების რეალური სურათის ასახვას, არის თუ არა მრავალფეროვანი კლასში
ან სკოლაში ის რესურსი, რომლის წარმატებით გამოყენება პედაგოგს გაუადვილებს სასურველ
შედეგზე გასვლას.ასეთ გარემოში ინტერკულტურული განათლების ელემენტების ამოქმედება მოსწავლეში
ავითარებს მრავალმხრივ ხედვას, კონფლიქტების არიდების უნარს, საერთო ღირებულებებისადმი
პატივისცემას. საქართველოს მოსახლეობის თხუთმეტ პროცენტზე მეტი ეთნიკურად არაქართველია
და ეს მრავალფეროვნება თანდათან მატულობს.
ინტერკულტურული ასპექტის
კვლევის თვალსაზრისით გავაანალიზე II კლასის ქართული ენის სახელმძღვანელო(ავტორები:ნ.მაღლაკელიძე,ც
ყურაშვილი, ე.მაღლაკელიძე. გამომცემლობა „მერიდიანი“,თბილისი -2011). კვლევის მიზანი
იყო, გამომევლინა, რამდენად დაბალანსებულია დაწყებითი საფეხურის, II კლასის ქართული
ენის სახელმძღვანელო გენდერული, ეთნიკური, რელიგიური, სოციალურ-ეკონომიკური, ჯანმრთელობისა
და შესაძლებლობების თანასწორობის კუთხით, ხელს უწყობს თუ არა მოსწავლეებში პოზიტიური
დამოკიდებულების ჩამოყალიბებას, ამ სახელმძღვანელოთი სწავლება ხომ არ ქმნის სტერეოტიპების წარმოშობის საფრთხეს.
მნიშვნელოვნად მიმაჩნია
მამაკაცისა და ქალის თანაბარი მონაწილეობა სახელმძღვანელოს შექმნაში და სქესთა თანასწორი
ასახვა ტექსტსა თუ ილუსტრაციებში.
II კლასის ქართული ენის სახელმძღვანელოდან მოვიყვან მაგალითებს, რომლებიც
ხელს უწყობს ან აფერხებს კულტურული მრავალფეროვნების შესახებ ცოდნის შეძენასა და გაფართოებას.
გენდერული ანალიზი:წიგნის
ავტორები:3ქალი-ნათელა მაღლაკელიძე,ცისანა ყურაშვილი ,ელენე მაღლაკელიძე.სახელმძღვანელოზე
მომუშავე ჯგუფი:რედაქტორი 1ქალი-ნელი ელიზბარაშვილი,მხატვარი: 1 ქალი-ნინო ზაქარიაშვილი,
დიზაინერი: 1მამაკაცი-დავით გოგლიძე. რეცენზენტები:3ქალი-გუჩა კვარაცხელია, ქეთევან
დოჩანაშვილი, ირინა სამსონია. სახელმძღვანელოზე მომუშავე ჯგუფში დაცული არ არის გენდერული
ბალანსი. სახელმძღვანელოს ილუსტრაციებში გარეკანის ჩათვლით 83 მამრობითი სქესის წარმომადგენელია.
60 ნაწარმოების ავტორებიდან 35 კაცია, 15 ქალი. 15 ნაწარმოების ავტორია 11 ქალი,
35 ნაწარმოების ავტორია 24 კაცი. პირობით ნიშნებში 5 მამრობითი სქესის წარმომადგენელია
, 3 მდედრობითის.წიგნში მოცემულია 6 უცხოური ზღაპარი:აღმოსავლური-„ბრძენი კუ“,ბულგარული-„ყველაზე
ძვირფასი ნაყოფი“, თურქული-„პატიოსანი ტყის მჭრელი“, იაპონური-„სიძუნწე“, ფრანგული
„ჩიტბატონა“, ბელორუსული „მუქთი ლუკმა“. 3 ქართული ზრაპარია და 1 ხალხური ლექსი. მართალია
ეს ნაწარმოებები უცხოურია, მაგრამ ბავშვს ვერ შეუქმნის წარმოდგენას ამ ქვეყნების შესახებ.იაპონური
ზღაპრის „სიძუნწე“ ილუსტრაციაში პერსონაჟებს ქართული ჩოხა-ახალუხი აცვიათ. წიგნში მოცემული მასალის უდიდესი ნაწილი მამრობითი სქესის გმირების
საქმიანობას, თავგადასავლებს, ემოციებსა და დამოკიდებულებებს ეხება. სახელმძღვანელო
იწყება ლექსით, რომელშიც პატარა ბიჭს სკოლა უხმობს, მე-14-ე გვერდამდე მოთხრობები სულ
მამრობითი სქესის საქმიანობასა და დამოკიდებულებებს ეხება. მე-14-ე გვერდზე ჩნდება
ილუსტრაცია, რომელზეც გოგონებია გამოსახული, მაგრამ მე-15-ე გვერდზე მოცემული ერთ-ერთი
დავალება მაინც ბიჭის პოზიციით არის გადმოცემული. მე-16-ე გვერდზე კი გოგონებისათვის
წამახალისებელი ილუსტრაცია გვხვდება.(„გაიხარეს“-ვ.კახაძე). მე-18-ე გვერდიდან მე-40-ე
გვერდის ჩათვლით ისევ მამაკაცების საქმიანობაა გადმოცემული. 48-ე გვერდზე მოთხრობა „კიდევ დადგება არდადეგები“
განამტკიცებს ქცევას, რომელიც გოგონას შეეფერება. 56-ე გვერდიდან 66-ე გვერდამდე მოცემულ
ნაწარმოებებში მოქმედი გმირები ისევ მამრობითი სქესის წარმომადგენლები არიან. ყურადრება მინდა გავამახვილო ვ.ასლამაზიშვილის მოთხრობის
„მზე ყველას ეყოფა“ ილუსტრაციაზე. გენდერული ბალანსი დარღვეულია.
