საგანი: ქართული, მათემატიკა.
პედაგოგი: ნანა კუჭუხიძე.
სწავლების საფეხური: დაწყებითი.
მოსწავლეთა რაოდენობა: 22-კლასი-II
გაკვეთილის თემა: „ჩურჩხელა და მათემატიკა“
- ქეთევან ჭილაშვილის მოთხრობის
„ჩურჩხელას“ მიხედვით. (ინტეგრირებული
გაკვეთილი)
ორგანიზება: ინდივიდუალური.
დრო: 50წთ.
გაკვეთილი
აქტუალურია: ბავშვები
ისწავლიან საგანთა შორის კავშირების დამყარებას, ცოდნის გამოყენებას რეალურ ცხოვრებაში,შეძლებენ
პერსონაჟების საქციელის შეფასებას და პარალელების
გავლებას, განუვითარდებათ ანალიზისა და სინთეზის უნარები, ისწავლიან ტექსტიდან მონაცემების ამოკრებასა
და დახარისხებას, ცხრილებისა და პიქტოგრამის აგებას, ამოცანების შედგენას ტექსტში მოცემული
მათემატიკური ინფორმაციის მიხედვით.
მიზანი: ქართული- გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები შეძლებენ ტექსტის გადმოცემას
თხრობით, გაანალიზებასა და გააზრებას. ჩამოაყალიბებენ საკუთარ აზრს და
დაასაბუთებენ. გაავლებენ პარალელს, შეაფასებენ პერსონაჟის საქციელს. მათემატიკა-
ბავშვები დათვლიან რიცხვებს, შეავსებენ რიცხვით ღერძს, ლიტერატურული
ტექსტიდან
ამოკრებენ მონაცემებს და დაახარისხებენ, ააგებენ ცხრილს, შეასრულებენ მოქმედებებს
განახევრებაზე.
ეროვნული გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგები:ქართ. II. 2. მოსწავლეს
შეუძლია მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის
სხვადასხვა სახის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.
შეუძლია მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის
სხვადასხვა სახის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
გადმოსცემს მოსმენილი ტექსტის
შინაარსს;
·
აკავშირებს მოსმენილ ტექსტში
ასახულ ამბავს პირად
გამოცდილებასთან;
·
გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას
პერსონაჟისა და მისი
მოქმედების მიმართ (მომწონს
/ არ მომწონს, კარგად მოიქცა / ცუდად
მოიქცა; კეთილია, გონიერია და ა.შ.);
·
ტექსტზე დაყრდნობით ახასიათებს
პერსონაჟებს (მათს გარეგნობას,
თვისებებს);
ეროვნული გეგმით განსაზღვრული
მისაღწევი შედეგები:
მათ. II.2. მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთთან დააკავშიროს თვლა,
რიცხვები, რიცხვით სახელებს შორის დამოკიდებულებები დაშეკრება
გამოკლების მოქმედებები.
რიცხვები, რიცხვით სახელებს შორის დამოკიდებულებები დაშეკრება
გამოკლების მოქმედებები.
მათ.II.3. მოსწავლეს შეუძლია განახევრება-გაორმაგების მოქმედებების
შესრულება და მათი დაკავშირება შეკრება-გამოკლებასთან და ერთმანეთთან.
შესრულება და მათი დაკავშირება შეკრება-გამოკლებასთან და ერთმანეთთან.
მათ. II.12. მოსწავლეს შეუძლია თვისობრივი მონაცემების მოწესრიგება.
რესურსები: მეორე კლასის ქართულისა და მათემატიკის სახელმძღვანელოები,დაფა, ცარცი, რესურსები: მეორე
კლასის ქართულისა და მათემატიკის სახელმძღვანელოები, დაფა, ცარცი, ფორმატის ფურცლები,
მარკერი,პატარა სასწორი, კედლის საათი, კაკალი, ჩურჩხელა, ფერადი წებოვანი ქაღალდები,
ხელით დამზადებული სახაზავის მოდელები, ფოტოაპარატი, ვიდეო კამერა.
.
გაკვეთილის
მსვლელობა: ქართული: ვიხსენებთ წინა გაკვეთილზე შესწავლილ
მოთხრობას. მოსწავლეები გადმოსცემენ შინაარსს. ვსვამ
საანალიზო კითხვებს:
მოთხრობას. მოსწავლეები გადმოსცემენ შინაარსს. ვსვამ
საანალიზო კითხვებს:
1.რატომ არ მისცა თავიდან ჩურჩხელა ბებიამ ტასოს?
2.რა იცრუა გოგონამ?
3.რატომ ეთანაღრებოდა
გული ტასოს?
4.ბებიამ იცოდა, რომ ცრუობდა გოგონა, მაგრამ მაინც მისცა
ჩურჩხელა. რატომ?
ჩურჩხელა. რატომ?
