ახალი რესურსი


  ციფრული რესურსი:„თბოგამტარობა და თბოიზოლაცია“
  საფეხური:დაწყებითი -  კლასი IV
  სსსმ მოსწავლე:1
  საგანი:ბუნებისმცოდნეობა
  რუსთავის მე-5 საჯარო სკოლა   
  პედაგოგი:  ნანა კუჭუხიძე
                                                  რესურსის  რეფლექსია
         ბუნებისმცოდნეობის გაკვეთილზე ბავშვებს ვესაუბრე თბოგამტარობისა და თბოიზოლაციის შესახებ.ვესაუბრე, თუ, როგორ გასცემენ და ინარჩუნებენ საგნები  სითბოს და სიცივეს. მოსწავლეები ყველაზე მეტად დააინტერესა  საკითხმა, რომელიც  ეხებოდა  ცხოველებს.დასვეს კითხვა: რატომ არ სცივათ ცხოველებს? გადავწყვიტე შემექმნა რესურსი, რომელიც დააკმაყოფილებდა  ბავშვების ინტერესებს. ციფრულ რესურსში საუბარია მასალებზე, რომლებიც სითბოს კარგი გამტარები ან არაგამტარები არიან. მიზნის მისაღწევად გამოვიყენე შებრუნებული კლასის მოდელი. წინა დღით მოსწავლეებს ბუკებში  კლასის მართვის პროგრამის ფაილის გადაგზავნის  რეჟიმით, მივაწოდე  ჩემ მიერ  პროგრამა  „movie maker-ში“ შექმნილი დამხმარე რესურსი- ვიდეო-გაკვეთილი „თბოგამტარობა და თბოიზოლაცია“. საშინაო დავალებად- კორნელის გრაფა.საკითხის უკეთ დამახსოვრებაში მოსწავლეებს მეტად დაეხმარა კორნელის გრაფა. დავალებაზე  შინ  დამოუკიდებლად იმუშავეს. ვოდეო გაკვეთილის საშუალებით ბავშვებმა უკეთ შეიმეცნეს  ახალი მასალა. საშუალება ჰქონდათ რამდენჯერმე  ეყურებინათ  და   მოესმინათ  ვიდეოსათვის, რათა კარგად გაეანალიზებინათ ინფორმაცია. გამოწვევისა და წვდომის ფაზა შინ გაიარეს, რეფლექსიის ფაზა  კი კლასში  გაგრძელდა  მრავალფეროვანი აქტივობებისა და რესურსების საშუალებით.
მიზანი-ახალი ცოდნის სიღრმისეულად გააზრება-განმტკიცება,ცდაზე  დაფუძნებული კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარება: თანამშრომლობა, კომუნიკაცია,დაკვირვება, აღწერა,უსაფრთხო ცხოვრების წესის დაცვის მნიშვნელობის გააზრება.
  შედეგი-  ცდების საფუძველზე მოსწავლე შეძლებს დაადგინოს,რატომ არ სცივათ ცხოველებს. შეძლებს ამოიცნოს საყოფაცხოვრებო ნივთებიდან თბოგამტარები და თბოიზოლატორები.
                      ეროვნული გეგმით გათვალისწინებული მისაღწევი შედეგები: ბუნ.IV.3.მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთისგან განასხვავოს   სითბოს გამტარები  და   არაგამტარები.
                       შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·      იცავს უსაფრთხოების წესებს და ატარებს მარტივ ცდებს სხვადასხვა მასალისაგან დამზადებული სხეულების თბოგამტარობაზე დასაკვირვებლად, წარმოადგენს   შედეგებს და გამოიტანს დასკვნას;
·      ჩამოთვლის სითბოს შენარჩუნების მაგალითებ ყოველდღიური ცხოვრებიდან (მაგ., ბინის თბოიზოლაცია, ბეწვის ტანსაცმელი, თერმოსი);
·      ამოიცნობს საყოფაცხოვრებო ნივთებიდან თბოგამტარებს და თბოიზოლატორებს;
·      გადაჭრის სითბოს შენარჩუნებასთან დაკავშირებულ მარტივ პრობლემას;
·      აღწერს ბუნებრივი თბოიზოლატორების (მაგ., ბეწვი, ბუმბული, ცხიმი) მნიშვნელობას ორგანიზმებისთვის.
       ის ტექნ. I.1. მოსწავლე ფლობს ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან  დაკავშირებულ ძირითად ცნებებს და ოპერაციებს.
         გაკვეთილის ხანგრძლივობა:45წთ.
        რესურსები:ვიდეოჩანაწერი „თბოგამტარები და თბოიზოლატორები“,  კორნელის გრაფა,ამობეჭდილი დიფერენცირებული დავალებები,4 პატარა ქილა.3 დიდი ქილა,ზეთი ,მიწა, თბილი წყალი, ალუმინის ქაღალდი, 4თერმომეტრი, საათი,ცხრილი.
        გაკვეთილის დაწყებამდე ერთი დღით ადრე მოსწავლეებს წინასწარ აქვთ გადაგზავნილი მასწავლებლის მიერ მომზადებული ვიდეო-გაკვეთილი-„თბოგამტარები და თბოიზოლატორები.“მოსწავლეებს ეს ვიდეო სახლში უნდა ენახათ. გაკვეთილი მიმდინარეობს „შებრუნებული კლასის“ მოდელით. ეძლევათ დავალება შეავსონ კორნელის გრაფა. მომდევნო დღეს რეფლექსიის ფაზა გრძელდება კლასში მრავალფეროვანი აქტივობებით.