სახელმძღვანელოს ანალიზი ეთნიკურ და რელიგიურ ასპექტში:
სახლმძღვანელოში ილუსტრაციები და თემატიკა მხოლოდ მართლმადიდებლურ ქრისტიანობას ეხება.
სხვა ეთნიკური თუ რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლები არც ტექსტში, არც საკუთარ სახელებსა
და არც ილუსტრაციებშია წარმოდგენილი.
თანამედროვე ეპოქისათვის დამახასიათებელი
ღირებულებითი და მორალური თვალსაზრისი: ქართულ ხალხურ
ზღაპარში: „დათვი, მელა და მგელი“- ტყუილზე და მტაცებლურ მოქმედებაზე აგებულმა ამბავმა
შეიძლება ნეგატიურად იმოქმედოს მოსწავლეების მორალისა და ღირებულებების ჩამოყალიბებაზე. მერი ბოლქვაძის მოთხრობა “გოგრა“ დაცინვისა და შურისძიებისაკენ არის მიმართული.
ედიშერ ყიფიანის მოთხრობა “სტუმრად“ ღირებულებითი და მორალური თვალსაზრისით ძალიან
კარგია.
წიგნში სოციალური თანასწორობის
თვალსაზრისით არც ერთი მაგალითი არ არის.
სახელმძღვაელოში მხოლოდ ექვსი
მოთხრობაა, რომელშიც მდედრობითი სქესის მთავარი გმირია წარმოდგენილი: „ლამაზი დედა,“
„ჩურჩხელა,“ „კეთილი ამხანაგები,“ „ძუძგია,“ „კიდევ დადგება არდადეგები,“ „გაიხარეს“.
39 ილუსტრაციიდან 26-ში შედის მხოლოდ მამრობითი სქესის წარმომადგენელი,
5 ილუსტრაციაში მხოლოდ მდედრობითი სქესისა, 8 ილუსტრაცია შერეულია.
სახელმძღვანელოში ინფორმაცია და ისტორიები მამრობითი სქესის გმირებისა
და პერსონაჟების შესახებ ბევრად მეტია მდედრობითი სქესის პერსონაჟებსა და ინფორმაციაზე.
სასურველია სახელმძღვანელოში დაბალნსებული იყოს ქალ და მამაკაც ავტორთა რიცხვი, რათა
მოსწავლემ მხოლოდ მამაკაცის თვალით არ აღიქვას სამყარო. გოგონები ვაჟების გვერდით თანაბრად
უნდა იყვნენ წარმოდგენილნი მთავარ და ერთ-ერთ ძირითად პერსონაჟად.
აღნიშნულ სახელმძღვანელოში
არ გვხვდება მაგალითები, რომლებიც მოსწავლეებს დაეხმარება ეფექტური კომუნიკაციის ელემენტების,
აქტიური მოსმენის, შინაარსისა და კონტექსტის ცოდნის შემეცნებაში.
აღნიშნულ სახელმძღვანელოში არ არის საუბარი ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე.არ
გვხვდება მაგალითები სწორად კვებაზე, პირად ჰიგიენაზე,წინასწარ შემუშავებულ დღის რეჟიმზე,
ფიზიკურ აქტივობაზე.
არ გვხვდება მაგალითები, რომლებიც დაეხმარება
მოსწავლეებს კულტურათაშორისი ურთიერთობების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში.
გოგონებისა და ბიჭების ურთიერთობაზე, სტერეოტიპებსა და ცრუ შეხედულებებზე არაფერია ნათქვამი.გარემოს დაცვაზე
გაკვრით არის საუბარი შემდეგ მაგალითებში: მერი ბოლქვაძის „ნერგი“, იაკობ გოგებაშვილის
„ტყეში“, მ. შილდელის „ციყვი და კოდალა“,
ე. ბართაიას ლექსი- „ტყე და წყარო შველის“.
„პატიოსანი ტყისმჭრელი“ (თურქული ზღაპარი).
მოთხრობა „ასე მოუხდებათ“ (ნ. აღნიაშვილი) ვერ
ჩამოუყალიბებს ბავშვს კონფლიქტის მოგვარების
უნარ-ჩვევებს. „ჩიტბატონა“ (ფრანგული
ზღაპარი) ხელს უწყობს პრობლემის ერთად მოგვარების უნარის ჩამოყალიბებაში. თაობათა შორის
ურთიერთობას ხელს უწყობს შემდეგი მოთხრობები: „კიდევ დადგება არდადეგები“ (ქ. ჭილაშვილი),
„ჭაღარა წვიმა“ (ბ.მუმლაძე).
პატიებისა და სამართლიანობის
მაგალითებს წარმოადგენს შემდეგი მოთხრობები: „კეთილი ამხანაგები“, „სამი ბიჭი“ „შემთხვევა“,
„მზე ყველას ეყოფა“, „გაბერილი უბე. მოთხრობა
„გოგრა“ (მ. ბოლქვაძე) სამაგიეროს გადახდისაკენ უბიძგებს ბავშვს. სახელმძღვანელოში შეტანილი უნდა იყოს ისეთი მაგალითები,
რომლებიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში თანადგომის, თანამშრომლობის, კონფლიქტის მოგვარების
უნარ-ჩვევების განვითარებას და ისეთი ღირებულებების
ჩამოყალიბებას, როგორიც არის ადამიანთა პატივისცემა და სწრაფვა მშვიდობისაკენ. სახელმძღვანელო
უნდა ითვალისწინებდეს ბავშვებისათვის ისეთი უნარების განვითარებას, როგორიცაა სხვადასხვა
კულტურათა მიმღებლობა, სხვათა მოსმენის უნარი, მოლაპარაკების წარმართვა, კონფლიქტის
წარმომქმნელი მიზეზების აღმოფხვრა.
კულტურულად მრავალფეროვანი გარემოსადმი ტოლერანტული
დამოკიბულებების ჩამოყალიბებას ხელს უწყობს
შემდეგი მოთხრობები:„ბრძენი კუ“ (აღმოსავლური ზრაპარი), „ნამდვილი ადამიანი“(ვ.სუხომლინსკი), „გაიხარეს“(ვ.
კახაძე), „გაბერილი უბე“(ქ. ჭილაშვილი), „ნერგი“(მ.ბოლქვაძე), „ჭაღარა წვიმა“(ბ.მუმლაძე),
„თაფლის წვეთი“(ჭ.ამირეჯიბი), „ციყვის სტუმრები“(ა.გელოვანი), „დროის ფასი“(ჭ.ამირეჯიბი),
„უტკბესი და უმწარესი“(სულხან-საბა-ორბელიანი), „ასე მოუხდებათ“(ნ.აღნიაშვილი), „ჩურჩხელა“(ქ.ჭილაშვილი),
„ჩიტბატონა“(ფრანგული ზრაპარი), „ფუტკარი და მტრედი“ (ი.გოგებაშვილი), „კეთილი ამხანაგები“
(ი.გოგებაშვილი), „ფარშავანგი“ (ი.გოგებაშვილი), „მზე ყველას ეყოფა“ (ვ.ასლამაზიშვილი),
„გოგრა“ (მ.ბოლქვაძე), „ძილისგუდა“ (ედ.ყიფიანი), „მუქთი ლუკმა“ (ბელორუსული ზღაპარი),
„ვინ აირჩია ძაღლმა“(ქართული ხალხური ზღაპარი), „ნატვრისთვალი“ (გ.ხორგუაშვილი).
მოთხრობას „თაფლის წვეთი“(ჭ. ამირეჯიბი) არ შეესაბამება
ილუსტრაცია.შეიძლება ბავშვი შეაშინოს.ბევრი ერთის წინააღმდეგ. სასურველი იქნებოდა ნახატი,რომელშიც
მეფე ასაჩუქრებს ფუტკარს.
მოთხრობას „ვინ აირჩია ძაღლმა“ ილუსტრაცია არ აქვს.
სასურველი იქნებოდა ნახატი ადამიანი ძაღლთან ერთად(ეს აზრი ბავშვებმა გამოთქვეს).
სახელმძღვანელოში მოცემული 60 ნაწარმოებიდან
გამოირჩევა 22 მოთხრობა, რომელიც ხელს უწყობს ტოლერანტული დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას. ტოლერანტობის საფუძველს ხომ კრიტიკული აზროვნება
წარმოადგენს.ეს კი ხელს უწყობს ბავშვებში თანაგრძნობის, პატივისცემის უნარ-ჩვევების
გამომუშავებას და ეხმარება კონფლიქტის წარმატებულად და ერთობლივად გადაჭრაში. ასეთი
ნაწარმოებები ბავშვებს საშუალებას აძლევს კამათის, აზრის გაცვლა-გამოცვლის დროს პრობლემა
სწორად გადაჭრან.გამოუმუშავდებათ საკუთარ მოსაზრებაზე
პასუხისმგებლობის გრძნობა, სხვათა მოსმენისა და შემწყნარებლობის უნარი.
ინტერკულტურული განათლება
უმნიშვნელოვანესია ოცდამეერთე საუკუნეში. საქარველოს
კონსტიტუციის 35.1 მუხლი იცავს ყველა მოქალაქის უფლებას, მიიღოს განათლება და აირჩიოს
განათლების ფორმა, მაგრამ ქართული ენისა და ლიტერატურის ეროვნულ სასწავლო გეგმაში ინტერკულტურული
კომპეტენციების განვითარების ასპექტები ასახული არ არის. საქართველო
მრავალფეროვანი ქვეყანაა, ამიტომ სახელმძღვანელოში შეტანილი უნდა იყოს
ქართველი, აზერბაიჯანელი, სომეხი და სხვა ქვეყნების მწერლების ნაწარმოებები, ბავშვების,
მშობლებისა და მასწავლებლების ურთიერთობის მაგალითები. დაწყებით კლასებში მოსწავლეებს
აინტერესებთ სხვადასხვა ქვეყნების განსხვავებული კულტურა, ადათ-წესები და ტრადიციები.
ეთნიკური
უმცირესობები, რომლებიც საუკუნეების მანძილზე ცხოვრობენ საქართველოში, არანაირად არ არიან ასახულები არც კულტურული, არც
ისტორიული და არც ენობრივი კუთხით. ინტერკულტურული ასპექტები რომ განათლების სისტემაში
წარმატებით დავნერგოთ, მრავალი მნიშვნელოვანი ღონისძიებებია გასატარებელი. უნდა გადაიხედოს
და დაიხვეწოს ეროვნული სასწავლო გეგმა.
მშობლიური ენის საგნობრივ სტანდარტებში უნდა მოხდეს ინტერკულტურული ასპექტების
ასახვა.მრავალფეროვნება ხელს უწყობს ინტერკულტურულ საზოგადოებაში ცხოვრებისათვის მომზადებული
მოქალაქის ჩამოყალიბებას. საჭიროებამ მოითხოვა, რომ მოსწავლეები უნდა მოემზადონ მრავალფეროვან
მსოფლიოში საცხოვრებლად. ამ ყველაფერმა ნათლად დაგვანახა ინტერკულტურული განათლების
აუცილებლობა. უნდა გაუმჯობესდეს სახელმძღვანელოს შინაარსობრივი მხარე. მასწავლებლებს
ხელი უნდა შეუწყონ ინტერკულტურული ცოდნისა და უნარ-ჩვევების განვითარებაში. გადაამზადონ
სახელმძღვანელოს ავტორები ინტერკულტურული განათლების ამაღლების მიზნით. მე, როგორც
მასწავლებელი, ვალდებული ვარ ხელი შევუწყო დაწყებით საფეხურზე მოსწავლეების გენდერული
ცნობიერებისა და სქესთა თანასწორობის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულებების, ტოლერანტობის
ჩამოყალიბებას, გამოვიჩინო თანაბარი ყურადღება ყველა მოსწავლის მიმართ, გაუნურჩევლად
სქესის, რასის, ენის, რელიგიის, ეროვნული ან სოციალური წარმოშობისა და ვიზრუნო, რომ
ყველა მოსწავლემ მიიღოს ხარისხიანი განათლება. მეორე კლასის ქართული ენის სახელმძღვანელოში
მოცემულია საინტერესო ლექსები და მოთხრობები, მაგრამ ღირებული არ არის კულტურული მრავალფეროვნების თვალსაზრისით.
გამოყენებული
ლიტერატურა:
1. IIკლასის ქართული ენის სახელმძღვანელო ავტორები:ნ.მაღლაკელიძე,ც
ყურაშვილი, ე.მაღლაკელიძე. გამომცემლობა „მერიდიანი“,თბილისი -2011
2.ინტერკულტურული ასპექტების კვლევა საქართველოს სკოლების
დაწყებით საფეხურზე. ავტორები:შალვა ტაბატაძე, ნათია გორგაძე. თბილისი-2013.
3.მულტიკულტურული და ინტერკულტურული განათლება.ავტორი:
ნინო კაპანაძე.
No comments:
Post a Comment