5.რატომ დაუბრუნა ჩურჩხელა ბებიას?
6.აღიარა თუ არა ტასომ?
7.რომელი ნაწარმოები გაგახსენდათ?(„პაპა და ყალიონი.“)
8.რა გაუძნელდა მაიას?ტასოს?
9.მოგეწონათ თუ არა გოგონების საქციელი?
10.როგორი თვისებაა
ტყუილის თქმა?
11.როგორი გოგონები
არიან მაია და ტასო?
დაასახელეთ ანდაზა:„ტყუილს მოკლე ფეხები აქვს.“
აქტივობა: მათემატიკა- მოსწავლეებს ვეკითხები: რა წინადადებით იწყება ტექსტი?
მპასუხობენ, რომ პერსონაჟი ადის კიბეზე და ითვლის საფეხურებს.
დასათვლელად იყენებს რიცხვებს. თვლის დროს გამოტოვებულია რიცხვები.
მოსწავლეები ავსებენ დაფაზე დახაზულ რიცხვით ღერძს ერთიდან ოცამდე,
თან ითვლიან.
მპასუხობენ, რომ პერსონაჟი ადის კიბეზე და ითვლის საფეხურებს.
დასათვლელად იყენებს რიცხვებს. თვლის დროს გამოტოვებულია რიცხვები.
მოსწავლეები ავსებენ დაფაზე დახაზულ რიცხვით ღერძს ერთიდან ოცამდე,
თან ითვლიან.
აქტივობა: დაფაზე
ჩამოვწერ რიცხვებს-მაგალითად:19,18,17... და ვთხოვ მოსწავლეებს შეუცვალონ ადგილები ათეულებს და ერთეულებს.
მიიღეს: 19-91,18-81, 17- 71... ბავშვებმა დაინახეს მსგავსება და განსხვავება ამ რიცხვებს
შორის.
აქტივობა: ინდივიდუალურად
ვურიგებ მოსწავლეებს ბარათებს და ვთხოვ ამოწერონ
ტექსტიდან საგნის აღმნიშვნელი სიტყვები, დაალაგონ ცალ-ცალკე ადამიანის
აღმნიშვნელი და უსულო საგნის სახელები. დათვალონ და ჩაწერონ
ფორმატის ქაღალდზე დახაზულ ცხრილში. ადამიანის აღმნიშვნელი
აღმოჩნდა-6,უსულო-7, სულ -13. შემდეგ ვთხოვ რიცხვი 13 წარმოადგინონ
განსხვავებული რიცხვების ჯამის სახით. მაგიდაზე დევს ბარათებზე
დაწერილი რიცხვები, ბავშვები ირჩევენ ისეთ რიცხვებს, რომლების ჯამიც
შეადგენს ცამეტს და ამაგრებენ ცხრილის უჯრებში.
ტექსტიდან საგნის აღმნიშვნელი სიტყვები, დაალაგონ ცალ-ცალკე ადამიანის
აღმნიშვნელი და უსულო საგნის სახელები. დათვალონ და ჩაწერონ
ფორმატის ქაღალდზე დახაზულ ცხრილში. ადამიანის აღმნიშვნელი
აღმოჩნდა-6,უსულო-7, სულ -13. შემდეგ ვთხოვ რიცხვი 13 წარმოადგინონ
განსხვავებული რიცხვების ჯამის სახით. მაგიდაზე დევს ბარათებზე
დაწერილი რიცხვები, ბავშვები ირჩევენ ისეთ რიცხვებს, რომლების ჯამიც
შეადგენს ცამეტს და ამაგრებენ ცხრილის უჯრებში.
აქტივობა: მოსწავლეებმა
მოიფიქრეს ამოცანა ჩურჩხელაზე, იმსჯელეს,შეადგინეს მათემატიკური გამოსახულება და გამოთვალეს.
აქტივობა: მოსწავლეები
ასახელებენ ტექსტიდან იმ ადგილს, სადაც გაყოფა- განახევრებაზეა საუბარი. მერხზე უდევთ
ჩურჩხელა. ხელით დამზადებული სახაზავებით(უჯრიანი ფურცლებით გაკეთებული) ზომავენ,თუ
რამდენი უჯრის ტოლია.
მაგალითად: თუ 30 უჯრის ტოლია ჩურჩხელა, რამდენი
უჯრის ტოლი იქნება მისი ნახევარი? გადაზომავენ
ნახევარს, ნახავენ, რომ 15 უჯრის ტოლია და გადატეხენ შუაზე. მიიღებენ ორ ტოლ ნაწილს.
ტასოს ეხმარებიან ჩურჩხელის სამართლიანად განაწილებაში.
ბავშვებს განახევრების მოქმედებას
ვუხსნი სხვადასხვა საგნის მაგალითზე. გამოვიყენეთ საათი, პატარა სასწორი, კაკლები.