აქტივობა:მოსწავლეები საუბრობენ სითბოს გამტარ და არაგამტარ  მასალებზე,განვიხილავთ შინ შესრულებულ სამუშაოს და ერთმანეთს უსვამენ კითხვებს.
1.რას ნიშნავს თბოგამტარობა და თბოიზოლაცია?
2.რა თვისებები  აქვს სითბოს გამტარ და არაგამტარ მასალებს?
3.როგორი გამტარია ჰაერი და წყალი?
4.როგორ ინარჩუნებენ ორგანიზმები ზამთარში სითბოს?
პასუხების მეშვეობით ადგენენ, რა არის ამ თემაში მთავარი და გამოაქვთ დასკვნები.(5წთ.)
აქტივობა: ვაძლევ ინდივიდუალურ სავარჯიშოს  და ვურიგებ ბარათებს. ტექსტი: „მოცემული სიტყვები ჩასვი წინადადებებში“(ძლიერი მოსწავლისათვის).
„დააჯგუფე მასალები“(საშუალო მოსწავლისათვის).
„შემოხაზე   ცივ ადგილებში მცხოვრები ცხოველები“.(სუსტი მოსწავლისათვის).„ამოიცანი თბილი ტანსაცმელი„(სსსმ მოსწავლისათვის).
აქტივობა:კლასს ვყოფ ოთხ ჯგუფად,ვაცნობ ცდის ჩატარების ინსტრუქციას და ვუნაწილებ დავალებებს. ვატარებთ ცდებს.
Iჯგუფი:ცდა
პატარა ქილა აავსონ თბილი წყლით, ჩადგან დიდ ქილაში,ქილებს შორის სიცარიელე ამოავსონ ზეთით, ჩადონ თერმომეტრი,ჩაინიშნონ დრო, ჩაინიშნონ საწყისი ტემპერატურა, ქილას დააფარონ ფოლგა.10 წუთის შემდეგ აღწერონ ცდის შედეგი და გამოიტანონ დასკვნა.
IIჯგუფი:ცდა
პატარა ქილა აავსონ თბილი წყლით, ჩადგან დიდ ქილაში,ქილებს შორის სიცარიელე ამოავსონ მიწით, ჩადონ თერმომეტრი,ჩაინიშნონ დრო, ჩაინიშნონ საწყისი ტემპერატურა, ქილას დააფარონ ფოლგა.10 წუთის შემდეგ აღწერონ ცდის შედეგი და გამოიტანონ დასკვნა.
IIIჯგუფი:ცდა
პატარა ქილა აავსონ თბილი წყლით, ჩადგან დიდ ქილაში,ქილებს შორის სიცარიელე ამოავსონ ოთახის ტემპერატურის წყლით, ჩადონ თერმომეტრი,ჩაინიშნონ დრო, ჩაინიშნონ საწყისი ტემპერატურა, ქილას დააფარონ ფოლგა.10 წუთის შემდეგ აღწერონ ცდის შედეგი და გამოიტანონ დასკვნა.
IVჯგუფი:ცდა
პატარა ქილა აავსონ თბილი წყლით,ჩადონ თერმომეტრი,ჩაინიშნონ დრო, ჩაინიშნონ საწყისი ტემპერატურა, ქილას დააფარონ ფოლგა.10 წუთის შემდეგ აღწერონ ცდის შედეგი და გამოიტანონ დასკვნა.აქტივობა: ცდის შედეგებისა და დასკვნების პრეზენტაცია.(5წთ).
აქტივობა:მოსწავლეები კითხულობენ მოძიებულ საინტერესო ამბებს.(5წთ).
გაკვეთილის შეჯამების მიზნით მოსწავლეებს ვუსვამ კითხვებს.
1.რომელი მასალა აღმოჩნდა ყველაზე კარგი თბოიზოლატორი?
2.რომელი მასალა აღმოჩნდა თბოგამტარი?
3.რატომ არ სცივათ ცხოველებს?
შეფასება:განმავითარებელი შეფასება
გაკვეთილზე გამოყენებული მეთოდები: კორნელის ჩანაწერების მეთოდი.
ცდები,დაკვირვება.
        რესურსი დამეხმარა  გავსულიყავი  ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ  შედეგებზე. ჩემ მიერ შექმნილი ციფრული რესურსი საშუალებას იძლევა, მეოთხე კლასის მოსწავლეები დაეუფლონ ციფრულ წიგნიერებას(ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისგამოყენება). გაიუმჯობესონ სოციალური და სამოქალაქო კომპეტენციები.                                                                   შებრუნებეული კლასის მეთოდით და რესურსით  ჩატარებულმა გაკვეთილმა გაზარდა ჩემი და მოსწავლეების თანამშრომლობითი ურთიერთობა, მოიმატა  ცოდნამ და ინტერესმა, სწავლის ხარისხმა. ბავშვები უფრო  თავისუფლები და ხალისიანები გახდნენ. ამაღლდა ჩემი და მოსწავლეების მოტივაცია. ვფიქრობ, რომ მოსწავლეები მიღებულ ცოდნას გაიაზრებენ , ისწავლიან დასკვნების გამოტანას, განასხვავებენ ერთმანეთისაგან  სითბოს გამტარ და არაგამტარ მასალებს და უსაფრთხოდ გამოიყენებენ ცხოვრებაში. განივითარებენ  ეროვნული სასწავლო გეგმით მოცემული გამჭოლი პრიორიტეტული კომპეტენციებისა და XXI  საუკუნის უნარებს.რესურსი შესაძლებელია გამოიყენოს კათედრაზე  პარალელურმა კლასმა.