აქტივობა: ვატარებთ
პატარა გამოკითხვას: ვის უყვარს კაკლის ჩურჩხელა, ვის-თხილის და ვის-გოგრის გულის? ვურიგებ
ბარათებს, წერენ, ვთვლით და ვაგებთ პიქტოგრამას.
1
|
2
|
3
|
4
|
5
|
6
|
7
|
8
|
9
|
10
|
|
კაკლის
|
v
|
v
|
v
|
v
|
v
|
v
|
v
|
v
|
v
|
v
|
თხილის
|
v
|
v
|
v
|
v
|
v
|
|||||
გოგრის გულის
|
v
|
სულ
გამოკითხულია 16 მოსწავლე.მათგან 10-ს უყვარს კაკლის, 5-ს თხილის,1-ს გოგრის გულის.
შემდეგ
ვაჯამებთ გაკვეთილს და ვახდენ შეფასებას.
შეფასების რუბრიკა
ქართულში
დაბალი
|
საშუალო
|
მაღალი
|
1.უჭირს
ლიტერატურული ტექსტის შინაარსის გადმოცემა.
2.ვერ
აყალიბებს საკუთარ აზრს, ვერ ასაბუთებს,ვერ ავლებს პარალელს,ვერ პასუხობს ტექსტის
ირგვლივ დასმულ კითხვებს.
|
1.ნაწილობრივ
უჭირს ლიტერატურული ტექსტის შინაარსის გადმოცემა.
2.
ნაწილობრივ აყალიბებს საკუთარ აზრს, ნაწილობრივ
ასაბუთებს,ნაწილობრივ ავლებს პარალელს,ნაწილობრივ პასუხობს ტექსტის ირგვლივ
დასმულ კითხვებს.
|
1.არ უჭირს ლიტერატურული ტექსტის შინაარსის გადმოცემა.
2.
აყალიბებს საკუთარ აზრს, ასაბუთებს, ავლებს
პარალელს, პასუხობს ტექსტის ირგვლივ დასმულ კითხვებს.
|
შეფასების რუბრიკა მათემატიკაში
დაბალი
|
საშუალო
|
მაღალი
|
1.უჭირს თვლა,რიცხვების
ცნობა, ტექსტიდან მონაცემების ამოკრება და დახარისხება, ცხრილის აგება, მათემატიკური
მოქმედებების შესრულება.
|
ნაწილობრივ თვლის რიცხვებს,
ნაწილობრივ ამოკრებს ტექსტიდან მონაცემებს და ახარისხებს, ნაწილობრივ ასრულებს მათემატიკურ
მოქმედებებს.
|
თვლის კარგად, ცნობს
რიცხვებს,ტექსტიდან ამოკრებს მონაცემებს და ახარისხებს,აგებს ცხრილებს, ასრულებს
მათემატიკურ მოქმედებებს.
|
მასწავლებლის
თვითშეფასება
რუსთავის მე-5 სკოლა.
მეორე კლასის დამრიგებელი:ნანა კუჭუხიძე
ქართული- მათემატიკა-ინტეგრირებული
გაკვეთილი.
თემა:„ჩურჩხელა და მათემატიკა.
ამ გაკვეთილზე გამოყენებული სტრატეგიები
მეტად ეფექტური იყო. მოსწავლეებმა მიაღწიეს გეგმით განსაზღვრულ შედეგს. განსაკუთრებით
აქტიურობდნენ მათემატიკურ ნაწილში. მეტი მუშაობა მჭირდება მოსწავლეებში მოსმენის უნარის გასავითარებლად. გაკვეთილი
ჩატარდა სამოქმედო გეგმის მიხედვით. ამ გაკვეთილის ხელახლა ჩატარებისას აუცილებლად
გამოვიყენებ ტექნოლოგიურ საშუალებებს.
დასკვნა
ჩემ მიერ ჩატარებულმა აქტივობებმა მოსწავლეთა მოტივაცია
გაზარდა. შედეგს რომ მივაღწიე, დაადასტურა თვითშეფასების შედეგებმა და მოსწავლეთა ჩართულობამ.
ჩვენ, მასწავლებლებს, უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვები უფრო ადვილად სწავლობენ კეთებით,
პირადი გამოცდილებით, როცა თვითონვე ქმნიან რამეს და ყოველდღიურ ცხოვრებაში ხედავენ
ცოდნის მნიშვნელობას. მოსწავლეებს უნდა მივაწოდოთ ახალი ინფორმაცია.
გამოყენებული ლიტერატურა
ქართული-II კლასი.ავტორები:ნათელა მაღლაკელიძე ,ცისანა ყურაშვილი,ელენე
მაღლაკელიძე.მეორე კლასის მასწავლებლის წიგნი.
მათემატიკა-II კლასი.ავტორები:თინა
ბექაური,ავთანდილ საგინაშვილი.მეორე კლასის მასწავლებლის წიგნი.
No comments:
Post a Comment