                                               საშინაო დავალება


                                              კორნელის გრაფა
                 
J


1.რას ნიშნავს თბოგამტარობა და თბოიზოლაცია?

2.რა თვისებები აქვს სითბოს გამტარ და არაგამტარ მასალებს?

3.როგორი გამტარია ჰაერი და ცხიმი?

4.როგორ ინარჩუნებენ  ორგანიზმები ზამთარში სითბოს?

რა არის მთავარი?

დააფიქსირე პასუხები
გააკეთე დასკვნა


                                       
                                      საკლასო დავალებები

ძლიერი მოსწავლისათვის

მოცემული სიტყვები ჩასვი წინადადებებში:
თერმომეტრი;     სითბო;    თბოგამტარი;    თბოიზოლატორი;
ქვანახშირის და ნავთობის წვის დროს ------------------გამოიყოფა.
კერამიკა კარგი---------------------,ამიტომ ამ მასალისაგან სამზარეულოსათვის საჭირო კოვზებს, სადგამებს და სხვა საგნებს ამზადებენ.
ტემპერატურის გასაზომად ----------------------იყენებენ.
ლითონების უმრავლესობა კარგი-------------------არის.

                                                საშუალო მოსწავლისათვის
დააჯგუფე მასალები თბოგამტარებად და თბოიზოლატორებად:
ქვაბი,რკინა, ქურქი, ბეწვი,კერამიკის კოვზი, პიკნიკის ჩანთა,რადიატორი,ჩაიდანი.


თბოგამტარი

თბოიზოლატორი












                                            სუსტი მოსწავლისათვის
შემოხაზე ცხოველები, რომლებიც ცივ ადგილებში ცხოვრობენ:
                                
                               




                                                         


                                       

                                                            სსსმ მოსწავლისათვის


                                          ამოიცანი  თბილი  ტანსაცმელი:
                   


1 comment: